კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დანალეს ცხენები უკუღმა ბახტრიონის ასაღებად მიმავალმა თუშებმა

 

გადმოცემის თანახმად, ბახტრიონის აჯანყებაში აქტიური და სამაგალითო მონაწილეობისთვის, მეფეს თუშთა გმირის, ზეზვა გაფრინდაულისთვის უკითხავს: რას მოითხოვ ჯილდოდ, შენი და შენი თანატომელების სამაგალითო გარჯისთვის ამ საღვთო ომშიო. ზეზვას უთქვამს: ბახტრიონიდან ალვანის ველზე ცხენს გავაჭენებ და სადამდისაც ის სირბილით მიაღწევს, ის ტერიტორია მოგვეცი თუშებსო. ცხენს ტახტიგორამდის ურბენია და იქ წაქცეულა. თუშებს დღესაც სჯერათ, რომ ალვანის ველი ზეზვას ცხენმა თავისი „ნაფრენებით” მიუზომა მათ. 

ვინ იყო ზეზვა გაფრინდაული და რა როლი მიუძღოდა მას ბახტრიონის აჯანყებაში, ამის შესახებს ჩვენი რესპონდენტი, ფოლკლორისტი, ეთნოლოგი, მწერალი – გიორგი ცოცანიძე გვესაუბრება.

