კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პარტნიორის „აღზრდანი”

 

 

 

ამბობენ, რომ ზრდასრული, ჩამოყალიბებული ადამიანის შეცვლა შეუძლებელია და, ჯობია, ის ისეთი მიიღო, როგორიც არის, ყოველგვარი კორექციის ან კორექციის მცდელობის გარეშე. მაგრამ, თუ საუბარია მამაკაცზე და მის ისეთ მავნე ჩვევებზე, რომლითაც ის სიცოცხლეს გიმწარებთ, ალბათ, მაინც უნდა სცადოთ, ოღონდ, გაითვალისწინეთ – ბრძოლა ხანგრძლივი და „დაუნდობელი” იქნება. დიახ, თქვენი პარტნიორი უკვე გაზრდილიც არის და აღზრდილიც; თანაც, „მამაკაცურ სამყაროში“ მაინც საკუთარი, სტერეოტიპული (თუნდაც დრომოჭმული) წარმოდგენები აქვთ წესიერებაზე, მორალსა და ქცევის ნორმებზე. ამიტომაც, ნუ გაგიკვირდებათ, თუ წინდებს აქეთ-იქით ყრის, ჭამისას კერძს გაკრიალებულ მაგიდაზე ღვრის და ეს ტრაგედიად არ მიაჩნია; ელაპარაკებით, მას კი ნახევარიც არ ესმის. ნერვიულობითა და ჩხუბით ვერაფერს შეცვლით. ნურც იმას ეტყვით, რომ ყველაფერი დედამისის ბრალია – ამან, შეიძლება, გააცოფოს და საქმე სკანდალამდეც კი მივიდეს, ის კი არა, რამდენიმე ასეთი შენიშვნა და – პარტნიორს თქვენგან გაქცევის სურვილი გაუჩნდება. ამიტომ, ნურაფერს ეტყვით ნურც კულტურაზე და ნურც უკულტურობაზე, მით უფრო – დედამისის მიერ აღზრდაში დაშვებულ შეცდომებზე.

მაგალითად, ამჩნევთ, რომ თქვენი ძვირფასი მეუღლე თქვენს ერთ-ერთ მეგობართან ჩვეულებრივზე მეტად გახსნილი და აქტიურია: მის დანახვაზე, ენაწყლიანიც ხდება, იუმორით სავსეც და თვალებიც არასასურველი ბრწყინვალებით უელავს. როგორ მოიქცევით – შენიშვნას მისცემთ ქმარს?! შესაძლოა, თქვენი წაკინკლავება ჩხუბით დამთავრდეს! ამიტომ, არავითარი საყვედურები, უბრალოდ, „შეუმჩნევლად“ შექმენით ყველა პირობა, რომ ისინი რაც შეიძლება იშვიათად შეხვდნენ ერთმანეთს, მით უმეტეს – თქვენს საკუთარ სახლში.

გაიცინეთ ყოველთვის, როცა რაღაცას „ისე“ ვერ გააკეთებს. ტუალეტში საშინელებები ჩაიდინა? ჩაი ისე დალია, რომ ფინჯანი მაგიდას დაეწება და ძლივს აიღეთ?! – გაიცინეთ მხიარულად და ცინიზმის გარეშე. შეგიძლიათ, დასცინოთ, მაგრამ, პოზიტიურად – ეს გაცილებით ეფექტურად იმოქმედებს, ვიდრე შენიშვნა.

ხშირად შეაქეთ, თუნდაც ამას არც იმსახურებდეს. მამაკაცები მაინც ბავშვები არიან, ოღონდ, დიდი ბავშვები. თუ სიტუაციას ამ კუთხიდან შეხედავთ, ყველაფერი გაცილებით გაადვილდება. მაგალითად, უთხარით: „შენსავით არავის შეუძლია ჩემი გამხიარულება და პოზიტიური განწყობის შექმნა!” ნახეთ, ტყავში გაძვრება, ოღონდ გაამოთ.

P.S. ეს აკრძალული, მაგრამ, საჭირო ილეთია: პერიოდულად ჩაუნერგეთ არასრულფასოვნების განცდა, დაე, იცოდეს, რომ ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი და რომ მასზე უკეთესი მამაკაცებიც არსებობენ.

 

დაანგრიე სტერეოტიპი!

 

გვიანი საღამოა... თქვენს ერთადერთს და საყვარელს მოუთმენლად ელით... ვახშამიც მზად გაქვთ და სახლშიც იდეალური წესრიგი სუფევს... ბავშვები მოვლილები არიან და, საერთოდ, ყველაფრით ამტკიცებთ, რომ შესანიშნავი ცოლი ხართ... ქმარი, რა თქმა უნდა, ძალიან კმაყოფილია – ყველას ხომ არ ჰყავს ისეთი მეოჯახე მეუღლე! თუმცა, არსებობს ერთი „მაგრამ“...

თქვენ ფიქრობთ: მამაკაცისთვის არაფერია იმაზე სასურველი, ჰყავდეს მეოჯახე ცოლი, რომელიც ყოველთვის იზრუნებს მასზე, გაუზრდის შესანიშნავ შვილებს – აი, რას აფასებს კაცი ყველაზე მეტად. ეს სტერეოტიპი ბებიებისგან და დედებისგან არის ჩანერგილი, სინამდვილეში კი მთლად ასეც არ არის საქმე. სინამდვილეში, ქმრები ასეთ „შინაურ“ და მეოჯახე ცოლებს კი აფასებენ, მაგრამ, იმიტომ არა, რომ ისინი კარგ ღვეზელებს აცხობენ. მთავარია, ქალმა მას თავი ოჯახის უფროსად და მბრძანებლად აგრძნობინოს.

