კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დემოკრატიის მტრების მკვნეტელები

„ჯარში მივდივარ, გულზე სევდა შემომწოლია“

 

გასულ კვირას საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს ხალხის რჩეულმა კახა სუხიშვილმა საკანონმდებლო ინიციატივა წარუდგინა. ეს უკანასკნელი სამხედრო-სავალდებულო სამსახურს ეხება. სახელდობრ, ჯერ ერთი, 12-თვიანი ვადის 15-თვემდე გაზრდას ემსახურება („ნატოს“ სტანდარტებს კიდევ უფრო რომ მოვუახლოვდეთ) და, ამასთანავე, მსურველებს სამხედრო სამსახურს ნებაყოფლობითაც სთავაზობს. მართალია, კანონპროექტს სხვა ასპექტებიც აქვს, მაგრამ, ჩვენ, გარკვეულ მიზეზთა გამო მხოლოდ ამ ორ ძირითადზე შევჩერდებით. ცვლილებების ავტორის აზრით, 12 თვე არასაკმარისია რკინის მკვნეტელი საქართველოს ჯარისკაცების გამოსაწრთობად  (თუმცა, რაკი ჩვენებურებს, ძირითადად, კოალიციის ომებში უწევთ თავის გამოჩენა, შეიძლება, ასეც ითქვას: დემოკრატიის მსოფლიო მტრების დასაკვნეტად). მეორე მხრივ, დეპუტატ დიმიტრი ლორთქიფანიძის შეკითხვას, ხომ არ ითვალისწინებს კანონპროექტი გაწვეულების „აისაფის“ ოპერაციაში მონაწილეობას, კახა სუხიშვილმა უარით უპასუხა, ოღონდ, ისე არადამაჯერებლად, რომ კოლეგა ლაშა თორდია შეეშველა („ძმა ძმისთვისაო, შავი დღისთვისაო“).

ასეა თუ ისე, ნებისმიერ შემთხვევაში, 3 თვის გამო, წესით, არც ხმაურის ატეხა ღირს და, კაცმა რომ თქვას, არც „აისაფის“ ოპერაციებისგან დაიხევდა უკან საკუთარი თავის პატივისმცემელი სამხედრო. თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ სწორედ კოალიციის ომებში მონაწილეობაა ერთადერით რამ, რისთვისაც ნატოსა თუ, ზოგადად, დასავლეთის პოლიტელიტა მადლობებს უხდის საქართველოს ხელისუფლებას, არც ისაა გამორიცხული, „აისაფის“ ოპერაციებში მონაწილეობა, საერთოდაც, დაბადებიდანვე დაგვავალონ. მანამდე კი, გადავხედოთ კანონპროექტის ავტორის, ბ-ნი სუხიშვილისა და მისი შემშველებლის, ბ-ნი თორდიას ბიოგრაფიას: არც ერთ მათგანს არ გაუვლია სამხედრო-სავალდებულო სამსახური (კახა სუხიშვილი 1973 წელსაა დაბადებული, ლაშა თორდია – 1980-ში). ამდენად, რაკი მათ მიერვე მომზადებული ცვლილებებით, ნებაყოფლიბითი სამხედრო სამსახური დაიშვება, იქნებ, კალამი გვერდზე გადაედოთ, ჯერ თავად გაევლოთ ნებაყოფლობითი სამხედრო სამსახური, რომ შემდეგ უფრო მეტი შემართებით დაეწერათ სამხედრო თემატიკის კანონპროექტები?! 

 

скачать dle 11.3