კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად იწერება მომავლის შესახებ ინფორმაცია და რას უნდა დავაკვირდეთ საკუთარ ცხოვრებაში იღბლის მოსაპოვებლად

 

ყველა ადამიანს აინტერესებს, რას უქადის ცხოვრება მომავალში, ბედნიერი იქნება თუ უბედური, ფულიანი თუ უფულო, რამდენ ხანს იცოცხლებს, ვინ იქნება მისი ცხოვრების თანამგზავრი, რამდენი შვილი ეყოლება და ასე შემდეგ. ხშირად გსმენიათ, ალბათ, რომ ადამიანის ბედი წინასწარ სადღაც იწერება და, რაც არ უნდა მოინდომოს, საკუთარ ბედისწერას ვერავინ შეცვლის, მოსახდენი აუცილებლად მოხდება და შუბლზე დაწერილ ბედისწერას კაცი ვერ ასცდებიო. ამ თემით, პარაფსიქოლოგი, ბატონი გიორგი, უკვე წლებია დაინტერესდა და გარკვეული კვლევების შედეგად, საინტერესო შეფასებებიც აქვს გაკეთებული. ბედისწერის შესახებ მისი არაერთი პუბლიკაცია უცხოეთის პრესაშიც მოხვდა. თუმცა, მას ქართველი მკითხველი ნაკლებად იცნობს. ბატონი გიორგი დღეს ჩვენი რუბრიკის სტუმარია და შეეცდება დაგვისაბუთოს ის ამოუხსნელი ფენომენი, რასაც ბედისწერა ჰქვია.

გიორგი: ცნობისმოყვარეობა ადამიანის თვისებაა და ისიც საკუთარი მომავლის შესახებ, თუნდაც სულ მცირე ინფორმაციის მოპოვებას სხვადასხვა, უმეტეს შემთხვევაში, პრიმიტიული გზით ცდილობს, მაგალითად, მკითხავთან ვიზიტით, ყავაში, წყალში ჩახედვით, ბანქოს გაშლითა და უამრავი სხვა მეთოდით, რომლებიც შორი წარსულიდან მოდის. სწორედ ამ ადამიანურ თვისებას იყენებენ ათასი ჯურის თაღლითები,  შარლატანები და ტყუილით ცდილობენ, ჯიბის გასქელებას. თუმცა, ისტორიამ შემოინახა იმ წინასწარმეტყველთა სახელებიც, რომლებმაც მომავალი ეპოქები განჭვრიტეს. 

– ამბობენ, დაბადების მომენტში ადამიანს რაც შუბლზე განგების მიერ დაეწერება, მას ვერ ასცდება და მისი შეცვლაც შეუძლებელიაო. თუმცა, პარაფსიქოლოგ-ეზოთერიკოსთა ნაწილი ამბობს, რომ ბედისწერის შეცვლა რეალურად შესაძლებელია. ამაში როგორ გავერკვეთ, თქვენ რას გვეტყვით?