როცა ქალი ოჯახში არსებული პასუხისმგებლობების უმეტეს ნაწილს საკუთარ თავზე იღებს, ამით პარტნიორს საშუალებას აძლევს, პირადი საქმეებით დაკავდეს, ანუ... დიახ, დიახ, იცუღლუტოს, რაც სულაც არ არის სასურველი. პირიქით, კაცმა უნდა იცოდეს, რომ ოჯახი დიდწილად მასზეა დამოკიდებული; უნდა გააცნობიეროს თავისი ადგილი ამ ოჯახში და თანაბრად გაინაწილოს ტვირთი ცოლთან ერთად.

გირჩევთ, სასწრაფოდ დაანგრიოთ სტერეოტიპი და უარი თქვათ „შინაური“ ცოლის ტიტულზე. ეს სიკეთეს ვერ მოგიტანთ, პრობლემებს კი ნამდვილად შეგიქმნით. ყველაფერი ზომიერად. არავინ გირჩევთ, რომ ოჯახს არ მიხედოთ, ან ქმარსა და შვილებს არ მოუაროთ, მაგრამ, საკუთარი თავიც არ დაივიწყოთ: უარი არ თქვათ ახალ ტანსაცმელზე, იზრუნეთ საკუთარ გარეგნობაზე, შეხვდით მეგობრებს, გაერთეთ, დაისვენეთ. ქმარმა აუცილებლად უნდა დაინახოს თქვენში პიროვნება და დააფასოს ის.

 

დააფასე... ქალი

 

ეს რჩევები უფრო მამაკაცებისთვისაა, მაგრამ თუ ქალბატონებიც წაიკითხავთ და გაითვალისწინებთ, ძალიან წაგადგებათ.

დღეს განსაკუთრებით რთულია, იყო ქალი და თუკი თქვენ ლამაზ, მოვლილ ქალბატონს ხედავთ, იცოდეთ, რომ მარტო ბუნება არაფერ შუაშია. ჯერ ერთი, მას დრო სჭირდება, საკუთარ თავს რომ მოუაროს და ეს სულაც არ არის ეგოიზმი. იმისთვის, რომ კარგად გამოიყურებოდეს, მძიმე და მოსაბეზრებელი შრომა უწევს. მანიკიური, პედიკიური, ეპილაცია, პილინგი, წარბი და ვარცხნილობა... თან, ყველაფერ ამისთვის ფულიც ხომ უნდა იშოვოს. ახლა თუ დიეტასა და ფიტნესსაც დაუმატებთ, წარმოიდგინეთ, რა დღეშია საბრალო ქალი, რომელსაც ოჯახის ტვირთიც აქვს აკიდებული.

ამიტომ: გამოიჩინეთ მეტი ყურადღება და პატივისცემა. დააფასეთ მისი შრომა. ქალი, ფაქტობრივად, გმირია.

* როცა ქალი მოდაში კარგად ერკვევა, ეს კომფორტია ქალისთვისაც. ჯერ ერთი, უსარგებლო ნივთში ფულს არასოდეს გადაყრის. არ ჩაიცვამს უგემოვნოდ და შეეცდება, მის გვერდით მყოფი მამაკაციც დახვეწოს.

ანუ: ნუ შეედავებით და შეეკამათებით ქალს იმაში, რაშიც პროფესიონალია.

* ქალმა (ჭკვიანმა, რა თქმა უნდა) ყოველთვის ზუსტად იცის, რა სჭირდება და თუკი დღეს უარი გითხრათ, იცოდეთ, რომ სადღაც სერიოზული შეცდომა დაუშვით... ისე არ შეაფასეთ და დააფასეთ მისი ქალობა, როგორც იმსახურებდა.

 

საკუთარი სცენარით!

 

ყველა ადამიანი თავად არის საკუთარი ბედნიერების მჭედელი. არავის შეუძლია, იმაზე უკეთ იცოდეს და გვიკარნახოს ის, თუ რა გვჭირდება, ვიდრე თავად ჩვენ. ამიტომ, როცა გულხელდაკრეფილები ვიწყებთ წუწუნს, უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენს გასაკეთებელს არავინ გააკეთებს. ფსიქოლოგები ამბობენ, სურვილი ყველაფერიაო. მართლაც, თუ ჭეშმარიტად გინდა, წარმატებას მიაღწიო, ყველაფერი გამოვა და თანაც, კარგად გამოვა. მომავალში რომ არ ინანოთ, ფუჭად დაკარგული წლების გამო, ხვალისთვის ნურაფერს გადადებით. იმოქმედეთ ახლავე და კონკრეტული მიზნით. ნუ გაჩერდებით და ნუ შეგაშინებთ დროებითი მარცხი. დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ აიღებთ „სტარტსაც“. იფიქრეთ იმაზე, როგორი გინდათ, რომ იყოს თქვენი ცხოვრება. სწორად გათვლილ ფიქრსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ასევე, სწორად შერჩეულ პრიორიტეტებსა და ფასეულობებსაც აქვს მნიშვნელობა. გადაწყვეტილებების მიღებაში ადამიანებს სწორედ მათი ფასეულობები და მორალური პრინციპები ეხმარება.

ჯერ კიდევ არ იცით, რომელ გზას დაადგეთ? – წარმოიდგინეთ, რა არის თქვენთვის კომფორტი. როგორია თქვენი წილი ბედნიერება და მერე „დაწერეთ“ სცენარი, რომელიც აუცილებლად მიგიყვანთ ამ ბედნიერებამდე.

 

скачать dle 11.3