კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
თებერვალი 2018 (107)
იანვარი 2018 (215)
დეკემბერი 2017 (243)
ნოემბერი 2017 (212)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)

გამოხმობილები ანუ გადაყარეთ ფიწლები

მართალია, რუსული პოლიტელიტა „გვაიმედებს“, რომ, თუკი ნატო მხოლოდ ღია კარს არ დასჯერდა და კავკასიაში საკუთარი ჩექმის ჩადგმა რეალურად დააპირა,  დიდი კავკასიური ომი გარდაუვალია, მაგრამ, სამაგიეროდ, ქართულ პოლიტელიტას ღრმად სწამს, რომ აშშ ამას არ დაუშვებს! ხოლო, რაკი ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ყოველივე ჩვენ თვალწინ და ჩვენს ტყავზე უნდა მოხდეს, იმასაც მოვესწრებით, რომელი მხარის პოლიტელიტის ბაგეებით ღაღადებს ჭეშმარიტება!  მეტიც, ქართული ელმედიის ცნობით, აშშ-ის სახადმინისტრაციას შვებულებიდანაც გამოუხმია თანამშრომლები, რადგან სერიოზულად ზრუნავს საქართველოს უსაფრთხოებაზე (თუმცა, მაგალითად, ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი შვებულებიდან არც კი გამოუხმიათ, როდესაც მეფისტოლა კაცი სტუმრად გვეწვია). ამ საკითხს კი ოკეანისგაღმელები იმიტომაც შეუშფოთებია, რომ ამ ბოლო დროს რუსეთი, არც მეტი, არც ნაკლები, რაღაც სხვა ტონალობით ალაპარაკებულა. შესაბამისად, ქართველი პატიოსანი გვამები ხან ევროპელი, ხანაც ამერიკელი (ასევე, პატიოსანი გვამების) გამონათქვამებს იშველიებენ იმის დასტურად, რომ კვლავაც ცოცხალია ისტორიული (გნებავთ, წყალწაღებულების) იმედი: „რომ საფარქვეშე დიდი რუსეთის ამოიყაროს ჯავრი სპარსეთის“ (ოღონდ, რაკი არაფერია მუდმივი მზისქვეშეთში, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ნაცვლად „რუსეთისა“, უნდა იყოს „აშშ-ის“; ნაცვლად „სპარსეთისა“ – „რუსეთის“). თავისი კომენტარი არც პარლამენტის თავმჯდომარემ დაგვამადლა. კერძოდ, ბ-ნმა ბაქრაძემ ბრძანა, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაცია რუსეთის მოქმედებებს შეუშფოთებია. ხოლო, თუ ამას დავამატებთ ქ-ნი ტყეშელაშვილის ნათქვამს (ბაიდენმა მოგვახსენა, რის გაკეთებას აპირებს აშშ საქართველოს უსაფრთხოებისთვისო), გამოდის, რომ ფიწლებით მტრის მოგერიება აღარ დაგვჭირდება. თუმცა, თუ დაგვჭირდა, ამის შეხსენებას ბ-ნი ბაქრაძე ნამდვილად არ დაგვზარდება!

скачать dle 11.3