კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო იწუნებდნენ ქასთინგებზე ჰოლივუდის ახალ ვარსკვლავს, რუნი მარას და რომელი რეჟისორის ფილმში იქნება მისი პარტნიორი სექს-სიმბოლო – რაიან გოსლინგი

 

სტიგ ლარსონის გახმაურებული რომანის, „გოგონა დრაკონის ტატუთი” ჰოლივუდური ეკრანიზაციის შემდეგ, ლითონის სამშვენისებითა და ტატუთი დაფარული სხეულით – ლისბეთ სალანდერის როლის შემსრულებელი რუნი მარა 2011 წლის კინოსამყაროს აღმოჩენად იქცა. დევიდ ფინჩერის ბლოკბასტერის ეკრანებზე გამოსვლისთანავე, მანამდე ყველასთვის შეუმჩნეველი მსახიობი, ვარსკვლავი გახდა. ის უკვე წარადგინეს „ოსკარის”  ნომინაციაზე ქალის საუკეთესო როლისთვის. 

დაიბადა: 1985 წლის 17 აპრილს ბედფორდში, ნიუ-იორკის შტატში. სრული სახელი – პატრისია რუნი მარა.

ოჯახი: წარმოშობით ირლანდიურ-იტალიურ-ამერიკული ოჯახი, რომელიც უზარმაზარ ტერიტორიებს ფლობდა დაუნის საგრაფოში. რუნის დიდი ბაბუები გახლდნენ არტ რუნი-უმცროსი – საფეხბურთო კლუბ „პიტსბურგ სტილერსის” დამაარსებელი; ტიმ მარა – გუნდის „ნიუ-იორკ ჯაიანთსის” დამაარსებელი, სტადიონის დირექტორი და სარბოლო ტრასის, „იანკერს რეისვეის” მეპატრონე. დედის მხრიდან ნათესავი – დენიელ რუნი იყო ირლანდიის ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში და საზოგადო მოღვაწე. მამა – ტიმოტი კრისტოფერ მარა, სპორტული გუნდის „ნიუ-იორკ ჯაიანტსის” ვიცე-პრეზიდენტი გახლდათ. რუნის ორი ძმა ჰყავს – დენიელი და კონორი და – ქეითი, რომელიც ასევე მსახიობია. 

დის შესახებ: „ჩვენ იმდენად განსხვავებულები ვართ,  ეჭვი მეპარება, ერთ რომელიმე როლზე ერთდროულად გამოგვეთქვა პრეტენზია. ქეითი 12 წლიდან ჩართულია კინოგადაღებებში. ის მხიარული ადამიანი და ნიჭიერი მსახიობია, ყველას მოსწონს. მე კი წლების განმავლობაში, ქასთინგებზე უარს მეუბნებოდნენ, ამბობდნენ, რომ „უცნაური” ვარ. და დამეხმარა ლოს-ანჯელესთან ადაპტირებაში და თავდაპირველად, მასთან ვცხოვრობდი. ჰოლივუდი ხისტი სამყაროა, სადაც აუცილებელია, ახლობელი გყავდეს, რომელსაც ენდობი. ქეითის გარეშე გამიჭირდებოდა აქ გაჩერება”.

განათლება: 2003 წელს დაასრულა რუნიმ „ფოქს ლეინის” სკოლა და მაშინვე დაიწყო მოგზაურობა ლათინურ ამერიკაში – ბოლივიაში, ეკვადორში, პერუში „თრეველინგ სქულთან” ერთად, რომელიც გარემოს კვლევას ემსახურებოდა. 2010 წელს რუნიმ ნიუ-იორკის უნივერსიტეტთან არსებული „გალატინ სქული” დაამთავრა, სადაც საერთაშორისო სოციალურ სამართალსა და ფსიქოლოგიას სწავლობდა. 

კერპი: მსახიობი ჯინა როულენდსი – „ეკრანზე, რომ ვხედავ თითქოს ჰიპნოზს მიკეთებს და აღმაფრთოვანებს. მისი ფილმების ნახვა არ მბეზრდება”.

სამსახიობო პროფესია: „ყოველთვის მინდოდა, მსახიობი გამოვსულიყავი და ვიცოდი, რომ ამისთვის უნდა მებრძოლა. თუმცა, დღემდე არ მჯერა ამ ყველაფრის, თუ როგორ წავედი ლოს-ანჯელესში და უცებ, გავხდი მსახიობი, დაუჯერებელი ამბავია”.

