კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ანებივრებენ ყველაზე პატარა მსახიობს „შუა ქალაქში“ და რატომ არ გაუმართლა მას პირველ სიყვარულში

 

სერიალი „შუა ქალაქში” კიდევ ერთი ადამიანისთვის გახდა ოცნების ასრულების საშუალება. სერიალის ყველაზე პატარა გმირს, ნიკას, იგივე რატი გოგატიშვილს, ყოველთვის დიდი სურვილი ჰქონდა „შუა ქალაქში” მონაწილეობისა და ასეც მოხდა. რატი დღეს ყველაზე პოპულარული ბავშვია თანატოლებში. ის 1-ლი ექსპერიმენტული სკოლის მე-6 კლასში სწავლობს. როგორია მისი ცხოვრება და ბავშვური ამბები ეკრანს მიღმა, ინტერვიუდან შეიტყობთ. 

– „შუა ქალაქის” მაყურებელი თუ იყავი გასულ წლებში?

– კი, ვუყურებდი და ძალიან მომწონდა. 

– გინდოდა რომ შენც გეთამაშა ამ სერიალში?

– ძალიან მინდოდა და სურვილიც ამისრულდა.

– მაშინ ის მითხარი, როგორ მოხვდი „შუა ქალაქში?”

– ქასთინგი იყო გამოცხადებული, მივედი და ამირჩიეს. მონაწილეობას დაახლოებით 50-მდე ბავშვი იღებდა.

– როგორ შეეჩვიე ახალ პროფესიას, ხომ არ გაგიჭირდა გადაღების პროცესი?

– პირველი სერიის ჩაწერის დროს ძალიან ვნერვიულობდი, მერე შევეჩვიე და ახლა უკვე აღარ მიჭირს. ძალიან მიყვარს იქ ყოფნა.

– განებივრებენ „შუა ქალაქში?”

– კი კაცო! „შუა ქალაქში” ხან მეფერებიან, ხან მასწავლიან რაღაცეებს, კამერითაც ვიღებ ხოლმე ხანდახან. იქ ყველა კარგია, სულ იცინიან და მომწონს ეს ყველაფერი.

– მოგწონს საკუთარი თავი, როცა სერიალს ტელევიზორში უყურებ?

– ზოგჯერ არ მომწონს, რადგან, უკეთესადაც შემიძლია თამაში.

– როგორ ახერხებ სერიალისა და სკოლის ერთმანეთთან შეთავსებას? რეპეტიციები და ჩაწერა ხელს არ გიშლის სწავლაში?

– სკოლის შემდეგ მივდივარ „შუა ქალაქში” და ამიტომ ვასწრებ.

– ყველაზე მეტად ვინ მოგწონდა ძველ „შუა ქალაქში?”

– დათო და პეტო მომწონდა გამორჩეულად. ახალ „შუა ქალაქში” კი, ყველა ძალიან მომწონს.

– ისეთივე ცელქი ბავშვი ხარ, როგორიც ნიკაა?

– ნიკასნაირი არა, მაგრამ, ცელქი მეც ვარ.

– წიგნებსაც ხომ არ მალავ სახლში შენი გმირის მსგავსად?

– არა (იცინის).

– მართალია, მხოლოდ მეექვსე კლასში ხარ, მაგრამ, უკვე ხელფასი გაქვს. რას ყიდულობ მაგ ფულით?

– ჩემი ხელფასით ველოსიპედიც ვიყიდე, ემპეტრიც, ხან ტანსაცმელს ვყიდულობ და ასე შემდეგ. 

– რა გიყვარს ყველაზე მეტად?

– მუსიკის მოსმენა.

– რას უსმენ?

– როკს.

– ცოტა გამიკვირდა ამ პასუხის მიღება მეექვსეკლასელისგან. სკოლისა და სერიალის გარდა, კიდევ რით ხარ დაკავებული?

– მათემატიკაზე დავდივარ, სხვა რამეს ვეღარ ვასწრებ. 

– დრო რომ გქონდეს, რაზე ივლიდი? რა გიყვარს ყველაზე მეტად?

– ჭადრაკი, ცურვა და ცეკვა. ადრე სამივეზე დავდიოდი, ახლა ვეღარ ვახერხებ.

– სერიალში ჭადრაკის თემა აქტუალურია. იქ არ ეთამაშები ვინმეს?

– კი, როგორ არა. შესვენების დრო რომ გვაქვს, ოპერატორებსა და მსახიობებს ვეთამაშები. 

