კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მიზეზით დაკარგეს მეგობრებმა ერთმანეთი და ვის ეძებენ საქართველოში

 

55 წლის ირაკლი ვლადიმერის ძე მახარაშვილი ეძებს 55 წლის ანატოლი გაგუას.

ისტორია: ვეძებ ჩემს მეგობარს, 55 წლის ანატოლი გაგუას. მე და ანატოლიმ (ტოლიკამ) ერთმანეთი მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში გავიცანით და დავმეგობრდით. თითქმის მთელი ახალგაზრდობა ერთად გავატარეთ, ერთად ვცხოვრობდით ქირით ვაკეში. ტოლიკა წარმოშობით სამტრედიის რომელიღაც სოფლიდან იყო. ვიცი, რომ ჰყავს მასზე უფროსი და, დაოჯახებული. ბოლოს ტოლიკა რუსთაველის მეტროსთან ვნახე – მხატვრების გამოფენის ტერიტორიაზე ყიდდა ხოლმე თავის ნახატებს. 2006 წლის შემდეგ მე ტოლიკა აღარ მინახავს და არც არაფერი ვიცი მის შესახებ.

– გვიამბეთ, როგორ დაუმეგობრდით ერთმანეთს?

– 1978-1979 წლებში ერთად ვსწავლობდით მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში. საალფრენო-დეკორატიულ ფაკულტეტზე, ერთსა და იმავე ჯგუფში. თავიდანვე საკმაოდ ბევრი საერთო გვქონდა. დასაწყისში ერთმანეთს ვუზიარებდით ჩვენს ნაშრომებს. ერთ მშვენიერ დღეს, ტოლიკამ თავის საცხოვრებელში დამპატიჟა, შემდგომ კი სულ ერთად ვიყავით – ერთად ვიქირავეთ ბინა ვაკეში, შატბერაშვილის ქუჩაზე. ტოლიკა სამტრედიიდან იყო, მე კი – კახეთიდან, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ორივეს ისე შეგვიყვარდა თბილისი, საცხოვრებლადაც აქ დავრჩით. ჩემი მომავალი მეუღლეც ტოლიკამ გამაცნო. მახსოვს, როდესაც პირველი შვილი მეყოლა და ტოლიკა ჩვენთან სტუმრად იყო მოსული, გაოცდა – შენი ასლიაო (იცინის). ერთი სიტყვით, შეიძლება ითქვას,  ანატოლი ჩვენი ოჯახის მეგობარიცაა და ყველას ძალიან გვინდა მისი პოვნა.

– რას საქმიანობდა თქვენი მეგობარი და სად ცხოვრობდა ის ბოლოს?

– ძირითადად ტოლიკა ხელნაკეთობებსა და ზეთით შესრულებულ ნახატებს ყიდდა. ქირით ცხოვრობდა ხან სად, ხან სად. მე ტოლიკას ძირითადად რუსთაველის ტერიტორიაზე ვხვდებოდი – იქ მხატვრების გამოფენაზე ყიდდა თავის ნახატებს. ყოველთვის ძალიან თბილად ვხდებოდით ერთმანეთს. სამწუხაროდ, დღევანდელი ცხოვრების ტემპის გამო, ვერ ხვდები, რამდენი ხანია გასული მეგობართან ბოლო შეხვედრის შემდეგ, მაგრამ, ტოლიკას შესახებ უკვე ექვსი წელია, აღარაფერი გამიგია. ძალიან განვიცდი და ხშირად მეფიქრება მასზე – მაინტერესებს, ხომ კარგადაა ან სად არის. ძალიან მინდა, რომ ვიპოვო ჩემი მეგობარი და აღვადგინო მასთან ურთიერთობა.

– იცით რამე მეგობრის ოჯახის შესახებ? სად გგონიათ ის ამჟამად?

– სამწუხაროდ, ტოლიკას ცოლი არ შეურთავს, ის დასაოჯახებელია. მაგრამ, ვიცი, რომ ჰყავს და, მასზე უფროსი და, სავარაუდოდ, ის სამტრედიაში უნდა ცხოვრობდეს. სამწუხაროდ, მისი სახელი არ მახსოვს. ტოლიკას მამა გარდაცვლილი ჰყავდა და დედა ზრდიდა (ტოლიკას დედა ეროვნებით რუსია). ამჟამად ტოლიკა ან თბილისში უნდა ცხოვრობდეს, ან, შეიძლება, სამტრედიაში დაბრუნდა. არ არის გამორიცხული რომ სამსახური შეიცვალა, სადმე სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად და ამის გამო ვერ ვპოულობ. სამწუხაროდ, ტოლიკას ფოტო არ მაქვს, მაგრამ, იმედია, ის ამ სტატიას წაიკითხავს და აუცილებლად გამომეხმაურება.

– აქამდე თუ გიცდიათ მეგობრის პოვნა და როგორ?

– რამდენჯერმე მივედი რუსთაველზე და მხატვრებთან ვიკითხე ტოლიკას ამბავი, მაგრამ, იქაც არავინ არაფერი იცოდა მისი ადგილსამყოფლის შესახებ. ჩემს შვილს, გიორგისაც, არაერთხელ შეხვედრია ტოლიკა იმავე ადგილზე, ოღონდ, ექვსი შვიდი წლის წინ, ახლა კი, აი, უკვე რამდენი წელია აღარავის გვინახავს.

თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ ისტორიასთან დაკავშირებით ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

 

 

скачать dle 11.3