კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იგავი ორ ძეზე

 

„ერთ კაცს ჰყავდა ორი შვილი. მივიდა პირველთან და უთხრა: შვილო, წადი, დღეს ჩემს ვენახში და იმუშავე. შვილმა მიუგო: არ მინდა, ბოლოს კი ინანა და წავიდა. მივიდა მამა მეორე შვილთან და იგივე უთხრა. მან კი მიუგო: წავალ, ბატონო. და არ წავიდა“.

მათე 21,28-30.

ვინ შეასრულა მამის ნება?

აღდგომამდე ერთი კვირით ადრე უფალი იესო იერუსალიმში შევიდა დიდებით. იქ აურაცხელმა ხალხმა ქრისტეს ღვთაებრიობა აღიარა. უფალმა იესომ ღვთის ტაძრიდან მოვაჭრეები გამოდევნა და ყველას შეახსენა, რომ სიწმინდეს უნდა მოფრთხილებოდნენ. შემდეგ ბრმებსა და კოჭლებს კურნავდა, ხალხს ღვთის სიტყვას ასწავლიდა.

ტაძარში უფალთან მღვდელმთავრები და ერის უხუცესები მივიდნენ, უნდოდათ, ხალხის თვალში დაემცირებინათ. პასუხად იესომ მათ „ორი ძის“ იგავი უამბო და შეახსენა, თუ ვინ არის ღვთის რჯულის ნამდვილი აღმსრულებელი.

ღმერთი ყველა ცოდვილს შვილს ეძახის და სამუშაოდ აგზავნის თავის ქვეყანაში. ყველაზე დიდი საქმე ღვთისთვის რჯულის აღსრულებაა. რასაც უნდა აკეთებდე, თუკი ღვთის მოსაწონად არ იშრომებ, იმ მეორე შვილს დაემსგავსები. ეს შვილი თავიდან თითქოს დაემორჩილა მამას და უთხრა, სამუშაოდ მივდივარო, მაგრამ არ წავიდა. მან თავი მოაჩვენა მშობელს, თითქოს დამჯერი შვილი იყო და გულმოდგინედ აპირებდა მუშაობას, სინამდვილეში კი ითვალთმაქცა, იცრუა.

პირველი შვილი არ ცრუობს და არც თავის ნაკლის დაფარვას ცდილობს. თავიდან ის ეურჩება მამას და გულწრფელად ეუბნება, არ მინდა მუშაობა და არ წავალო.

უფალი ამბობს, რომ ამ შვილმა ბოლოს ინანა. მან მოინანია თავისი უკეთურობა, დაინახა, რომ მამის წინააღმდეგი იყო. ამ შვილმა ზურგი შეაქცია თავის სიამაყეს, უსაქმურობას და ბოლოს მამის ვენახში სამუშაოდ წავიდა.

„ორი ძის“ იგავის დასასრულ უფალმა მღვდელმთავრებსა და უხუცესებს ჰკითხა: „ამ ორთაგან რომელმა შეასრულა მამის ნება?“ მათ უპასუხეს, პირველმა შვილმაო. უფალმა ისინი სინანულზე დააფიქრა და უთხრა: მეორე შვილივით თქვენც არ ისმენთ მამის ხმას. გგონიათ, რომ მართლები ხართ და არაფერი გეშლებათ. იქნებ, პირველ შვილს მიბაძოთ და შეინანოთ ცოდვები, რომლებსაც უკვე ვეღარც კი გრძნობთ.

იქნებ, შენც ჰკითხო საკუთარ თავს: მე თვითონ რომელი ძე ვარ – პირველი თუ მეორე?!

 

скачать dle 11.3