კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ევრობარომეტრი“

„პაჩკა-პაჩკა“ ევროები

 

ევროკომისიამ კვლევა ჩაატარა (სახელად – „ევრობარომეტრი“) და, თავისდა სავალალოდ, დაადგინა, რომ ევროკავშირის ქვეყნებში კორუფცია უმთავრეს პრობლემად რჩება! მეტიც, დინამიკაც შემაშფოთებელია, რადგან, უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში კორუფციის დონე გაზრდილა. გამოკითხვის მონაცემები კომისიის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული, საიდანაც ვიგებთ, რომ, ევროპელთა მესამედის აზრით, კორუფცია უმთავრესი პრობლემაა.

8 პროცენტი ირწმუნება, რომ გასულ წელს ქრთამი მოსთხოვეს. გამოკითხულ ევროპელთა უმრავლესობის აზრით, მათ ქვეყნებში კორუფცია ყვავის როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ სახელისუფლო უწყებებში. მეტიც, 70 პროცენტი დარწმუნებულია, რომ კორუფციის დამარცხება შეუძლებელია (როგორ ეტყობათ, რომ საქართველოს მთავრობა არ უნახავთ!) და მისი არსებობა მარადიულობისთვისაა განწირული. 3 პროცენტით ნაკლები კი ფიქრობს, რომ კორუფცია, უბრალოდ, ქვეყნების ბიზნესკულტურის ნაწილია.

მეორე მხრივ, პრობლემა – კორუფცია – ციფრებში შემდეგნაირად აისახება: მაგალითად, ევროკავშირს ის ყოველწლიურად 120 მილიარდი ევროს ზარალს აყენებს.

საშინაო საკითხებში ევროკომისარი სესილია მალმსტრომი ამ გულისმომკვლელი მონაცემების საპასუხოდ, ამბობს: „სამწუხაროა, რომ პრაქტიკული შედეგების მიხედვით, ევროკავშირის მასშტაბით კორუფციასთან ბრძოლა არადამაკმაყოფილებელია.“

ამის პარალელურად, ჩვენს ქვეყანაში არც კორუფციაა (და მერე რა, რომ აზრზეც არ ვართ, რაში იხარჯება, თუნდაც, შვიდ მილიარდამდე გაზრდილი საგარეო ვალი) და, ყველა კვლევის მიხედვით (და მერე რა, რომ კვლევების შედეგების მხოლოდ ნაწილს გვაცნობენ), სამოთხისებრი იდილიაა. ჰოდა, იქნებ ეს ჩვენი უსაშველოდ წარმატებული მთავრობა ევროკავშირული ქვეყნის რომელიმე მთავრობაში გაგვეცვალა?! მანამ მაინც, სანამ ახალ სარბიელზე კორუფციას დაამარცხებდნენ (მანამ არ აუდგა ჩვენს მტერს გვერდები)! 

 

скачать dle 11.3