– შედეგი?

– ხან ვიგებ, ხან ვაგებ. ჭადრაკი სკოლაში შემიყვარდა, თანრიგიც მაქვს აღებული მესამე კლასში.

– შეყვარებული არ გყავს?

– ადრე ერთი გოგო მომწონდა, ახლა აღარ.

– იცოდა?

– არა. მერე ბავშვებმა უთხრეს და გაიგო. როცა მომწონდა, რაღაცეებს ვყიდულობდი და ჩანთაში ჩუმად ვუდებდი. მაშინ ჯერ კიდევ არავინ იცოდა, რომ მომწონდა. 

– იმ გოგომ რა ქნა, რომ გაიგო?

– რომ გაიგო, წერილი დაწერა და ჩუმად ჩამიდო ჩანთაში.

– რა ეწერა წერილში?

– „დებილო, დეგენერატო, მახინჯო, პირველკლასელო, თუ თავს არ დამანებებ, გეფიცები, სხვა სკოლაში გადავალ!” ჩემზე ძალიან მაღალი იყო და, სიმაღლეში რომ გავზრდილიყავი, ძალიან ბევრ სტაფილოს ვჭამდი. მაინც ვერ დავეწიე.

– შენი თანაკლასელი იყო?

– კი, ახლაც ჩემს კლასშია.

– ალბათ, როგორ ნანობს ახლა! დარწმუნებული ვარ, ბევრი გოგო გეპრანჭება.

– არ ვიცი, მე ჯერჯერობით არავინ არ მიყვარს. 

– მაშინ, ის მითხარი, ახლა როგორი გოგონები მოგწონს?

– ლამაზი.

– გოგონები ხომ არ გაბრაზებენ?

– ზოგი კი. ხან რვეულს მომპარავენ და დამალავენ, ხან – წიგნს. 

– „შუა ქალაქში” რომ აბრაზებ მასწავლებელს, რეალურ ცხოვრებაშიც ასე ხომ არ ხდება?

– არა. მასწავლებლები რომ გავაბრაზო, ეგრევე მანდატურებს ეტყვიან. ერთხელ ჩემს კლასში ბავშვებმა იჩხუბეს და მანდატურები შემოვიდნენ. რომ დამინახეს, „შუა ქალაქის” ხუმრობა გამიხსენეს, სადაც ვამბობდი: „მას, გარეთ მანდატურები ჩხუბობდნენ და ბავშვები ვაშველებდით. ახლა ერთად სხედან და სვამენ...” მითხრეს – შენ რა თქვი, ბიჭო, ჩვენზე, ვინ ჩხუბობდაო?!

– ყველაზე მეტად რომელი საგანი გიყვარს?

– ისტორია, ინფორმატიკა და ქართული.

– ინტერნეტში ბევრ დროს ატარებ?

– კომპიუტერი სანამ მქონდა, კი, მაგრამ, ახლა გამიფუჭდა.

– არა უშავს, ხელფასი ხომ გაქვს და მალე იყიდი.

– აუცილებლად.

– მობილურ ტელეფონზე ისევე ხშირად თამაშობ, როგორც ნიკა?

– ადრე არა, მაგრამ ახლა ისე შევეჩვიე გადაღების დროს ტელეფონით თამაშს, რომ უკვე ხშირად ვერთობი ამით. ზოგს ვეუბნები, მაჩვენე რა ტელეფონი გაქვს-მეთქი, გამოვართმევ და ვთამაშობ.

– დედმამიშვილები თუ გყავს?

– 7 წლის და მყავს.

– რაზე ოცნებობ?

– ადრე ოპერატორობა მინდოდა, მაგრამ ახლა ჩემი ოცნებაა, მსახიობი გამოვიდე.

– ახალ წელს საჩუქრებს თუ იღებ თოვლის ბაბუასგან?

– თოვლის ბაბუის აღარ მჯერა, მაგრამ, შარშან მჯეროდა და ველოდებოდი.

– მაყურებელს დააინტერესებს, რატი როგორი ბიჭია, რადგან ისინი მხოლოდ ნიკას იცნობენ. როგორ დაგვიხასიათებ საკუთარ თავს?

– ცოტა ცელქი ვარ. ამბობენ, რომ ნიჭიერი ბავშვი ვარ, მაგრამ, ცოტა ზარმაცი.

– შენს მაყურებელს რას ეტყვი?

– თუ მოვწონვარ, მიყურონ.

 

 

 

скачать dle 11.3