კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ხახვი საუკეთესო სამკურნალო საშუალებაა სურდოს, თირკმელებისა და ჰიპერტონიის დაავადების დროს

 

 

დაახლოებით სამოცდაათი გრამი ხახვი მთლიანად აკმაყოფილებს ადამიანის ორგანიზმის მოთხოვნილებას ასკორბინის მჟავაზე. C ვიტამინის ასეთი წყარო განსაკუთრებით ცივ ამინდშია აუცილებელი, მინერალური მარილები, რომლებსაც ხახვი შეიცავს, წყალმარილოვან ცვლას უწყობს ხელს. ხახვი საუკეთესო სამკურნალო საშუალებაა.

თუ სურდო შეგეყარათ, გახეხეთ ორი თავი ხახვი. გახეხვის დროს არ დახუჭოთ თვალები, რადგან ამ დროს გამოიყოფა დიდი რაოდენობით ფიტონციდები. თუ ახალმომზადებული ხახვის ფაფის არომატს შეისუნთქავთ, დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში, ჩათვალეთ, რომ გამოჯანმრთელდით.

კარგია ინჰალაციაც. კერძოდ, ოთხი სადილის კოვზ გვირილას დაასხით ნახევარი ლიტრი წყალი და ადუღეთ ხუთი წუთით. შემდეგ გაწურეთ. ცხელ ნაყენში ჩაუმატეთ ორი სუფრის კოვზი ხახვის და ლიმონის ქერქის ნახევარი. ქვაბში ჩაასხით ეს ყველაფერი, გადაიფარეთ თავზე პირსახოცი და შეისუნთქეთ ქვაბიდან ამოსული ორთქლი. გვირილის ეთეროვანი ზეთი და ხახვის სამკურნალო ფიტონციდები ისუნთქეთ 10-15 წუთის განმავლობაში.

თუ თირკმელებისა და შარდ-სასქესო ორგანოების დაავადება გაქვთ და გაწუხებთ, პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ ხახვის, ნიახურის ძირებისა და ლიმონის წვენის თანაბარი რაოდენობის ნარევი. 50 მილიგრამი გახეხილი ნარევი ჩაყარეთ ნახევარ ჭიქა თბილ წყალში, კარგად გააზავეთ და ჭამამდე 15 წუთით ადრე დალიეთ. მკურნალობის კურსი 3 კვირაა.

ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიის მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის სასურველია მიიღოთ შემდეგი ნარევი:

100 გრამ ხახვის წვენს დაუმატეთ სამი სუფრის კოვზი თაფლი და ერთი სუფრის კოვზი ლიმონის წვენი. ნარევი კარგად გააზავეთ და შეინახეთ მაცივარში, მჭიდროდ თავდახურული ჭურჭლით. გახსენით ერთი ჩაის კოვზი ნახევარ ჭიქა თბილ წყალში და სვით დღეში ორჯერ, ჭამის წინ, დაახლოებით ოთხი კვირის განმავლობაში.

 

ნერვული სისტემა

ცაცხვის ყვავილის აბაზანით დაიმშვიდეთ

ხალხურ მედიცინაში ცაცხვის ყვავილი გამოიყენება გაციების, ციებ-ცხელების, ბრონქიტისა და გრიპის დროს. ის არის ოფლმდენი, შარდმდენი, კუჭის სეკრეციის გამაძლიერებელი და ამოსახველებელი საშუალება.

თუ გაცივდით, ოფლის მოდენის მიზნით დალიეთ შემდეგი სახით დამზადებული ცაცხვის ნაყენი: ორ ჩაის კოვზ ხმელ ყვავილს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ ოცი წუთის განმავლობაში და დალიეთ თბილი, თითო ჭიქა, დღეში სამჯერ. ამ დროს უნდა იწვეთ თბილად ლოგინში. ასეთი ნაყენი დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე ნებისმიერი გაციების დროს, ასევე, თირკმელებისა და ფილტვების დაავადებებისას.

დამამშვიდებელი ნაყენის მოსამზადებლად კი, აიღეთ ორი წილი ცაცხვის ყვავილი, ოთხი წილი ბარამბო, ოთხი წილი ასკილის ნაყოფი და დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ ორი საათით, შემდეგ შეათბეთ და სვით.

