კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

 

კითხვა: უკვე წელიწადზე მეტია ჩემი ძაღლი ცოფზე არ ამიცრავს. მაინტერესებს ეს ძალიან საშიშია თუ შესაძლებელია კიდევ რამდენიმე თვე არ ავცრა?

პასუხი: ცოფზე ვაქცინაცია აუცილებელია გაუკეთდეს ძაღლს 3 თვის ასაკიდან და შემდეგ ყოველ 11 თვეში ერთხელ. ამიტომ თქვენს შემთხვევაში აუცილებელია სასწრაფოდ გაუკეთოთ თქვენ ძაღლს ვაქცინა. უნდა გახსოვდეთ, რომ ცოფი ძალიან საშიში დაავადებაა. ასე რომ, აღარ გადადოთ აცრა და რაც შეიძლება სწრაფად წაიყვანეთ თქვენი ძაღლი ასაცრელად. ამით თქვენც და თქვენი ოთხფეხაც დაცული იქნებით შესაძლო საფრთხისგან.

კითხვა: ჩემი ძაღლი ვერ იტანს ცხიმიან საჭმელს, ზამთარში კი ეს როგორც ვიცი აუცილებელიაო. რას მირჩევთ, რით შევუვსო მას ცხიმის კალორია?

პასუხი: ზამთარში ცხიმის მიღება აუცილებელიაო, რომ ამბობენ, ეს არასწორი მიდგომაა. წელიწადის ამ დროს უბრალოდ ცხოველს მეტი კალორია სჭირდება. ეს აზრი კი იქიდან მოდის, რომ სწორედ ცხიმის დაწვით გამოიყოფა უფრო მეტი კალორია. ზამთარში ცხოველს უნდა მისცეთ მაღალკალორიული ვიტამინიზებული და ადვილად შეთვისებადი საკვები. 

კითხვა: ჩემმა ძაღლმა ორი კვირის წინ იმშობიარა. ეს მისთვის პირველი მშობიარობაა და ბევრი არაფერი ვიცით მომდევნო პერიოდის შესახებ. მაინტერესებს რამდენი ხანია სავალდებულო, რომ ლეკვი დედასთან იზრდებოდეს?

პასუხი: ლეკვი დედასთან 8 კვირა, ანუ მინიმუმ ორი თვე მაინც უნდა იზრდებოდეს. ამაზე ადრე ლეკვის დედისგან მოშორება არც რეკომენდებულია და არც სასურველი. თუ ამ საკითხში გამოუცდელი ხართ, მაშინ უმჯობესია კვალიფიცირებულ ადამიანებთან დაიჭიროთ საქმე. ვეტერინარი, ისევე როგორც კინოლოგი ამაში თქვენ ნამდვილად დაგეხმარებიან.

კითხვა: ჩემს ძაღლს ჭამის შემდეგ ბოლო დროს ხშირად ერევა გული. იქნებ მითხრათ, რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს ყველაფერი?

პასუხი: ეს შეიძლება საკვების ბრალიც იყოს, ანუ აძლევთ ისეთ საკვებს, რაც იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის გაღიზიანებას, შემდგომ კი იწვევს გასტრიტის, დუოდენიტს და ქოლეცისტიტს. ყოველივე ამას გართულება რომ არ მოჰყვეს, საჭიროა დროულად მიიყვანოთ თქვენი ოთხფეხა მეგობარი ვეტერინართან, რომელიც სათანადო დახმარებას გაგიწევთ. 

 

скачать dle 11.3