კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი პრესტიჟული მუსიკალური პრემიის მფლობელია ამერიკის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა და რის გამო შეარქვეს მას სკოლაში ბომბდამშენი

 

2012 წელი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საპრეზიდენტო არჩევნების წლად არის გამოცხადებული და შემოდგომაზე მსოფლიოს ზესახელმწიფოს  ახალი პრეზიდენტი ეყოლება. ეს იქნება მეორე ვადით არჩეული ბარაკ ობამა, ან რომელიმე სხვა კანდიდატი, რომლის ვინაობასაც საარჩევნო პრაიმერი გამოავლენს, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, სანამ ბარაკ ჰუსეინ ობამა მოქმედი პრეზიდენტია, „თბილისელების” ამ ნომერში მისი ცხოვრებიდან საინტერესო და ნაკლებად ცნობილი ფაქტები მიმოვიხილოთ.

* ბარაკ ობამას საყვარელი სატელევიზიო სერიალებია – სამხედრო თემატიკაზე გადაღებული „მეში” (M.A.S.H.) და „მოსმენა” (The Wire).

* ბარაკ ობამა ბავშვობიდან აგროვებს ადამიან ობობასა და კონან ბარბაროსზე გამოცემულ კომიქსებს.

* სკოლაში სწავლის პერიოდში, კალათბურთში მიღწეული წარმატებებისთვის ობამას O’Bomber-ს – ბომბდამშენს უწოდებდნენ.

* სუაჰილის ენაზე ობამას სახელი „კეთილგანწყობით მორთმეულს” ნიშნავს.

* ობამას საყვარელი კერძი, მიშელის მიერ დამზადებული ლანგუინია (გრძელი თხელი ატრია კრევეტებთან ერთად).

* 2006 წელს ბარაკ ობამამ „გრემის“ ჯილდო მიიღო თავისი მემუარების აუდიოვერსიაში  „ოცნებები მამაჩემზე”.

* ბარაკ ობამა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პრეზიდენტებს შორის, მეექვსე ცაცია პრეზიდენტია.

* ბარაკ ობამას ჰარი პოტერზე დაწერილი აბსოლუტურად ყველა წიგნი წაკითხული აქვს.

* ობამას მუჰამედ ალის მიერ ხელმოწერილი წითელი ფერის მოკრივის ხელთათმანები აქვს.

* თინეიჯერობის პერიოდში ბარაკ ობამა „ბასკინ-რობინსის” სანაყინეთა ქსელში მუშაობდა. ამბობენ, სწორედ ამის გამო არ უყვარს მას ნაყინიო.

* ობამას საყვარელი ტკბილეულია შოკოლადის ფილა არაქისით.

* ინდონეზიაში ცხოვრების პერიოდში, ბარაკ ობამა ძაღლის, გველის ხორცითა და შემწვარი კალიებით იკვებებოდა.

* ბარაკ ობამა სრულყოფილად ფლობს ესპანურ ენას.

* პირველი საარჩევნო კამპანიის პერიოდში,  CNN-ის ეთერში, თავისი გამოსვლების ნაცვლად, ობამა სპორტულ არხებს უყურებდა.

* ობამას საყვარელი სასმელი ტყის კენკრისგან დამზადებული ცივი ჩაია.

* ბარაკ ობამამ არ შეასრულა დაპირება, რომელიც მიშელ ობამას მისცა, არჩევნების დაწყებამდე, სიგარეტის მოწევისთვის თავი დაენებებინა.

* ბარაკ ობამას დაწოლილ მდგომარეობაში შეუძლია 90 კილოგრამიანი შტანგის აწევა.

* ინდონეზიაში ცხოვრების პერიოდში ამერიკის პრეზიდენტს ჰყავდა შინაური მაიმუნი, სახელად – ტატა.

* უნივერსიტეტში ჩაბარებამდე ობამას ყველა ბარიდ მოიხსენიებდა. ჩაბარების შემდეგ კი მისი მოთხოვნა იყო, რომ ბარაკით მიემართათ.

* ობამას საყვარელი წიგნია ჰერმან მელვილის „მობი დიკი”.

* 1996 წელს ბარაკი ვოკინგემში, ბერკშირის საგრაფოში იმყოფებოდა თავისი დის საქმროს წვეულებაზე. თუმცა წვეულება მაშინვე  დატოვა, როცა სტრიპტიზის მოცეკვავეები გამოჩნდნენ.

