კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

 

კითხვა: მყავს ავტომობილი „ოპელ ვექტრა”, 1995 წლის. აღჭურვილია გადაცემათა მექანიკური მართვის კოლოფით. დილით, სანამ ავტომობილი გახურდება, მაშინაც კი, როდესაც ნეიტრალურ სიჩქარეშია, დაქოქვისთანავე ნელი ტემპით წინსვლას იწყებს. სიჩქარეში ჩაგდებაც უჭირს. გახურების შემდეგ კი პრობლემა იმდენად არ ემჩნევა. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

პასუხი: სავარაუდოდ, ამ ავტომობილის სიჩქარეთა კოლოფი ერთხელ უკვე დაშლილი და აწყობილია. შეცდომაც სწორედ ამ პროცესშია დაშვებული – დეტალები ერთმანეთთან მჭიდროდაა განთავსებული. თუმცა, „ოპელების” საერთო პრობლემაა ის, რომ სიჩქარეებში გადართვა და მით უმეტეს, პირველ სიჩქარეში ჩაგდება უჭირს და ეს უფრო ცივ ავტომობილზე იჩენს თავს. შეიძლება, ასევე, სიჩქარეთა კოლოფში ზეთი არასდროს შეცვლილა, რამაც მისი გასქელება გამოიწვია. ეს კი დეტალების შემჭიდროვებასა და ავტომობილის წინსვლას იწვევს. პრობლემა მანამ არის, სანამ ის არ გათბება და შესაბამისად, სათანადო დონემდე არ გათხელდება. მესამე სავარაუდო მიზეზია, რომ სიჩქარეთა კოლოფში ზეთის დონემ იმდენად დაიწია, შეზეთვისთვის საკმარისი არ არის და დეტალებიც მჭიდროდ ბრუნავს. ბოლო ორ შემთხვევაში, ზეთის შეცვლა პრობლემას გადაჭრის და უმჯობესია, შეცვლის დროს სინთეტიკური, სპეციალურად გადაცემათა კოლოფისთვის განკუთვნილი ზეთი გამოვიყენოთ. ის ცივზეც და ცხელზეც ერთნაირად თხელია და შეზეთვის ერთნაირ უნარს ინურჩენებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პრობლემის მიზეზი მისი არასწორი აწყობაა, არის ალბათობა, რომ ასეთი ზეთის გამოყენებამ მასაც უშველოს. 

კითხვა: მყავს ავტომობილი „ოპელ ასტრა”, 2001 წლის. ერთხელაც, სიჩქარის შეცვლისას, მოდების („ცეპლენიის“) პედალი ჩავარდა და სიჩქარეებში ჩაგდება შეუძლებელი გახდა. მითხრეს, „ტროსი” გაწყდებოდაო. შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ჩემი ავტომობილის „ცეპლენიას” „ტროსი” საერთოდ არ ჰქონია. რა შეიძლებოდა, ყოფილიყო მისი ჩავარდნის მიზეზი?

პასუხი: ამ წლის „ოპელებს” ეგრეთ წოდებული, „ვიჟიმნოი ბადჩებნიკის” მოქმედებაში მომყვანი ჰიდრავლიკური სისტემა, რომლის დანიშნულებაც არის პედალზე დაწოლისას მოდება გათიშოს და სიჩქარის გადართვის საშუალება მოგვცეს, განთავსებული აქვს სიჩქარეთა კოლოფსა და ძრავას შუა. ის საკმაოდ სუსტია და მწყობრიდან იოლად გამოდის. მთელი უბედურება ისაა, რომ სხვა ავტომობილებისგან განსხვავებით, ამ დეტალის შესაცვლელად, ძრავა და სიჩქარეთა კოლოფი ერთმანეთს უნდა დააშოროთ. 

 

скачать dle 11.3