კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გიორგი ბასილაშვილის მეოთხე საგინესო ასპარეზობა

 

 

 2011 წლის 20 დეკემბერს გაიმართა სამგზის მსოფლიოს რეკორდსმენის, გიორგი ბასილაშვილის  მეოთხე, საგინესო სარეკორდო ასპარეზობა. ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ კლუბი „რეკორდი”. გიორგიმ წოლბჯენში ორმოცდათხუთმეტკილოგრამიანი ადამიანის ზურგზე დაჯდომით, ორმოც წამში ოცდათვრამეტი მოძრაობა გააკეთა. ღონისძიება საქართველოს უნივერსიტეტში ჩატარდა. 1993 წლის 2 ივნისს დაბადებული გიორგი ბასილაშვილი ამჟამად საქართველოს უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტზე სწავლობს. რეკორდსმენის წონაა 74 კილოგრამი, სიმაღლე – ასსამოცდაათი სანტიმეტრი. გიორგი ამჟამად ვარჯიშობს ძიუდოსა და კარატე-კიოკუშინკაიში. პირველი რეკორდი მან 2010 წლის 20 მაისს „სკა-ს” სპორტულ კომპლექსში დაამყარა. მან ერთი წუთის განმავლობაში მარჯვენა ხელზე წოლბჯენში 157 მიზიდვა შეასრულა და მანამდე არსებული გინესის რეკორდი მოხსნა (120 მოძრაობა წუთში, ივან დე ვებერი – შვეიცარია). ივან დე ვებერის რეკორდი მან ოცდაჩვიდმეტი მოძრაობით გააუმჯობესა. მეორე რეკორდი სპორტსმენმა 2011 წლის 21 იანვარს ასევე, „სკა-ს” სპორტულ კომპლექსში დაამყარა – ოთხ წუთსა და ორმოცდათხუთმეტ წამში მარცხენა ფეხზე 140 ჩაჯდომა შეასრულა, ხოლო 15-წუთიანი შესვენების შემდეგ, მესამე რეკორდი – დაამყარა. გიორგიმ ოცდაათ წამში წოლბჯენში 120 მიზიდვა შეასრულა, რითაც არსებული რეკორდის, 102 მოძრაობით გაუმჯობესება შეძლო.  

 

скачать dle 11.3