* სენატში მუშაობის პერიოდში, მაგიდა რომელთანაც ის იჯდა, წარსულში რობერტ კენედის ეკუთვნოდა.

* გასულ წელს ბარაკ და მიშელ ობამებმა ერთობლივად 4,2 მილიონი დოლარი გამოიმუშავეს. თანხის ძირითადი ნაწილი წიგნების გაყიდვიდან შემოვიდა.

* ობამას საყვარელი მხატვრული ფილმებია „კასაბლანკა” და „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა”.

* ობამა ატარებს ძეწკვს მედალიონით – „მადონა ჩვილთან ერთად” ხელზე კი, უკეთია ერაყში მებრძოლი ერთ-ერთი ჯარისკაცის ჟეტონი.

* ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, ბარაკ ობამას უნივერსიტეტის კედლის კალენდარში გამოჩენა უნივერსიტეტის ქალ-სტუდენტთა კავშირმა დაბლოკა.

* ობამას საყვარელი მუსიკა – მაილზ დევისი, ბობ დილანი, „ფუჯისი” და იოჰან სებასტიან ბახი.

* პირველ პაემანზე ბარაკ ობამამ მიშელი კინოთეატრში წაიყვანა, სპაიკ ლის ფილმზე „გააკეთე, როგორც საჭიროა”.

* ობამას საყვარელი თამაშებია - Scrabble („ერუდიტის” ამერიკული ვერსია) და პოკერი.

* ობამა არ სვამს ყავას და ალკოჰოლსაც იშვიათად ეტანება.

* რომ, არა პოლიტიკური კარიერა ობამა ახალგაზრდობაში არქიტექტორობაზე ოცნებობდა.

* თინეიჯერობის პერიოდში მოიხმარდა კოკაინს და მარიხუანას.

* ობამას ქალიშვილები – საშა და მალია იელის უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ, აპირებენ გაჰყვნენ მსახიობობას და ცეკვას.

* ბარაკ ობამას არ მოსწონს თანამედროვე მოდა, განსაკუთრებით ჩამოწეული ჯინსები უკანალთან ჩაჩაჩული.

* სტუდენტური სესხი ობამამ 5 წლის წინ დაფარა, მას შემდეგ, რაც პირველი წიგნის გამოცემას მოაწერა ხელი.

* ჩიკაგოს ბინაში ობამას ოთხი ბუხარი აქვს.

* მისი ქალიშვილის, მალიას ნათლია, უწმინდესი ჯესი ჯექსონის ქალიშვილი, სანტიტაა.

* ბარაკ ობამას ყველაზე მავნე ჩვევად დასახელებულია – სმარტფონ „ბლექბერის” მუდმივი შემოწმება.

* თავის ოფისში ბარაკ ობამა „ეფლის” ფირმის ლეპტოპს მოიხმარს.

* ბარაკ ობამა თავად მართავს საკუთარ ავტომობილს Ford Escape Hybridს, მანამდე კი მას ჰყავდა Chrysler 300 SUV.

* ბარაკ ობამა 1 500 დოლარად ღირებულ  Hart Schaffner Marx-ის კოსტიუმებს ატარებს.

* ბარაკ ობამას სახლში ოთხი წყვილი ერთნაირი შავი ფეხსაცმელი აქვს, ზომით – 44,5 (ამერიკული ზომა – 11).

* ბარაკ ობამა კვირაში ერთხელ იჭრის თმას თავის პარიკმახერთან ჩიკაგოში. შეჭრის ფასი 21 ამერიკული დოლარია.

* ბარაკ ობამას ბებია მოფერებით „დათუნიას” ეძახდა.

* ობამას საყვარელი მხატვარია პაბლო პიკასო.

* ბარაკ ობამა ჩილის სოუსის დამზადების სპეციალისტია.

* ინდონეზიაში ცხოვრების პერიოდში ობამა ქუჩის ბანდიტებთან მეგობრობდა.

* ბარაკ ობამას სამუშაო მაგიდაზე ხისგან გამოთლილი ხელი დევს, რომელსაც კვერცხი უჭირავს. კენიაში ეს სიმყიფის სიმბოლოა.

* ბარაკ ობამას მამა, კენიის მთავრობაში უფროს ეკონომისტად მუშაობდა.

* ბარაკ ობამა ამერიკის 27-ე პრეზიდენტია, რომელიც წარსულში ადვოკატად მუშაობდა.

* ბარაკ ობამას სიმაღლე 187 სანტიმეტრია, მისი მეუღლის – 180 სანტიმეტრი.

 

скачать dle 11.3