– თუშეთში, გომეწრის ხეობაში, გომეწრელთა საერთო სათემო სალოცავის, ხითანის წმიდა გიორგის მისადგომებთან, ტაფობში, რომელსაც სასვენათანას ეძახიან, დევს მთის ბროლის ერთი დიდი ლოდი. ამ ლოდს თუშები, დღესაც, ზეზვას ქვას ეძახიან. გადმოცემის მიხედვით, ამ ლოდზე მჯდარა პატარძლის ტანსაცმელში ჩაცმული, თუშების სათაყვანებელი გმირი, უბადლო ვაჟკაცი – ზეზვა გაფრინდაული. 
– ბატონო გიორგი, დავიბენი, უბადლო ვაჟკაციო, თუშების სათაყვანებელი გმირიო და პატარძლის ტანსაცმელში ჩაცმული? მიჭირს ამ შედარებების აზრობრივად ერთმანეთთან გადაბმა...
– თქვენი არ იყოს, თუშებიც დააბნია ზეზვას ამგვარ სამოსში დანახვამ, მაგრამ ამის მიზეზი, რომ ავხსნათ, თუშეთს უნდა გავცდეთ და სხვაგან ვეძიოთ.
– სად?
– კახეთში. საქმე ისაა, რომ ეს ის წელია, როდესაც კახეთში საყოველთაო აჯანყება მზადდება სპარსელების წინააღმდეგ – ცნობილი, 1659 წლის ბახტრიონის აჯანყება. მემატიანე გადმოგვცემს, რომ ზაალ არაგვის ერისთავი განაწყენებული იყო შაჰზე, რომ მან კახეთი საგანმგებლოდ, არა მას, არამედ – ფეიქარ ხანს ჩააბარა. მემატიანის გადმოცემით, ზაალმა მოიმხრო სუფრაჯი ბიძინა ჩოლოყაშვილი და აგრეთვე, მათ „მოიმხრეს მთის კაცნი თუშნი და ღამესა ერთსა, დაეცნენ ციხესა ბახტრიანს და მოსრნეს იქ მყოფნი ელნი პირითა მახვილისათა.” ჩემი აზრით, სწორედ ამ მთის კაცთა მეთაური, რომელიც მიიმხრეს ზაალმა და ბიძინამ, იყო ზეზვა გაფრინდაული. ზემოთ, რომ პატარძლის სამოსი ვახსენეთ, მისი მორგების დროს, ზეზვა სწორედ ახალი დაბრუნებულია კახეთიდან. მას განზრახული აქვს, თუშები აიყოლიოს ამ აჯანყებაში მონაწილეობის მისაღებად და თქვენი არ იყოს, თუშების შეკითხვაზე: რას ნიშნავს ყველაფერი ეს?! ზეზვას პასუხია: ჩვენ, კაცები კი არა, ქალები ვართ! კახეთს თათრები გვართმევენ და ჩვენ ხელი ვერ გამოგვიღია! ამ პასუხმა თუშები ააღელვა და გადმოცემის თანახმად, იქვე შეიკრნენ ფიცით, რომ კახეთში, თათრების წინააღმდეგ გაილაშქრებდნენ. იქიდანვე გაგზავნეს ფშავ-ხევსურეთში მაცნეები ამ საყოველთაო აჯანყების მხარდასაჭერად. ფშავ-ხევსურეთში მაცნეების გაგზავნა, შეიძლება, ვაჟა-ფშაველას პოემა „ბახტრიონიდან” მომდინარეობდეს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ აჯანყებაში თუშებიც, ფშავლებიც და ხევსურებიც აქტიურ მონაწილეობას იღებენ. ამ ფაქტებს ადასტურებს ხალხური პოეტური მატიანე, რომელიც არასოდეს ტყუის: „თუშნო, ფშაველნო, ხევსურნო, ლაშქარი გავაზიაროთ,
ერთმანეთს მხარი უჭიროთ, მტერი კი დავაზიანოთ.” 
ამ აჯანყების შედეგი მოწმობს, რომ თუშ-ფშავ-ხევსურებმა, კახელებთან ერთად, მტერი მართლაც დააზიანეს. აი, ამ ლაშქრობაში თუშების მეთაურად ჩანს ზეზვა გაფრინდაული: „ზეზვაო, გაფრინდაულო, ცოტას მოკლეო ენითა,
ჯარნი, რო დაჯარდებიან, ამოგარჩევენ ხელითა.”
– როგორ ვითარდება ზეზვას ირგვლივ პერიპეტიები, ხალხური გადმოცემების თანახმად?
– იგივე, ზეპირი მატიანეები მოგვითხრობს, რომ თუშები ბახტრიონის ციხეზე დასაცემად პანკისის ხეობაში შეგროვილან. თათრების შეცდომაში შესაყვანად მათ ცხენები უკუღმა დაუნალავთ და ღამით ისე გაუვლიათ ბახტრიონის მიდამოებში.
– უკუღმა რატომ?
– თათრების შეცდომაში შესაყვანად – თუშებმა ბახტრიონის ციხისკენ რომ გაიარეს, მეციხოვნე ლაშქარმა მათ მდევარი სულ სხვა მიმართულებით დაადევნა. თუშები კი, შემობრუნდნენ და მიადგნენ მცველების დიდი ნაწილისგან მიტოვებულ ციხეს. აქაც ჩანს ზეზვას სტრატეგიული ნიჭი. თურმე, სანამ ციხეს მიადგებოდნენ, თუშებმა, ზეზვას მითითებით, ხის პალოები დათალეს. ეს პალოები ციხის კედლებში დააჭედეს და ისე გადავიდნენ გალავანზე. ისე არ გვეგონოს, რომ ამ ციხეს მხოლოდ თუშები იღებენ. ამ დროს, აგრეთვე ხალხური პოეტური მატიანის მონაცემებით, ბახტრიონს დაესხნენ ფშავლებიც და ხევსურებიც, რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებიან – ვინ წინ გადავა ციხეზე და ვინ „დახევს” ხანის კარავს. ამ ციხეზე გადამსვლელთაგან კი, ზოგჯერ ლექსებში იხსენიება თუში „ტანად დაბალი”, ზოგჯერ – „ფშაველი გოგოლაური” და ზოგჯერ – „ხევსური ხოშარაული”. ფაქტი ის არის, რომ არც ერთნი, არც მეორენი და არც მესამენი თავებს არ ზოგავენ სახელის მოსაპოვებლად. 