ზედა სასუნთქი გზების დაავადებების დროს ასეთი ნახარში მოამზადეთ: აურიეთ ერთმანეთში ერთი წილი ცაცხვის ყვავილი, ორი წილი მუხის ქერქი, ან ორი წილი გვირილა. ნარევიდან აიღეთ ერთი სუფრის კოვზი, დაასხით ერთი ჩაის კოვზი თაფლი და ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. წამოადუღეთ დაბალ ცეცხლზე, გადაწურეთ და გამოივლეთ ყელში, დღეში რამდენჯერმე.

სტომატიტის, ანგინის, ლარინგიტის, გარეგანი ანუ ჰემოროიდული კვანძების ანთების, რევმატიზმისა და პოდაგრის დროს, აიღეთ ექვსი სუფრის კოვზი ნედლეული, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ ათი წუთით. გამოივლეთ დღეში სამჯერ ყელში.

ცაცხვის ყვავილის ნაყენს იყენებენ ნერვული დაავადებების დროს აბაზანის სახით. აიღეთ ორი კილოგრამი ცაცხვის ყვავილი, დაასხით ექვსი ლიტრი ცივი წყალი, დააყენეთ ერთი დღე-ღამე, შემდეგ ადუღეთ 20 წუთით და ჩაასხით თბილ აბაზანაში, ჩაწექით ნახევარი საათით, ძილის წინ.

 

ნაბახუსევთან ბრძოლა

არცთუ ისე რთულია

ჭარბი ალკოჰოლის მიღების შემდეგ, თავს იჩენს გულისრევის შეგრძნება, თავის ტკივილი, საჭმლის მონელების მოშლა, უგუნებობა და ასე შემდეგ. უმეტეს წილად, ეს შეგრძნებები ალკოჰოლის მიღებიდან მეორე დღეს ვითარდება. მათთან ბრძოლა, მართლა რთულია, მაგრამ შესაძლებელი, კერძოდ:

თუ თავი გტკივათ და გული გერევათ, ნუ იჩქარებთ აბების დალევას. მედიკამენტების მიღება კი არ შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას, არამედ, პირიქით, გაგიუარესებთ.

თუ წინა დღეს ბევრი ალკოჰოლური სასმელი დალიეთ, მაშინ დილით ჯობს კუჭი თბილი წყლით გამოირეცხოთ. ერთ ჭიქა წყალს დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი სოდა ან მარილი და დალიეთ. კუჭის გამორეცხვის შემდეგ, ერთი ჭიქა მაგარი ჩაი დალიეთ.

თუ ნაბახუსევზე თავი გტკივათ, მაგრამ გულისრევის შეგრძნება არ გაწუხებთ, მაშინ დილით დალიეთ მაგარი ყავა და მიაყოლეთ კარაქიანი პური.

არამც და არამც, ნაბახუსევზე არ დალიოთ სასმელი და არ ჭამოთ მსუყე, მწარე და ცხარე საკვები. უმჯობესია მსუბუქად დანაყრდეთ და ჩაი, ყავა და წვენები დალიოთ .

 

შაკიკი გავრცელებული

დაავადებაა, რომელსაც თავად უნდა გაუმკლავდეთ

შაკიკი, იგივე ანგიოდისტონია, მეტად გავრცელებულია. გამომწვევ მიზეზებს შორის ერთ-ერთი მთავარი – ნერვული დაძაბულობაა. შაკიკს გენეტიკური ხასიათი აქვს. მისი შეტევა ადამიანს თრგუნავს, ეწყება თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, სისუსტე.

კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ ადამიანები, რომლებიც შეტევის მომენტში იძულებულები იყვნენ რთული ამოცანები გადაეჭრათ, ან ძლიერ ემოციურ დატვირთვასთან დაკავშირებულ სიტუაციათა გადალახვაზე ეფიქრათ, ხელოვნურად აძლევდნენ ბიძგს ორგანიზმს დამცველობითი რეაქციების გასააქტიურებლად და ტკივილიც ადვილად ქრებოდა.

შაკიკით დაავადებულთა უმრავლესობას სისხლში დაქვეითებული აქვს ეგრეთ წოდებული ძილის ჰორმონის, მელატონინის კონცენტრაცია. ძილთან შაკიკს მართლაც რთული ურთიერთობა აქვს. საკმარისია, ავადმყოფმა შეტევისას ოდნავ ჩათვლიმოს, რომ აშკარა შვებას იგრძნობს.

