კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ბედნიერება ეწვია 18 წლის გოგონას საახალწლოდ და ვინ იპოვა მან თბილისიდან ბელორუსში

 

18 წლის ნინა ოლეგის ასული ბიკტაში ეძებდა 60 წლის ნადეჟდა ზარანჩუკ-ჟუკოვსკაიას.

ისტორია: ვეძებ ბებიაჩემს (დედის მხრიდან): დაახლოებით 60 წლის ნადეჟდა ჟუკოვსკაიას (ქალიშვილობის გვარი – ზარანჩუკი). ბებიაჩემი ბელორუსში ცხოვრობს. ეროვნებით ის ბელორუსია. მე იგი არასდროს მინახავს, მისი ფოტოც არ გამაჩნია. ძალიან მინდა, რომ ვნახო ბებია, მაინტერესებს, როგორია ის, როგორი ხასიათი აქვს. სამწუხაროდ, დამოუკიდებლად მე ის ვერ ვიპოვე. ძალიან გთხოვთ, დამეხმაროთ ბებიას მოძებნაში, ეს ჩემი ყველაზე დიდი სურვილია.

ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია სულ ცოტა ხნის წინ დაიბეჭდა რუბრიკა „დაკარგულებში“. საბედნიეროდ, ნინამ თავისი ბებია სულ მოკლე დროში იპოვა. აღმოჩნდა, რომ ნადეჟდაც ეძებდა თავის შვილსა და შვილიშვილს. მას შემდეგ, რაც ნადეჟდამ საცხოვრებელი მისამართი შეიცვალა, შვილთან და შვილიშვილთან კავშირი აღარ ჰქონია. დღესდღეობით ნათესავებს შორის კავშირი აღდგენილია, რაშიც მე დიდად დამეხმარა ნებაყოფლობითი დამხმარე ბელორუსი ანდრეი კრაუშენკო. დღეს ნინა ჩემი რუბრიკის სტუმარია და თავად უამბობს მკითხველს თავის ისტორიას.

– ნინა, მოგვიყევი, რა იგრძენი, როდესაც დაკარგული ბებიას ტელეფონის ნომერი გადმოგეცი, რა რეაქცია იყო შენს ოჯახში?

– დიდი მადლობა ყველაფრისთვის. ჩემთვის ბებიას პოვნა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ საახალწლოდ ეს სურვილი ამისრულდებოდა და მას დაველაპარაკებოდი. აღმოჩნდა, რომ ბებიამ და ბაბუამ (დედის მხრიდან) გაყიდეს ბინა და უფრო პატარა სახლში გადავიდნენ საცხოვრებლად. ძველი ბინის დაცლის დროს კი მათ დაეკარგათ ბლოკნოტი, რომელშიც ჩვენი სახლის ტელეფონის ნომერი და მისამართი ეწერა. ისინი ჩვენ გვეძებდნენ, მე და დედა კი – მათ. როდესაც დამირეკეთ და მითხარით, რომ ნადეჟდა ბებია ნაპოვნია, ყურებს ვერ დავუჯერე და სიხარულისგან ვტიროდი კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ ბებია არასდროს მინახავს, მე ის ძალიან მიყვარს და უზომოდ ბედნიერი ვარ. ბებიაც ტიროდა. როცა მელაპარაკა, ძალიან ბევრი საალერსო სიტყვა მითხრა და ამ სიტყვებს არასდროს დავივიწყებ. დედაჩემს კი იმ დღესვე ვუთხარი, რომ დედა ვუპოვე, მან ტირილი დაიწყო და გულში ჩამიხუტა. ჩემი იმედი გამართლდა: მას ჩემი ინტერვიუ ბებიას მოძებნასთან დაკავშირებით არც წაუკითხავს და არც გაუგია, რომ ბებიას ვეძებდი. მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და ნებაყოფლობით დამხმარეს ანდრეის ასეთი დიდი ბედნიერების მონიჭებისთვის.

– ეს სასწაული დამთხვევაა, ზუსტად საახალწლოდ იპოვე ბებია, ამასაც შემთხვევითობას ხომ არ უკავშირებ?

– ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ საახალწლოდ ამხელა სიხარული მეწვეოდა, ეს წელი ჩემთვის ძალიან კარგად დაიწყო და, იმედია, ასევე გაგრძელდება. ამჟამად კი, მეც და დედაც იმაზე ვფიქრობთ, როგორ ან როდის მოვინახულოთ ბებია! მადლობა ღმერთს, ის ჯანმრთელადაა და, არც ის არის გამორიცხული, რომ, ერთ მშვენიერ დღეს, ან ჩვენ ჩავიდეთ მასთან, ან ის დავპატიჟოთ. ცხოვრებაში უამრავი სასწაული ხდება და ეს ერთ-ერთი მათგანია. მართლაც გულით მინდოდა, რომ ბებია მეპოვა და დედაჩემისთვის სიურპრიზი  გამეკეთებინა. მე თვითონაც დედისერთა ვარ, ისევე როგორც დედაჩემი და უზომოდ მიყვარს ჩემი მშობლები. ასევეა დედაც. მას ძალიან ენატრებოდა და არასდროს ავიწყდებოდა თავისი მშობლები.

– მინსკში ჩასვლას გეგმავთ თუ, ფიქრობთ, რომ ბებია დაპატიჟოთ საქართველოში?

– ბებიას კი უნდა საქართველოში ჩამოსვლა, მაგრამ, მისთვის ეს უფრო რთული იქნება, ვიდრე ჩემთვის და დედასთვის იქ წასვლა. ამიტომ, მგონია, რომ უფრო ჩვენ მოვახერხებთ მის იქ მონახულებას, მაგრამ, დაზუსტებით არ ვიცი, ეს როდის მოხდება.

– ოჯახის დანარჩენ წევრებს რა რეაქცია ჰქონდათ შენს ასეთ ინიციატივაზე და საახალწლო სიურპრიზზე?

– ყველას ძალიან გაუხარდა. მამაჩემსა და ჩემს ბებიას (მამის მხრიდან) ისეთივე განცდა ჰქონდათ სიხარულის, როგორიც მე და დედას. ალბათ, დამეთანხმებით, ძალიან მძიმე განცდაა, როცა ახლო ნათესავს ვერ უკავშირდები, არ იცი ამის მიზეზი და განიცდი. ამ წელს ყველაფერი შეიცვლება, მე ამისი მჯერა. მინდა, თქვენ თითოეულ მკითხველს დიდი ოპტიმიზმი და სიხარული ვუსურვო. თუკი ვინმეს დაკარგული ჰყავს ახლობელი, ნათესავი ან მეგობარი, ვუსურვებ, მალე ეპოვოთ ერთმანეთი და ისევ აღედგინოთ კავშირი, რადგან ეს შეუდარებელი გრძნობაა.

 

скачать dle 11.3