წერილობითი მატიანეც და ზეპირი გადმოცემებიც, ძალიან ბევრს გვიამბობს ამ ომის შესახებ. ბახტრიონის აჯანყებამ უზომოდ განარისხა შაჰ-აბას მეორე და კახეთში შემოთვალა: მოკალით ზაალ ერისთავი და ვინც ერია „თათართა სისხლთა შინა“ იგინიცა დახოცეთო! ზაალ არაგვის ერისთავი თავს იმართლებს, რომ ის ამ აჯანყებაში უბრალოა. ყველაფერი ეს ჩაიდინეს: „მთის კაცთა თუშთა”. 
– დაიჯერა ეს შაჰმა?
– დაიჯერა, თუ არ დაიჯერა, არავინ უწყის. მაგრამ, ფაქტი ის არის, რომ აჯანყების მოთავეები – ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები, შაჰმა თითქოს ფაქტის გამოსაძიებლად თავისთან დაიბარა. შემდეგ კი იმ მესისხლეებს გადასცა, ვისი ნათესავებიც დაიხოცნენ ბახტრიონის აჯანყების დროს. 
– რაც შეეხება ზეზვას, მას რა ბედი ეწია?
– აქ ისევ ლეგენდა უნდა მოვიშველიოთ. იმ დროს კახეთს მეფე არ ჰყავდა. ლეგენდა კი გვიამბობს, რომ მეფემ ჰკითხა ზეზვას: რას მოითხოვ ჯილდოდ, შენი და შენი თანატომელების სამაგალითო გარჯისთვის ამ საღვთო ომშიო. ზეზვას უთქვამს მეფისთვის: ბახტრიონიდან ალვანის ველზე ცხენს გავაჭენებ და სადამდისაც ის სირბილით მიაღწევს, ის ტერიტორია მოგვეცი თუშებსო. ცხენს ტახტიგორამდის ურბენია და იქ წაქცეულა.  თუშებს დღესაც სჯერათ, რომ ალვანის ველი ზეზვას ცხენმა თავისი „ნაფრენებით” მიუზომა მათ. ამის სახსოვრად დღეს, ტახტიგორაზე ნახავთ კვარცხლბეკზე დადებულ ვეებერთელა გრანიტის ლოდს, რომელზედაც ბარელიეფურად ეს სიუჟეტია გამოსახული. კერძოდ, წაქცეული ცხენი და მასთან თავდახრილი და ქუდმოხდილი რამდენიმე თუში. ეს ბარელიეფი 2006 წელს დაიდგა.
– კიდევ რა არის ცნობილი ზეზვა გაფრინდაულის შესახებ?
– დაბადებულა თუშეთის სოფელ ვაკისძირში. მამამისს თითქოს საღირა რქმევია და ზეზვას ზოგჯერ საღირიშვილად მოიხსენიებენ. ბავშვობაშივე გულადი ყოფილა და გამორჩეული. მისი სოფლის მიმდებარედ არის სამთო საძოვარი – სახარე. 14-15 წლის ზეზვა იქ ხბორებს აძოვებდა. უპოვია რაღაც ჟანგიანი ხანჯალი და ლოდზე დაუწყია მისი გალესვა. ამ დროს მიადგა მას მოხეტიალე ლეკი, იარაღში ჩამჯდარი. უკითხავს: რად გინდა, ძმობილო, ეგ ხანჯალიო? ზეზვას უპასუხია: შენ უნდა მოგკლაო. ლეკს ამაზე გასცინებია. ზეზვა, ისევ ლესავს ხანჯალს და დროგამოშვებით კი, ლეკს ვითომ ხუმრობით მოუქნევს და ეუბნება: „ჩი-პო”. ერთი მოქნევის დროსაც, ზეზვამ მართლაც ჰკრა ლეკს მუცელში ხანჯალი და მოკლა. აჰყარა იარაღი და შეიარაღებული დაბრუნდა სახლში. ეს იყო მისი პირველი იარაღი. ამბობენ, გამორჩეულად ყოჩაღი მხედარიც ყოფილა ზეზვა გაფრინდაული. 
– არის თუ არა ცნობილი, რა ბედი ეწია ზეზვას ბახტრიონის აჯანყების შემდეგ?
– როგორც ჩანს, სპარსელებმა კახეთში რეპრესიები გაამკაცრეს. კახელები პარტიზანულ ომზე გადავიდნენ, რომელთა ძირითადი ციტადელი სტურის ხეობაში, თორღვას ციხე-გალავანია. პოეტური მატიანის მიხედვით, ზეზვა კვლავ კახელების გვერდით დგას. „თორღვასა გაფრინდაული ამაგრებს ქვიტკირსავითე,
კარზე მისულსა მოძალეს, ირეკავს ნახირსავითე.”
ზეზვა, ცხადია, იმათგანია, ვინც ურევია „თათართა სისხლსა შინა” და ბრძანება, „მოკალით ისინიცაო” ზეზვასაც ეხება. ზეზვა ძალით ვერ ჩაიგდეს თათრებმა ხელში. როგორც ჩანს, ის ტკბილი ენით და თათბირით გამოუტყუებიათ თორღვას ციხიდან და ქალაქში ჩაუყვანიათ. რა ბედი ეწია მას ამის შემდეგ, უცნობია. ამ თემაზე ზეპირი მატიანეებიც დუმან. შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ისიც ბახტრიონის გმირებს გააყოლეს შაჰის კარზე. ანუ, ზეზვამაც დანარჩენების მსგავსი, მოწამეობრივი სიკვდილი გაიზიარა. 

 

скачать dle 11.3