კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ელეგანტური ქალების საყვარელი ბრენდი კვლავ კლასიკას გვთავაზობს

 

 კვლავ შემოქმედებით მწვერვალზეა და შეუძლია, მხოლოდ ერთი შოუთი მოაჯადოოს არა მხოლოდ ჩაცმის მოყვარულები, არამედ ყველა, ვინც კი მოდას ხელოვნებად აღიქვამს. თუმცა, კოლექცია, თავისი შემადგენლობით, ხაზს უსვამს, რომ ის იმათთვისაა შექმნილი, ვისაც საკუთარი თვითმფრინავი აქვს: ერთი სახლი მეგაპოლისში, მეორე მთებში და ძალიან დიდი თანხა საბანკო ანგარიშებზე. აბა, სხვანაირად როგორ ჩაიცვამ უმაღლესი ხარისხის ქაშმირის სვიტერს, აქლემის დამუშავებული ტყავისგან დამზადებულ ნატის ზედატანს, სპეციალური მბზინავი მასალით გაფორმებულ იატაკამდე დაშვებულ ქვედაბოლოს და ბეწვის ქურქს. 

 მთელი ამერიკული სპორტსამოსის ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში, მაიკლ კორსის ჩვენება ნამდვილი გაბრწყინება გახლდათ. დიზაინერმა ფერებიდან აქცენტი გააკეთა კრემისფერზე, ოქროსფერზე, ვერცხლისფერსა და შავზე. თხელი, ლამაზი, დახურული ზედატანები საოცრად უხდებოდა მოდელების უბიუსტჰალტერო პატარა მკერდსაც და იდეალურად გამოიყურებოდა. თუმცა, ამ საერთო ბრჭყვიალებაში განსაკუთრებით ლამაზი იყო თეთრი ანსამბლი – იატაკამდე გრძელი, ქალთევზას სტილის ქვედაბოლო, რომელსაც ღრმად ამოჭრილი, V ფორმის დეკოლტე ამშვენებდა. მასზე კი მოდელს ულამაზესი ფორმის პალტო ეცვა, იდაყვებთან გაჭრილი სახელოთი, რაც ალბათ, ფორმის სილამაზისთვის იყო და არა ხელის კომფორტულად მოხრის მიზნით. იდაყვებთან ჭრილით კორსიმ შეძლო, რომ პალტოს სახელო მაქსიმალურად მომდგარი და ვიწრო ყოფილიყო, მის პრაქტიკულობაზე ფიქრი კი აღარ მოუწია. როგორც პალტო, ისე ქვედაბოლო წელთან ისე იყო გადაჭრილი, ქალს დასვენებული, მოშვებული და შესაბამისად სექსუალური იერი ჰქონდა. მამაკაცებს ხომ ყველაზე მეტად უდარდელი, უპრობლემო და უპრეტენზიო ქალები „აღელვებთ“. ერთი შეხედვითვე ჩანდა, რომ ქალს არ აწუხებდა პრობლემა, როგორ და რა სახსრებით დაესვენა ამ ზამთარს. 

 თუ თქვენ სწორედ ასე, სექსუალურად გინდათ გამოიყურებოდეთ, მაშინ კორსია ის დიზაინერი, ვინც ამ სეზონზე გჭირდებათ. თუ ფასებს ვერ შეწვდებით და ვერც „ჩერნაბურკას” ჩაიცვამთ, ქვედაბოლოს სტილში, მაშინ  მარტივი კონსტრუქციები და სილუეტი გადაიღეთ მისგან. გამჭვირვალე როლინგები, კლასიკური სტილი; კოჭთან მომდგარი, შავი, ნაცრისფერი და კრემისფერი შარვლები. ასევე, დიდსაყელოიანი, სქელი ნაქსოვი ჯემპრები და კლასიკური, ულამაზესი პიჯაკები. არ დაინანოთ ფული ქსოვილში – კარგი მკერავი და თქვენ აუცილებლად განსხვავებულები იქნებით. 

 რაც შეეხება მათ, ვისაც შეუძლია, თავს „ბევრი ბეწვის უფლება მისცეს”, მათთვის მაიკლ კორსი ნამდვილი მისწრებაა. ულამაზესი ბეწვის მოსაცმელები, ბეწვის ქვედაბოლოები, ბეწვის ჩანთები – არ ვიცი, როგორ გადაურჩება ცხოველთა დაცვის საზოგადოებას მაიკლ კორსი და თქვენც, მაგრამ მამაკაცის მძაფრ, ცხოველურ ინსტინქტებზე რომ დადებითად იმოქმედებთ, ფაქტია. თუმცა, მელიის ბეწვის ის ქვედაბოლო, რომელზეც ამდენი ვილაპარაკეთ და რომელიც მაქსიმალურად იყო შერბილებული, უნაზესი დახურული ზედატანით, მაინც ძალიან ცუდ ტონად შეფასდა კრიტიკოსების მხრიდან. სწორედ ეს მოდელი იყო დარტყმის მთავარი მიზანი მაიკლ კორსის წინააღმდეგ. 

 დიზაინერის ლუქს-ფაქტორები უამრავ დეტალში ჩანდა. თუნდაც, მხოლოდ ისიც კი, რომ ჩვენებაზე ყველა მოდელი – ბიჭიც და გოგონაც გარუჯული იყო, ნიშნავს, რომ სამოსი მაღალი კლასის საზოგადოებისთვის შეიქმნა. 

 

 

скачать dle 11.3