კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჩასავაუჩერებლები

„იხარე, ჭერო, მოკვდი, მტერო!“

 

ევროპაში უჩვეულო ყინვაა, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა;  მეორე მხრივ, ცივა, თუმცა, რაღა ცივა, ციოდა ჩვენს ქვეყანაშიც (კავკასიონის წყალობით, მთლად ისეც არა, როგორც ქედს გადაღმა). მიუხედავად იმისა, რომ ჩვენებურ ყინვას (ევროპულთან შედარებით) კლასიკური გაგებით ყინვას ვერ დავარქმევთ, აშკარა გახდა, რომ მინუსს ქვემოთ ტემპერატურისთვის არც ქვემოთ ვართ მზად და, მით უფრო, არც ზემოთ ყოფილან.

ყოფილან თუ არა, უსახლკაროთათვის სახელდახელო თავშესაფრებიც მოეწყო (თორემ, სახლკარიანები ხომ სულ თბილ-თბილ სახლებში სხედან?!) და, როგორც პირველმა პირმა ბრძანა, ცივი ზამთრის საკომპენსაციოდ ვაუჩერებსაც დაურიგებენ (ჯერჯერობით გაურკვეველია, ვაუჩერებს მხოლოდ უმწეოს კატეგორიამინიჭებულებს დაურიგებენ თუ ყველას, რაც, ბუნებრივია, პატიოსან გვამებს, არსებული გამოცდილებით, საკუთარი 20-ლარიანი ვაუჩერის რომელიმე ნახევრად უმწეოსთვის დათმობისა და ამ ჟესტის ტელეკამერით აღბეჭდვის საშუალებას მისცემს).

ერთი სიტყვით, პრეზიდენტმა მთავრობას მოუწოდა, „რაღაც საშუალებები მოვხიკოთ, ვიპოვოთ და ენერგეტიკული ვაუჩერები წელსაც დავარიგოთო“. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენი მთავრობის წევრების წლიური სახელფასო შემოსავლები 100 000-ლარს უკაკუნებს, სავარაუდოდ, 20-20 ლარის მოხიკვა არ უნდა გაუჭირდეთ.

მოხიკვის კონკრეტული მოტივი ასეთია (კვლავ ციტატას მოვიხმობ): „ხალხს ცივი ზამთრის გამო  დამატებით დენის გამათბობელი დასჭირდა და  ეს არავის ოჯახის ბიუჯეტში არ იყო გათვალისწინებული, ამიტომ, საერთო ბიუჯეტიდან ენერგეტიკული ვაუჩერი დავარიგოთ სასწრაფოდ ყველგან, რომ დენის მოხმარების 20-30 პროცენტით ზრდა ავუნაზღაუროთ.“ მეორე მხრივ, ოჯახების ბიუჯეტებში არც ის ფაქტი იყო გათვალისწინებული, რომ ელექტროენერგია ნაგავს დაწერდა (სხვათა შორის, სწორედ 30 პროცენტით აძვირებს დასუფთავების გადასახდელი მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს).

მაგრამ, ყველაზე მთავარი მაინც არითმეტიკაა: რაკი ვაუჩერი, სავარაუდოდ, 20-ლარიანი იქნება (წარსული გამოცდილების გათვალისწინებით), იქ, ზემოთ მყოფთა ლოგიკით, როგორც ჩანს, ზამთარში გასათბობად მთელ სეზონზე ჩვენმა მოსახლეობამ 100 ლარი უნდა იმყოფინოს (სწორედ 100 ლარის 20 პროცენტია 20 ლარი). შესაბამისად, ამოცანა გვეკითხება: მომხიკავებს (ანუ ზემოთ მყოფებს) რამდენ წუთს გაათბობს 20 ლარი?!   

 

скачать dle 11.3