კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მწვანე კუთხე

 

კითხვა: ჩემმა ამარილისმა ერთხელ უკვე იყვავილა, მაგრამ, მეორედ ვეღარ ვაყვავილე, იქნებ მირჩიოთ, კვლავ როგორ ავაყვავილო?

პასუხი: ამარილისის მეორედ აყვავება არც ისე იოლია. პირველად აყვავების შემდეგ მას ფოთლები გამოსდის და კარგი მორწყვა სჭირდება. ზაფხულის მიწურულს მცენარე ცოტა დაასვენეთ. აქტიური ზრდის პერიოდში ნიადაგი გამოუცვალეთ და იმავე ქოთანში დატოვეთ. მთავარია, მცენარე რეგულარულად მორწყათ და კაშკაშა სინათლეზე დადგათ.  

კითხვა: როგორი მცენარეა ჰოვეა და როგორ გარემოში გავზარდო? პასუხი: ეს ძალიან გამძლე პალმაა. კარგ პირობებში შეიძლება, ორ მეტრ სიმაღლესაც კი მიაღწიოს. ეს მცენარე იმდენად იოლად გასაზრდელია, რომ, თუ ყურადღებას ხშირად არ მიაქცევთ, მაინც მშვენივრად გაიხარებს. მას ძალიან უყვარს სინათლე, ამიტომ, ეცადეთ, დადგათ კარგად განათებულ ადგილას. მართალია, ნაკლებად ნათელ გარემოსაც აიტანს, მაგრამ, სინათლეში უფრო ლამაზი იქნება. ზამთარში მისთვის მინიმალური ტემპერატურა 13-14 გრადუსია. სხვა სეზონებზე კი 18-24 გრადუსიც საკმარისია. ზრდის პერიოდში მიწა ტენიანი უნდა ჰქონდეს, ზამთრობით კი იმდენი წყალი დაასხით, რომ მიწა ძალიან არ გამოშრეს. ზრდის დროს ორ კვირაში ერთხელ მორწყეთ ბალანსირებული თხევადი სასუქით. ზამთარში დამატებითი კვება არ სჭირდება. თუ ჰოვეას სინათლესა და წყალს არ მოაკლებთ, ის ძალიან დიდი და ლამაზი გაიზრდება. შეგიძლიათ, ფოთლები სველი ნაჭრით გაუწმინდოთ, რათა მცენარეს ტენიანობა უფრო მეტად აუმაღლოთ. ამ მცენარის გახარებას განსაკუთრებით იმ ადამიანებს ვურჩევ, რომლებსაც ბევრი თავისუფალი დრო არ აქვთ. გარწმუნებთ, თუ ცოტაოდენ ყურადღებას მაინც მიაქცევთ ჰოვეას, ის მაინც გაიხარებს.

 

скачать dle 11.3