კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამ დაღალა შორენა ბეგაშვილი და რა ოცნებას აიხდენს ის ახალ წელს

 

2011 წელი შორენა ბეგაშვილისთვის ნაკლებად სკანდალური, შედარებით მშვიდი იყო. მისი წინა გადაცემისგან განსხვავებით, „იღბლიან ბორბალს” მითქმა-მოთქმა, სკანდალები, ჭორები არ მოჰყოლია. შორენამ ახლებური იმიჯით საკუთარი თავი წარმოაჩინა. მომავალი წლისთვის მას უფრო დიდი გეგმები აქვს, რომელიც  პროფესიას კი არა, პირად ცხოვრებას უკავშირდება. შორენა ბინის შეძენას აპირებს, რაც მისი დიდი ხნის ოცნებაა. 2012 წელს ის ნამდვილი თბილისელი გახდება. 

შორენა ბეგაშვილი: გასული წელი ნორმალური იყო – უფრო კარგისკენ. ცხოვრება ისეთია, რომ სულ კარგი ეტაპი არ გექნება, არის აღმასვლები, რომელსაც მერე დაღმასვლებიც მოსდევს. ეს წელიც ასე იყო – კარგი და ცუდი პერიოდებით. იყო ტკივილიც და სიხარულიც. თუ პროფესიის მხრივ ვილაპარაკებთ, ძალიან ბევრმა პროექტმა გაამართლა. მაგალითად, ,,იღბლიანმა ბორბალმა”, რომელსაც არც კი ველოდი, თუ ასეთი რეიტინგული იქნებოდა. მიხარია, რომ ხალხმა დაივიწყა გადაცემა ,,ღამე შორენასთან” და გამიცნო სხვა მხრიდან, რაც ძალიან მსიამოვნებს. ამ გადაცემის საშუალებით, ყოველდღიურად ვეცნობი, ვესაუბრები უამრავ ადამიანს. ეს ძალიან კარგია, მომწონს უბრალოება. აქ არ ვლაპარაკობთ სხვისი დაწერილი ტექსტებით, მაღალფარდოვანი სიტყვებით, ვარ ისეთი როგორიც ვარ, ვლაპარაკობთ ჩვეულებრივად, ისე როგორც სახლში და ალბათ, მაყურებელსაც ეს მოსწონს. არის ჯანსაღი იუმორი და ალბათ, ეს ყველაფერი ქმნის იმ რეიტინგს, რომლითაც ეს გადაცემა ყოველკვირეულად გვაკვირვებს. 
– ფილმებთან დაკავშირებით რას იტყვი? რომელმა ფილმმა მოგიტანა წელს ყველაზე დიდი წარმატება?
– ეს არის ფილმი ,,გაიღიმე”. მაგრამ, ის ეკრანებზე ჯერ არ გამოსულა. რუსუდან ჭყონიას ამ ფილმს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, მათ შორის კანის კინოფესტივალზე გატანას. ვნახოთ, რა იქნება, წინასწარ არ მინდა ლაპარაკი. კიდევ იყო რამდენიმე ფილმი დაგეგმილი, მაგრამ ბევრ შემოთავაზებაზე უარი ვთქვი. დავიღალე ამდენი ერთი და იგივეთი, მომბეზრდა. ერთი და იგივე სცენარი, არაფერი ახალი, საინტერესო, აქ მარტო გულახდილ სცენებზე არ არის ლაპარაკი – ყველაფერი ერთნაირია. მინდა, მაყურებელმა სხვა მხრიდან დამინახოს, სხვა მხრიდან წარმოვაჩინო ჩემი შესაძლებლობები. სანამ რაიმე სერიოზული როლი არ იქნება, არ მინდა, ამ სისულელეებში თამაში.
– მომავალ წელზე რას იტყვი. რა გაქვს გეგმაში? არის თუ არა ახალი შემოთავაზებები სხვა პროექტებიდან?
– პროექტებზე ახლა ყველაზე ნაკლებად ვფიქრობ. ის, რაც ზუსტად ვიცი – გეგმაში მაქვს საკუთარი ბინის ყიდვა. ეს არის ყველაზე დიდი პროექტი, რაც კი ოდესმე მომიფიქრებია და მიზნად დამისახავს. ნელ-ნელა მივდივარ ამ მიზნისკენ და იმედი მაქვს, ყველაფერი გამომივა. ამის მერე კი, აუცილებლად ვიტყვი, რომ 2012 წელი ყველაზე იღბლიანი იყო ჩემს ცხოვრებაში-მეთქი. რაც შეეხება პროექტებს, ესეც იქნება და ამას მაყურებელი აუცილებლად ნახავს. არ მიყვარს წინასწარ საუბარი, მირჩევნია, უკვე მზა პროდუქტი ნახოს მაყურებელმა, ვიდრე მოგიყვეთ რა იქნება და მერე არ გამოვიდეს. 
– ყველაზე კარგი საჩუქარი რა იქნებოდა ახალ წელს?
