კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამათა შეგონებანი

 

გაბრიელ ეპისკოპოსი: ჭეშმარიტი ლოცვის დროს ადამიანის სხვა ორგანოები და გრძნობები დადუმებულია. იგი დგას ღმერთის ტახტის წინაშე და ერთი მხრივ, თავის განუზომელ სიგლახაკეს გრძნობს, ხოლო მეორე მხრივ, ღმრთის განუზომელ მოწყალებას.

იოანე კონშტადტელი: ამ თქვენს ყოველდღიურ ქმედებას – საზრდელისა და სასმლის მიღებას, ყველაზე მკაცრად მიაქციეთ ყურადღება, რადგან საზრდელისა და სასმლისგან, მათი ხარისხისა და რაოდენობისგან ძალიან დიდად არის დამოკიდებული თქვენი სულიერი, საზოგადოებრივი და საოჯახო მოღვაწეობა. ეკრძალენით თავთა თქუენთა, ნუუკუე დამძიმდნენ გულნი თქუენნი შუებითა და მთვრალობითა, ჩაისა და ყავის უდროოდ და გადამეტებით მოხმარებაც ლოთობას განეკუთვნება.

მათეს სახარება: ხოლო თუ შენ მიგაქვს შესაწირავი საკუთრხეველთან და იქ გაიხსენე, რომ შენი ძმა ძვირს იზრახავს შენთვის. დაუტევე შენი შესაწირავი საკურთხევლის წინ, წადი, ჯერ შემოირიგე შენი ძმა და მხოლოდ შემდეგ მოდი და შესწირე შესაწირავი.

ეფრემ ასური: რომც არ იცოდეთ, ესა თუ ის მოძღვარი მღვდლობის ღირსია თუ არა, ქრისტეს მცნებების გამო ნუ მოიძულებთ მას. როგორც სუფთა ოქრო არ ზიანდება, თუ იგი ჭუჭყით დაიფარება, ასევე – ყველაზე სუფთა მძივი თუ რაიმე არაწმიდა და შებილწულ ნივთს შეეხება; ამის მსგავსად, მღვდლობა არ შეირყვნება ადამიანისგან, თუნდაც უღირსი იყოს.

იოანე სინელი: სინანული უფალთან შერიგებაა, იმ კეთილ საქმეთა აღსრულების საშუალებით, რომლებიც ჩვენს წარსულ ცოდვებს უპირისპირდება. მონანული ისაა, ვინც საკუთარ სასჯელს თვითონვე მოიპოვებს.

ამბროსი მედიოლანელი: ბოროტთა სიმშვიდე იმის ნიშანია, რომ ისინი უკვე ცოცხლად არიან დამარხულნი ჯოჯოხეთში.

ნიკოლოზ სერბი: არ არსებობს ქვეყანაზე ადამიანის სულზე უფრო ძვირფასი საგანძური. ზუსტად ამ განძმა უნდა გვიხსნას დაღუპვისა და სიკვდილისგან. ყველაფერი დანარჩენი, რასაც ადამიანი აფასებს და უფრთხილდება, უცილობლად კვდება და იღუპება. ადამიანის სული უფლის თვალში მთელს მატერიალურ სამყაროზე ძვირფასია ქრისტეს სიტყვებით: „რაი სარგებელ ეყოს კაცსა, უკუეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თავისი იზღვიოს?“ შესაბამისად, არ შეიძლება, არსებობდეს საზრუნავი ადამიანისა უფრო ღირსეული, ვიდრე ზრუნვა სულის გადასარჩენად.

ანტონ ჭყონდიდელი: გლახაკთა და მშიერთა უხვად განუყავ პური შენი; რადგან შენ ქრისტესგან პური (ესე იგი, უხრწნელი ხორცი მისი) არ მიიღე, მას მიეც შენი პური, მშიერი ქრისტე გთხოვს; შენ მისგან არ მიიღე, ის შენგან კი მიიღებს, შენ უმადლო ხარ და არა მადლობ, და ის მცირის პურისთვის წინაშე ანგელოზთა და კაცთა მადლობის ხმას გასცემს: „მშიოდა და მეცით მე ჭამადი“. არათუ მარტო ამას გიბრძანებს – გამოუთქმელის სიხარულისა მიმართ მიგიწოდს და გიბრძანებს: „მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო და დაიმკვიდრით თქვენთვის განმზადებული სასუფეველი!“ ამას მადლობის ხმასა გიბრძანებთ. გონიერებით მიხედე, მცირედის პურისათვის რა გამოუთქმელი ნიჭი გეძლევა!

ნეტარი ავგუსტინე: თუ ჩვენს ტანჯვასა და ცოდვებს შორის კავშირი უხილავია, კავშირი მაინც არსებობს.

 

скачать dle 11.3