კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უცხო ქვეყნიდან წამოღებული ფულით, ლენინის კაპიტულანტური პოლიტიკის განხორციელება სტალინმა შეაჩერა

 

 პროვოკაცია 

1917 წლის 3 ივლისს იმპერიის სატახტო ქალაქი პეტროგრადი ოკუპირებულ ზონას დაემსგავსა. თავდაპირველად, ქუჩებში კბილებამდე შეიარაღებულ მეტყვიამფრქვევეთა პოლკის ჯარისკაცები გამოჩნდნენ, შემდგომ მათ პეტროგრადის გარნიზონის სხვა ნაწილები შეუერთდნენ. საღამოსთვის კი სასახლესთან, მუშების კოლონებიც მივიდა. ისმოდა შეძახილები ერთადერთი მოთხოვნით: „ხელში აიღეთ ძალაუფლება“! ჯარისკაცები ასე „ვციკის“ და გლეხთა დეპუტატთა საბჭოების გაერთიანებულ სხდომას მიმართავდნენ. მენშევიკი ბოგდანოვი მემუარებში იხსენებს: „ისეთი მდგომარეობა შეიქმნა, სხდომის ყველა მონაწილე გრძნობდა, აღელვებული შეიარაღებული ბრბო ნებისმიერ წუთს შეიძლება, შეჭრილიყო თავრიდის სასახლეში, დელეგატები დაეპატიმრებინათ და დაეხვრიტათ“. სხდომა შუაღამეს დაიწყო. ის კაკი წერეთელმა გახსნა. ორატორი ჩვეული მჭევრმეტყველებით არწმუნებდა ყველას, რომ ძალაუფლების ხელში აღების საკითხის ნაადრევად მიღება დაუშვებელი იყო. მით უმეტეს, როცა ქუჩიდან ექსტრემისტულად განწყობილი შეიარაღებული აქციის მონაწილეების მხრიდან ასეთი მძლავრი ზეწოლა ხორციელდებოდა. გაიმართა ცხარე დისკუსიები – გამოირჩეოდნენ დანი, სუხანოვი, ისტერიკულად კიოდა სპირიდონოვა. მხოლოდ ბოლშევიკების ჯგუფი იყო მშვიდად, არც ერთი მათი დელეგატი სიტყვით არ გამოსულა. გამთენიისას ტრიბუნასთან ბოგდანოვი მივიდა და საქმიანი წინადადება შესთავაზა დამსწრეებს. სხდომა უნდა შეწყვეტილიყო, ჯარისკაცი დელეგატები კი სასახლეში დარჩენილიყვნენ, რათა მოსალოდნელი შტურმი თავიდან აეცილებინათ. ის დელეგატები, კი რომელთაც სახალხოდ აგიტაციის გაწევა შეეძლოთ, ანუ კარგი ორატორები იყვნენ, დაუყოვნებლივ უნდა განაწილებულიყვნენ ყაზარმებსა და ფაბრიკა-ქარხნებში, რათა ამბოხებულები დაერწმუნებინათ, თავი შეეკავებინათ გამოსვლებში მონაწილეობისგან. კრებამ ეს დადგენილება მიიღო და დააკანონა. ის ღამე ბოლშევიკებმა წარმოუდგენელ ტანჯვაში გაატარეს. არ იცოდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ, რადგან ლენინს ერთპიროვნულად ჰქონდა გადაწყვეტილი დესტაბილიზაციის გამოწვევა. ამისთვის მან კრონშტადტში დელეგაცია გააგზავნა და საყოველთაო გამოსვლებში მონაწილეობის მიღება მოითხოვა. სამართლიანობა მოითხოვს, ითქვას, რომ ყველა ბოლშევიკი არ ეთანხმებოდა ულიანოვ-ლენინის პოზიციას. ამ პროვოკაციის წყალობით 4 ივლისის „ბართლომეს ღამის“ რუსული ანალოგია დღეების განმავლობაში გაგრძელდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. თუმცა, სოსო ჯუღაშვილმა მაინც შეძლო სიტუაციის განმუხტვა და კატასტროფის თავიდან აცილება, მან ფაქტობრივად, ჩაშალა გერმანიიდან წამოღებული ფულით, გარე ძალების მიერ ინსპირირებული გეგმა. ასევე დროებით, მაგრამ მან მაინც ჩაშალა – ომის ლენინური, კაპიტულანტური შეწყვეტისა და ტერიტორიების გასხვისების პროექტი, რასაც ამ ეტაპზე წერტილი დაესვა. 