იუმორის გრძნობა: „სულ არ ვარ სასაცილო. მიყვარს „შავი იუმორის” კომედიებში თამაში. რომანტიკული ან მელოდრამატული კომედიები საჩემო არაა. ერთხელ დედამ მკითხა, რა კოსტიუმის ჩაცმას ვისურვებდი ჰელოუინზე და მე ინვალიდი კლარას კოსტიუმი ავირჩიე საშინელებათა ჟანრის ფილმიდან „ჰაიდი”.

პირველი როლი: რუნის პირველი შესამჩნევი როლი იყო ტელესერიალ „კანონი და წესრიგის“ ერთ-ერთ ეპიზოდში, ხოლო დიდ კინოში 2009 წელს შედგა მისი დებიუტი ფილმში „გამოწვევა”. 2010 წლიდან რუნი მარამ რამდენიმე ბლოკბასტერში ითამაშა, მათ შორის „თელას ქუჩის კოშმარის” რიმეიქში, სადაც თვით ფრედი კრიუგერს დაუპირისპირდა. ასევე, იყო გახმაურებული „სოციალური ქსელი”, სადაც მარკ ცუკერბერგის „გერლფრენდის“ როლი შეასრულა.

„გოგონა დრაკონის ტატუთი”: ფილმის რეჟისორმა დევიდ ფინჩერმა, პირადად დაამტკიცა ლისბეთ სალანდერის როლზე რუნი მარა. თუმცა, მანამდე, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამ როლის შესრულებაზე პრეტენზიას აცხადებდნენ: ნატალი პორტმანი, სკარლეტ იოჰანსონი, კრისტენ სტიუარტი, კერი მალიგანი და სხვები. ფინჩერის თქმით, რუნიმ მას ყველაზე მეტად მოაგონა სპილბერგის „უცხოპლანეტელის” მთავარი გმირი – E.T. უცნაური, ისეთი ტიპაჟი, რომელიც არავის ჰგავს. ფილმისთვის მარამ რადიკალურად შეიცვალა გარეგნობა – გადაიპარსა თავი, გაიკეთა ნამდვილი პირსინგი, მოიპარსა წარბები, მნიშვნელოვნად დაიკლო წონაში. გარდა ამისა სცენარის მიხედვით რუნის გმირს აუპატიურებენ. ამ სცენამ, თავისი რეალურობით, შოკში ჩააგდო მაყურებელი. 

კომპიუტერები: ფილმის მიხედვით, ლისბეთ სალანდერი ნიჭიერი ჰაკერია. კომპიუტერებთან ურთიერთობა თავად რუნის ბავშვობიდან ჰქონდა. თუმცა, არა იმ დონეზე, რომ თუნდაც „ვინდოუსი” გადააყენოს. „შესაძლოა, როცა რომანის მეორე და მესამე წიგნის ეკრანიზაცია გამოვა, მე უკეთესად ავითვისებ კომპიუტერს და ნამდვილი ჰაკერი გავხდები”, – ამბობს რუნი მარა.

პირადი ცხოვრება: რუნი რეჟისორ ჩარლზ მაკდაუელს ხვდება, რომელიც ცნობილი ბრიტანელი მსახიობის, მალკოლმ მაკდაუელის შვილია. წყვილი 2010 წლიდან ერთადაა. ისინი ჰოლივუდის გორაკებზე ნაქირავებ სახლში ცხოვრობენ.

ქველმოქმედება: რუნი მარა საქველმოქმედო ორგანიზაცია „ფეისის ოფ კიბერას” დამფუძნებელი და მმართველია. რუნი ფინანსურ დახმარებას უწევს კენიის დედაქალაქ ნაირობის გარეუბნებში მცხოვრებ ბავშვებს.

შემოქმედებითი გეგმები: რუნი მარას გეგმაში აქვს მონაწილეობა, ტერენს მალიკის ფილმში – „კანონგარეშე”, სადაც მას პარტნიორობას რაიან გოსლინგი გაუწევს. გარდა ამისა, დევიდ ფინჩერი სტიგ ლარსონის კიდევ ორი რომანის ეკრანიზაციას გეგმავს, სადაც მთავარი პერსონაჟი კვლავ ლისბეთ სალანდერი იქნება.

 

 

скачать dle 11.3