შაკიკი ციკლურად მიმდინარე დაავადებაა, რომლის ბიოქიმიურ ცვლილებათა პათოლოგიური ჯაჭვის საბოლოო რგოლი შეტევითი ტკივილებია. უმჯობესია, დაავადებულმა შაკიკთან ჰარმონიული თანაცხოვრება ისწავლოს. ასე შეტევებიც გაიშვიათდება და მათი სიმწვავეც დაიკლებს. ამისთვის საჭიროა, ზუსტად დაადგინოთ გამწვავების მიზეზი, რაც შეიძლება შორს დაიჭიროთ მისგან თავი და ასე დაიცვათ საკუთარი ჯანმრთელობა.

 

მარილების

დაგროვებას კარტოფილის

პიურე შველის

მარილების დაგროვების საწინააღმდეგოდ, გთავაზობთ ხალხურ მედიცინაში ნაცად და აპრობირებულ რეცეპტს. კერძოდ:

ოთხ-ხუთ გრამ დაქუცმაცებულ ნიახურს დაასხით ერთი სუფრის კოვზი ადუღებული წყალი. გააჩერეთ ოთხი-ხუთი საათი. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ, დღეში სამჯერ.

ნიახურის ახალი ფესვების წვენი, ერთი ჩაის კოვზი, მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. მკურნალობის კურსი ერთი თვეა, ორი კვირის შემდეგ კვლავ გაიმეორეთ.

ას ცალ თუთის ფოთოლს დაასხით ორი ლიტრი წყალი, ადუღეთ და დააყენეთ ნახევარ ლიტრამდე. დალიეთ დღეში 3-ჯერ, ყავის ჭიქით, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

სამი კბილი ნიორი და ერთი ცალი ლიმონი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. დაასხით ერთი ლიტრი წყალი, გააჩერეთ ერთი დღე-ღამის განმავლობაში. მიიღეთ უზმოზე, ნახევარი ჩაის ჭიქა 15 დღის განმავლობაში.

ნახევარ ლიტრ არაყში ჩაყარეთ ხუთი ცალი დანაყილი ნიორი. ერთი კვირის შემდეგ, მიღებული ნაყენი დალიეთ დღეში 3-ჯერ, თითო ჩაის კოვზი, ჭამამდე.

მოამზადეთ კარტოფილის პიურე. ცხელ მასას დაასხით ცოტა ავიაციური ნავთი. კარგად აურიეთ და წაუსვით ქსოვილზე. მარილების დაგროვების ადგილზე დაიფინეთ 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

 

ხშირად სვით ცხელი

წყალი ყლუპ-ყლუპებით

სიცივეში ადამიანი დაახლოებით 40 მილილიტრი ალკოჰოლის მიღებისას სითბოს შეიგრძნობს. ეს შეგრძნება განსაკუთრებით მძაფრია კიდურებში. ალკოჰოლის მიღებისას მაღალი არტერიული წნევით დაავადებულებიც უკეთ გრძნობენ თავს, რადგან ამ დროს სისხლის გადანაწილება უმჯობესდება, რაც კაპილარების გაფართოების ხარჯზე ხდება. ანალოგიური ეფექტით ხასიათდება ცხელი წყლის რამდენიმე ყლუპიც. მართალია, ის უფრო ნაკლები ხანგრძლივობისაა, მაგრამ შეგიძლიათ ის რამდენიმეჯერ დალიოთ. მით უმეტეს, რომ ეს არანაირ ზიანს არ მოგიტანთ. თუ ამ პროცედურას მუდმივად გაიმეორებთ, ეს ნაწლავების გააქტიურებას და შარდის ბუშტის ტონუსის მომატებასაც გამოიწვევს. ამ გზით მიღებული ცხელი წყლით ჭარბი წონისგანაც ადვილად გათავისუფლდებით.

გულის არითმიის, ტკივილის, ქოშინის, შეკრულობისა და უძილობის დამარცხებას ადვილად შეძლებთ ცხელი წყლით. მისი რეგულარული მიღება ორგანიზმს ენერგიას მატებს და საერთო მდგომარეობის ნორმალიზების საფუძველი ხდება.

ასე რომ, გადაადუღეთ ონკანის წყალი, შემდეგ შეაგრილეთ და ისევ გააცხელეთ. დალიეთ ყოველ ნახევარ საათში ერთხელ 3-5 ყლუპი. ეს ორგანიზმში უვარგისი ნივთიერებების დაგროვებას უშლის ხელს და ჯანმრთელობის გაკაჟება-შენარჩუნებაშიც გვეხმარება, ზამთრის ცივ სეზონზე.

 

скачать dle 11.3