კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

“რედ ბულ მედია ჰაუსის„ ახალი ფილმის დახურული ჩვენება კინოთეატრ “რუსთაველში„

 

 

 „რედ ბული” რომ ყველაფერ ექსტრემალურთან ასოცირდება, ამაში ახალი არაფერია. კინოთეატრ „რუსთაველში” „რედ ბულ მედია ჰაუსის” მიერ გადაღებული ახალი ფილმის პრემიერაზე, კომპანიის ქართველი მეგობრები შეიკრიბნენ. „ფრენის ხელოვნება” – ასე ჰქვია ფილმს, რომელმაც ორი საათის განმავლობაში ადრენალინის იმხელა დოზა გამოაყოფინა შეკრებილ სტუმრებს, რომ მისი დასრულების შემდეგ, დარბაზის ნახევარმა თხილამურების გადაყრა და სნოუბორდის შეძენა გადაწყვიტა. მსოფლიოს საუკეთესო სნოუბორდერის, ტრევის რაისისა და მისი მეგობრების მიერ მსოფლიოს ყველაზე მაღალი მწვერვალების სნოუბორდით დაპყრობა, სასწაულს უფრო ჰგავდა, ვიდრე რეალობას. აღარაფერს ვამბობ, გადაღების ხარისხსა და იმ ადგილების სილამაზეზე, სადაც ფილმის ლოკაციები შეირჩა. ფილმმა წლის საუკეთესო სპორტული ფილმის ნომინაციაშიც გაიმარჯვა. თბილისურმა პრემიერამ სახალისოდ ჩაიარა, „დრეს კოდით“ მოთხოვნილი სათხილამურო ეკიპირება, ყველა სტუმარს არ ემოსა. მაგრამ, რამდენიმე ჟოლოსფერი, ფოსფორისფერი, ნარინჯისფერი კომბინეზონი და ქურთუკები, ისე ანათებდა, თავი რომელიმე სათხილამურო კურორტზე გეგონებოდა. ფილმის დაწყებამდე ბორტგამცილებლის ფორმებში ჩაცმულმა გოგონებმა ფრენისთვის საჭირო დოპინგი დარბაზის სკამების ქვეშ გვაპოვნინეს, რამაც ტრევის რაისთან ერთად, ფრენა კიდევ უფრო ექსტრემალური გახადა. სკამის ქვეშ „რედ ბულის” ქილა პირველმა ალექსანდე დავითაშვილმა აღმოაჩინა, რამაც დარბაზში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ერთი სიტყვით, მსოფლიო საერთაშორისო სნოუბორდის დღემ, თბილისში ღირსეულად ჩაიარა. 

 

скачать dle 11.3