კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

 

კითხვა: რა არის ძირითადი განმასხვავებელი კათოლიკეებსა და მართლმადიდებლებს შორის და რომელი ქრისტიანული კონფესია დგას ყველაზე ახლოს მართლმადიდებლობასთან?

პასუხი: კათოლიკურ და მართლმადიდებლურ აღმსარებლობებს შორის განსხვავება საეკლესიო დოგმებია. მეთორმეტე საუკუნიდან, დედაეკლესიისგან გამოყოფის შემდეგ, კათოლიკეებმა შეცვალეს დოგმები. მაგალითად, მათი სწავლებით, სულიწმიდა გამოდის, როგორც მამისგან (როგორც ჩვენს მრწამსშია), ასევე, ძისგანაც. გარდა ამისა, მათი დოგმის მიხედვით, ღვთისმშობელი ისევე უბიწოდ ჩაისახა, როგორც მაცხოვარი. კათოლიკეები აღიარებენ ერთი კაცის – რომის პაპის უცდომლობას, რაც დაუშვებელია, რადგან, არ შეიძლება, ადამიანი შეუმცდარი იყოს და ასე შემდეგ. რაც შეეხება სხვა კონფესიების სიახლოვეს მართლმადიდებლობასთან, ყველაზე ახლოს მართლმადიდებლობასთან მაინც კათოლიკეები არიან.

კითხვა: რამდენ ხანს უნდა იგლოვოს ჭირისუფალმა მიცვალებული? წესისამებრ, ზოგიერთი ქალი წლების განმავლობაში არ იხდის შავ სამოსს, რაც უსიამოვნოა როგორც თავად მისთვის, ისე გარშემო მყოფებისთვისაც.

პასუხი: ქრისტიანმა ადამიანმა გარდაცვლილი ახლობელი უნდა იგლოვოს 40 დღის განმავლობაში. ამის შემდეგ ყოვლად სახიერი უფლის მსახურნი აღარ გლოვობენ.

კითხვა: სამწუხაროდ, ჩემი შვილების ნათლობის სანთლები ერთმანეთში ამერია. როგორ მოვიქცე?

პასუხი: თქვენ სანერვიულო არაფერი გაქვთ. იყავით მშვიდად. შვილებისადმი სანთლების კუთვნილებას არავითარი სარიტუალო მნიშვნელობა არ აქვს. სანთლების დანთება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.

კითხვა: როცა საბავშვო ეტლის ქუჩაში დატოვება სახიფათოა, შეიძლება თუ არა ტაძარში მისი შეტანა?

პასუხი: ამის გაკეთება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში შეიძლება, მოძღვრის კურთხევის შემდეგ.

 

скачать dle 11.3