      დილის 6 საათზე პეტრეს ქალაქის სანაპიროებს 40 გემით 20 000 მეზღვაური მიადგა. მათ რასკოლნიკოვი და როშალი  (ლენინის ერთგული ბოლშევიკი-ლიდერები) მეთაურობდნენ. არმადა ორკესტრის თანხლებით, მწყობრი ნაბიჯებით მიუახლოვდა სასახლეს, სადაც ბოლშევიკების შტაბი იყო განლაგებული. ამ დროს გამოჩნდა სტალინი და მეზღვაურებს მოუწოდა, შეეწყვიტათ შეიარაღებული მანიფესტაცია და უკან დაბრუნებულიყვნენ. ამჯერად, ჯუღაშვილის სიტყვამ ვერ გაჭრა. როგორი უცნაურიც უნდა იყოს, ლენინი და ცეკას სხვა წევრები ამბოხებულებს მაინც მანიფესტაციების გაგრძელებისკენ მოუწოდებდნენ და მარში მაინც შედგა. იარაღის ჩაბარებას არავინ აპირებდა. ექსტრემისტებმა იცოდნენ, ყოველ შემთხვევაში, ფიქრობდნენ, რომ ეს ხელს არ აძლევდათ და მათთვის შეუძლებელი იყო. შედეგიც სათანადო დადგა. ხუთ, ექვს და შვიდ ივლისს, ქალაქის მშვიდობიან მოსახლეობას გააფთრებული, მშიერი და შეიარაღებული მეზღვაურები დაერივნენ. ისინი ძარცვავდნენ ორგანიზაციებს, ბანკებს, მაღაზიებს, სახლებს... თითქმის მთელ ქალაქში ისმოდა სროლის ხმა. ვანდალიზმი საშიშ ნიშნულს მიუახლოვდა და ათასობით ადამიანი იმსხვერპლა. გააქტიურდა კრიმინალური სამყაროც, მათთვის ნანატრი დრო დადგა. რუსეთის იმპერიის ცენტრი სრულმა ქაოსმა მოიცვა. მაშინ სტალინმა კრიმინალური თარეშის აღკვეთა ვერ მოახერხა.

რეაქცია 

„6 ივლისის დილას, მთავარსარდლის მოადგილემ, პორუჩიკმა კუზმინმა კშესინსკის სასახლეში და პეტრე-პავლეს ციხესიმაგრეში გამაგრებულ ამბოხებულებს ულტიმატუმი წაუყენა. მათ რამდენიმე საათში იარაღი უნდა დაეყარათ და ყაზარმებში დაბრუნებულიყვნენ. მთელ რაიონს ღამით სამთავრობო, სამხედრო ნაწილებმა შემოარტყეს ალყა, სრულ საბრძოლო მზადყოფნაში იყო მძიმე არტილერია და საგრენადერო პოლკი. ამბოხებულები რევოლუციის მტრებად გამოცხადდნენ“.