– ვინც პარაფსიქოლოგიაში ერკვევა, ის დამეთანხმება, რომ ბუნებაში, მით უმეტეს ადამიანის ცხოვრებაში, შემთხვევით არაფერი ხდება. ნებისმიერი მოვლენა ასტრალში დიდი ხნით ადრე მზადდება და განსაზღვრულ დროს  ხორციელდება. სწორედ ამას უწოდებენ ადამიანები ბედისწერას. ბევრი მაგალითი არსებობს და ბევრისთვისაც ცნობილია, როცა პიროვნების ცხოვრება მისი ნების საწინააღმდეგოდ წარიმართა. ის, ვისაც არაფერი აკლდა და თავი უბედნიერესი ეგონა, მიუსაფარი და უბედური შეიქნა, ხოლო ღატაკი არნახული სიმდიდრის პატრონი გახდა. ამიტომაც ამბობენ, არავინ იცის, ბედი ვის რას გვიმზადებსო. და, სწორედ ამ არცოდნის შევსებას ცდილობენ ადამიანები. რაც შეეხება წინასწარმეტყველებს, ისინი ჯერ კიდევ ბიბლიიდან ამცნობდნენ კაცობრიობას, რა მოხდებოდა მომავალში და მათი სიტყვა ზედმიწევნით ცხადდებოდა. ნოსტრადამუსისა და ვანგას წინასწარმეტყველებებიც ხომ ბევრისთვისაა ცნობილი. როგორც ჩანს, მრავალგანზომილებიან სივრცეში განსაკუთრებული, ფენომენური ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანს წარსულიდან, აწმყოდან და მომავლიდან ინფორმაციის მიღება ნამდვილად შეუძლია. ფაქტებზე დაყრდნობით ვიტყვი, რომ მომავლის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არსებობს და არსებობენ ადამიანებიც, რომელთაც ამ ინფორმაციის წაკითხვა შეუძლიათ. რაც შეეხება ბედის შეცვლას, ჩემი აზრით, მისი შეცვლა კი არა, უბრალოდ, კორექცია ხდება. ანუ, შეგვიძლია, ჩვენივე ძალისხმევით, საკუთარ ბედ-იღბალში შევიტანოთ კორექტივები, ცვლილებები და ეს ცხოვრების უკეთ მოწყობაში დაგვეხმარება. ასეთი კორექტივის შეტანა კი იმას არ ნიშნავს, რომ რაც შუბლზე დაბადების მომენტში დაგეწერათ, მას ასცდებით. სხვათა შორის, პარაფსიქოლოგიაში არსებობს ტერმინი – ინგრამა. ეს არის სიტყვა, გარკვეული ემოციით წარმოთქმული, რომელსაც ამ საქმეში ჩახედული ადამიანები გამიზნულად წარმოთქვამენ – მას ადამიანის ბედისწერის შეცვლა და ეგრეთ წოდებული, ძველი პროგრამის, კოდის შეცვლა შეუძლია. პარაფსიქოლოგია, როგორც მეცნიერება, უშვებს აზრს, რომ ბედს ადამიანი თავად ქმნის. ამ აზრს ზოგი პარაფსიქოლოგი რასაკვირველია, არ ეთანხმება და ამის გარკვეული მიზეზიც არსებობს. ჩვენი ქმედებები სამყაროში არსებულ ჩვენსავე „პერსონალურ კომპიუტერში” ინახება და გარკვეული დროის შემდეგ, გვიბრუნდება. კოსმოსში გასული აზრი შეიძლება, იმავე დღეს ან რამდენიმე წლის შემდეგ დაგვიბრუნდეს და მას ვერავინ აღუდგება წინ. იმ რელიგიებში, სულის რამდენჯერმე მოსვლას რომ ქადაგებენ, ნათქვამია შეიძლება შენი ახლანდელი საქმიანობის და ქცევის შედეგი, სხვა ცხოვრებაში მიიღოო. ამიტომ, როგორც პარაფსიქოლოგი, გირჩევთ, თუ საქმე არ გამოგდით, არ გიმართლებთ, მაინც არ დანებდეთ, არასდროს ჩაიქნიოთ ხელი და თავი უბედურად არ მიიჩნიოთ. შეიძლება, ამით ბედისწერა დიდ სიურპრიზს გიმზადებთ, გცდით და გამოწვევას თქვენგან ელის. უამრავი მაგალითი შემიძლია, მოგიყვანოთ, როცა ადამიანს არ უმართლებდა, უიღბლოს იმიჯი ჰქონდა ახლობლებში, მაგრამ არ დანებდა, ბედის გამოწვევას გაუძლო, არ ჩაიქნია ხელი და იმდენი იბრძოლა, სანამ სასურველს არ მიაღწია. თუ ბედი ბიზნესში არ გაქვთ, ესე იგი, სხვა სფეროში უნდა მოსინჯოთ ძალები. თუ არ გიმართლებთ პოლიტიკაში, მაშინ კურსი შეიცვალეთ. ეს ბუნებრივია, ბედისწერა თავად გაჩვენებთ, სად გაგიმართლებთ იღბალი და სად არა. ამას თქვენ გარდა, ვერავინ მიხვდება. რომ ჩააცივდე ერთ საქმეს, არ გიმართლებდეს და იძახო – ბედი არ მწყალობსო, ამით რა გამოვა? უნდა დაფიქრდე, შეიცვალო სფერო და გაგიმართლებს კიდეც. ტყუილად როდი ამბობენ, პროფესია შენი კარმის მიხედვით უნდა აირჩიოო. ჰოდა, ბედისწერა თავად მიგიყვანთ იმ პროფესიამდე – ბედიც რომ გაგიღიმებთ და კარმული თვალსაზრისითაც მოგებას მოგიტანთ. თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ბედის შეცვლა-კორექტირებას ვერ ახერხებენ და იგივე განვითარების დონეზე რჩებიან მოწიფულ ასაკშიც, როგორც გარდატეხის ასაკში იყვნენ. 

– რეალურად, შესაძლებელია თუ არა, ერთი ადამიანის ბედი, მეორეზე გადავიდეს და ცხოვრებაში იგივე ბედი გაიზიაროს, რაც პირველმა? 

– გეტყვით, რომ დაფიქსირებულია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ერთი ადამიანის ბედი რაიმე ნივთის საშუალებით მეორეზე გადადის. ამას ბედის გადალოცვას ვუწოდებთ პარაფსიქოლოგები. მაგალითად, ერთმა ჩემმა მეგობარმა, წლების განმავლობაში აგროვა ფული და ის მანქანა იყიდა, რომელზეც დიდი ხნის განმავლობაში ოცნებობდა. ამ ოცნების ახდენით, უბედნიერესი იყო. არ გავიდა ერთი წელიც და სამწუხაროდ, ავარიით დაიღუპა. მისმა მეუღლემ დამტვრეული მანქანა, ქმრის გარდაცვალებიდან ორმოცი დღის გასვლის შემდეგ, ჩვენსავე მეგობარს მიჰყიდა. დათომ, ბევრი ფული დაახარჯა მანქანის გაკეთებას და ბოლომდე რომ დაასრულა, იფიქრა, გამოვცდი, როგორ დადისო. იმ დღესვე ავარიაში მოყვა და თავადაც დაიღუპა. ამბობდნენ, დაწყევლილი მანქანა იყო, არ უნდა ეყიდა, ამდენი ფული დაახარჯა და სიცოცხლის ფასად დაუჯდაო. მე ეჭვი არ მეპარება, რომ ამ მანქანით, ჩემს მეგობარს გადმოეცა, მისი დაღუპული პატრონის ბედი, და სამწუხაროდ, თავადაც დაიღუპა. ასე რომ, ფრთხილად უნდა იყოთ, როცა ვინმეს ნაქონ ნივთს, თუნდაც სამკაულს ან ტანსაცმელს იძენთ. 

 

 

скачать dle 11.3