– ახლა, რაც ყველაზე ძალიან მინდა, ეს არის ძილი (იცინის). ისე ძალიან მენატრება დასვენება, ვერ წარმოიდგენთ. საშინლად გადავიღალე. ამ თვეში ინტენსიურად მიმდინარეობდა „რუსთავი 2-ის“ მთავარი საახალწლო კონცერტისთვის ნომრების ჩაწერა – „პროფილი” და სხვა. „რუსთავი 2-ის“ საახალწლო კონცერტში ყველა „რუსთავი 2-ელი” ვმონაწილეობდით და ყველა ჩემს მდგომარეობაშია – გადაიღალნენ. დარწმუნებული ვარ, სხვებისთვისაც ყველაზე კარგი საჩუქარი კარგად გამოძინება იქნებოდა. სრული  ბედნიერებისთვის არ მინდა არაფერი, ჩემი შვილისა და ძილის გარდა. მინიმალურს ვითხოვ.
– სად და როგორ შეხვდები 2012 წელს? 
– (ინტერვიუ ჩაწერილია 29 დეკემბერს) ძალიან მინდა ახალ წელს ჩემს შვილთან ერთად შევხვდე, რადგან ბოლო წლებია, ხან კონცერტზე ვარ, ხან რაღაც ხდება და ბავშვთან ერთად ახალ წელს არ შევხვედრივარ. არ მინდა, წელსაც უყურადღებოდ დავტოვო. ჯერა არ ვიცი, თორმეტი საათის შემდეგ სადმე წავალ თუ არა. ან წავალ სადმე, ან თბილისში ვიქნები, ჩემს მეგობრებთან ერთად წყნარ და მშვიდ გარემოში. მაგრამ, რომ არ მოგატყუოთ, არსად წასვლა არ მინდა. მინდა, ჩემი შვილი ჩემთან ერთად იყოს.
– რას იცვამ ახალ წელს?
– თუ სადმე წავედი ჩავიცვამ გრანდიოზულ კაბას, რომელიც უკვე შეძენილი მაქვს. თუ არადა, ჩავიცვამ ჩვეულებრივად, სადად. ტანსაცმელს შევარჩევ იმის მიხედვით, თუ სად წავალ. მაკიაჟი უკვე იმდენად მობეზრებული მაქვს, ყოველდღიურად, საერთოდ არაფერს ვისვამ სახეზე. გადაღებებზე ისე მეღლება  ტვინი გადაპრანჭული შორენასგან, რომ მირჩევნია უმაკიაჟოდ, სადად, ჯინსებში ვნახო ჩემი თავი. ახალ წელს, ალბათ, განსაკუთრებულად არ მოვემზადები. ვნახოთ, არ ვიცი.
– ხალხს რას ურჩევ როგორ ჩაიცვან?
– რაც შეიძლება თავისუფლად ჩაიცვან, არ გადაიპრანჭონ. შავი დრაკონის წელი მოდის და შეიძლება, სადად და მოხდენილად გამოიყურებოდე. მთავარია. რასაც მოისურვებთ და რაშიც თავს კომფორტულად იგრძნობთ ის ჩაიცვათ. ერთ წელიწადს მახსოვს, მთხოვეს ოქროსფერია მოდაში და ჩაიცვიო. ვამბობდი, არც მიხდება და არც მიყვარს ეს ფერი-მეთქი, მაგრამ ისე მთხოვეს, უარი ვეღარ ვთქვი. საბოლოოდ, გადავწყვიტე, რომ ოქროსფერებში გამოვწყობილიყავი, მაგრამ ვერაფრით მოვიხდინე. თავს ძალიან არაკომფორტულად ვგრძნობდი. ამიტომ, რაც გაგვიხარდება და რაშიც თავს კომფორტულად ვიგრძნობთ, ის ჩავიცვათ და დრაკონი გვაპატიებს (იცინის).
– ახალი თუ არის რაიმე პირად ცხოვრებაში? 
– ჩემი პირადი ცხოვრება, ჩემია პირადად. არასდროს მიყვარდა მასზე საუბარი და მით უმეტეს, ახლა, როცა ისე აღარ იქექებიან მასში, როგორც ადრე. არავის საქმე არ არის მყავს თუ არა მეორე ნახევარი. უკვე რამდენჯერმე ვთქვი, რომ ამ თემაზე საუბარს არ ვაპირებ. გადახედონ სხვებს, ყველას ჰყოლია შეყვარებული, თაყვანისმცემელი. მარტო შეყვარებული კი არა, უამრავ საყვარელს იცვლიან ერთ წელიწადში და ჩემი ერთი შეყვარებული რატომღაც, უკვირთ. ამიტომ, მორჩა, ეს თემა დაიხურა. თუ ოდესმე რამე სერიოზული მოხდება ჩემს ცხოვრებაში, ამას ჩემი მონაყოლის გარეშეც გაიგებთ, დარწმუნებული ვარ. 
P.S. როგორც აღვნიშნეთ ეს ინტერვიუ ახალ წლამდეა ჩაწერილი და შორენას საახალწლო გეგმებიც ასეთი იყო, ხოლო, თუ რა მოხდა რეალურად, ამას უახლოეს ნომერში შეგატყობინებთ.

 

скачать dle 11.3