გაზეთი „ნოვოე ვრემია“, 1917 წლის 7 ივლისი 

ბოლშევიკურმა ფრაქციამ  ცენტრალურ აღმასრულებელ  კომიტეტს თხოვნით მიმართა,  ულტიმატუმი გაეხანგრძლივებინათ. გაიმართა მოლაპარაკებები და შეთანხმებაც მოხდა – შეიქმნა ჯგუფი, რომელსაც კონფლიქტის განმუხტვა დაევალა. მაგრამ, მათ ვერაფერი გააწყვეს – განიარაღებაზე ჯარისკაცები სასტიკ უარს აცხადებდნენ. სიტუაცია უკიდურესად იყო დაძაბული. საქმე საკუთარ თავზე ისევ შეუსრულებელი საქმეების ოსტატმა, სტალინმა აიღო და აი, რას წერს ნატალია ბოგდანოვა, ცნობილი მენშევიკის, „ვციკის“  სამხედრო საქმეების ქალიშვილი: „მამა სტალინთან ერთად შევიდა კრონშტადტელი მეზღვაურების მიერ დაკავებულ ციხესიმაგრეში და ათობით გააფთრებულ ჯარისკაცს არწმუნებდა, რომ იარაღი დაეყარათ და უკან დაბრუნებულიყვნენ.  ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკვე ათასობით ადამიანი დაიღუპაო, უხსნიდა ის მათ, მაგრამ არავინ უსმენდა, საუბარი შეაწყვეტინეს. ამ დროს, ტრიბუნასთან სტალინი მივიდა და სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. სტალინს ბევრი არ ულაპარაკია, თქვა, რომ მთავარი ლოზუნგი უნდა იყოს: „მთელი ძალაუფლება საბჭოებს“ და არავის აქვს უფლება, საბჭოების გადაწყვეტილების წინააღმდეგ წავიდეს. მაგრამ მთავარი, რაც მან თქვა, იყო ის, რომ საკუთარ თავზე იღებდა პასუხისმგებლობას, და თუ ჯარისკაცები  იარაღს ჩააბარებდნენ, მათ ის ისევ უკან დაუბრუნდებოდათ, თან, არავინ დაისჯებოდა. კრონშტადტელებთან მიმართვის დროს, რომელიღაც პროვოკატორმა იარაღიდან გაისროლა, რათა სტალინისთვის სიტყვა შეეწყვეტინებინა. სტალინმა ხმამაღლა შესძახა: „ხომ ხედავთ, ჯარისკაცებო, ეს მეზღვაურიც გვეთანხმება“! ასეთი დიპლომატიის შედეგად, ჯარისკაცებმა სიცილი დაიწყეს და სიტუაცია განიმუხტა. 

P.S.  ქართველები რუსეთში 

1917 წლისთვის რუსეთში სრული  განუკითხაობა სუფევდა  – ლიკვიდირებული იყო  მონარქია, პარალიზებული – სახელმწიფო სტრუქტურები. ქვეყანას მოედო სოციალური თუ ნაციონალური პრობლემებით გამოწვეული აფეთქებების ტალღა. ამ ურთულეს დროს, საოცარია, რომ აბსოლუტურად ყველა წამყვან პოზიციას ქართველები და ებრაელები იკავებდნენ პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციებში. ქართველების როლი მაინც განსაკუთრებული იყო. გარკვეული პერიოდის განმავლობაში პეტროგრადის მუშათა და გლეხთა საბჭოების თავმჯდომარე, ანუ იმ დროისთვის, ფაქტობრივად, ქვეყნის პირველი პირი, ჩვენი თანამემამულე, იმ ეპოქისთვის გამორჩეული ინტელექტუალი, კარლო ჩხეიძე გახლდათ. ზოგადად, იმპერიის პოლიტიკური ასპარეზი გათელილი ჰქონდათ ქართველებს,  ყველგან წამყვან თანამდებობებზე იყვნენ – რუსეთის ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტშიც (ვციკ), ბოლშევიკებშიც, მენშევიკებშიც, ესერებშიც (სოციალ–რევოლუციონერები), კადეტებშიც (კონსტიტუციურ-დემოკრატიული პარტია), მოკლედ, ყველგან.  არავინ იცის და მაშინ ვერც ვერავინ წარმოიდგენდა, როგორი იქნებოდა რუსეთის ბედი, გადასახლებიდან ახლად დაბრუნებული, მოკრძალებული და ნაკლებად ცნობილი პერსონის, სოსო ჯუღაშვილის გარეშე. ის ყურადღებით აკვირდებოდა მოვლენებს და მათში მონაწილე პიროვნებებს. ბუნებრივია, რომ ტანჯვაში გამობრძმედილი, „მგზნებარე რევოლუციონერი“ დაუყოვნებლივ შეიყვანეს ბოლშევიკური პარტიის ცენტრალურ კომიტეტში, რადგან იცოდნენ, რომ მისთვის შეუსრულებელი ამოცანა არ არსებობდა, ცხადია, ნებისმიერ ფასად. თუმცა, შეცდნენ, სოსო მხოლოდ დავალებების შესრულებით არ დაკმაყოფილდა, თავიდან, რუსეთს არაერთი სისხლისღვრა ააცილა.  მაგრამ, შემდეგ იმპერიის ცენტრში მოკალათებულ ელიტურ ქართველებსაც გაასწრო, ებრაელებზე რომ არაფერი ვთქვათ და ოცდაათწლიანი, სტალინური ეპოქა შექმნა.

 

 

скачать dle 11.3