კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისგან უნდა შეიკავოს თავი კაცმა, როცა ცოლს მის მიმართ ეჭვი აქვს

 

ზოგჯერ მამაკაცსაც სჭირდება დაცვა. მართალია, ის ქალზე ძლიერიცაა და პრეტენზიაც აქვს, რომ მისთვის ყველაფერი დასაშვებ-მისაღებია, მაგრამ, რეალურად ასე არ არის. სინამდვილეში, მამაკაცებიც განიცდიან, მამაკაცებსაც სწყინთ და სტკივათ, მამაკაცებიც ნერვიულობენ და, რაც ყველაზე მთავარია, მამაკაცებსაც აქვთ „კეთილი ჩანაფიქრები და ზრახვები.” ამიტომ, თუ თქვენმა მეუღლემ სრულიად მოულოდნელად რაღაც ისეთი შემოგთავაზათ, რასაც მისგან არანაირად არ ელოდით (მაგალითად, წაგიყვანათ ოპერაში, როცა დარწმუნებული ხართ, რომ მისთვის საუკეთესო მუსიკა მძიმე როკია), მაშინვე იმას ნუ იფიქრებთ, რომ ამით, ანუ, თქვენი გულის მოგების მცდელობით, დანაშაულის დაფარვას ცდილობს. იქნებ, უბრალოდ უნდა, რომ გასიამოვნოთ, ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ ქალებმა ჩავუნერგეთ მამაკაცებს, რომ სიურპრიზები გვიყვარს?!

 

ავთო (29 წლის): ათი წლის შერთული მყავს ცოლი. ხომ წარმოგიდგენიათ, ცოლქმრული ცხოვრების რამდენწლიანი სტაჟი მაქვს. ამ ხნის განმავლობაში საკმაოდ ბევრი განსაცდელი გამოიარა ჩვენმა ოჯახმა. ჯერ ბავშვები ვიყავით და კარგა ხანს ვთამაშობდით ცოლქმრობანას. თუმცა, ზოგი მთელი ცხოვრება ამას აკეთებს და ჰგონია, რომ სრულფასოვანი ოჯახი შექმნა, სინამდვილეში კი მათ ურთიერთობას სახელი არ აქვს. უბრალოდ, ერთ ჭერქვეშ ცხოვრობს ორი ერთმანეთისთვის უცხო ადამიანი და ერთმანეთს ატყუებს, უპირველესად კი, თავს იტყუებენ. შეყვარებულები ვიყავით და რა მოგვათმენინებდა. აბსოლუტურად მოუმზადებლები შევებით უღელში. მე ახლა ვაცნობიერებ ამას, თორემ, მაშინ დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებდი. ჩხუბიც საკმარისი გვქონდა და კამათიც, არც სკანდალებს ვიკლებდით. ორი ბავშვიც ზედიზედ მიჰყვა ერთმანეთს და მოკლედ, ახლა მებრალება ჩემი ცოლი. მე ჩემი ცხოვრებით ვცხოვრობდი, ცოლს ნაკლებ ყურადღებას ვუთმობდი და მიმაჩნდა, რომ ეს იყო ნორმალური. მამაკაცების დიდი უმრავლესობა სწორედ ასე ცხოვრობს: შეირთავენ ცოლს, გააჩენინებენ შვილებს, მიაქვთ მათთვის საჭმელი, ტანსაცმელი და მიაჩნიათ, რომ ვალი მოიხადეს. რა ჰქვია ამას?!

– არ ვიცი. ალბათ, მამაკაცური პასუხისმგებლობა.

– დამცინით? თუმცა, შეიძლება, მართალი ბრძანდებით. ხშირად გვერევა პასუხისმგებლობაში ის, რაც მასთან ახლოსაც კი არ არის. გვგონია, ცოლი ბედნიერი უნდა იყოს იმით, რომ საერთოდ ვარსებობთ მის ცხოვრებაში. არადა, გვავიწყდება, როგორ გადამეტებულ ყურადღებას ვიჩენდით, სანამ გვერდით დავიყენებდით. სანამ „ეს ქალი ჩემიას” დავარქმევდით. მოკლე მეხსიერება გვაქვს, როცა ჩვენსას გავინაღდებთ.

– ანუ, მამაკაცებს იმაში ადანაშაულებთ, რომ ცოლებს ნაკლებ ყურადღებას უთმობენ?

– პრინციპში, კი. მამაკაცების ბრალმდებელად ნუ გამომაცხადებთ, მაგრამ, ვაღიაროთ რეალობა – იმას, ვინც უკვე შენია, ნაკლებად უფრთხილდები, მით უმეტეს, როცა დაკარგვის პერსპექტივაც კი არ არსებობს. სხვისას ვერ დავამტკიცებ, მაგრამ, მე ნამდვილად არ ვინტერესდებოდი, რატომ იყო ჩემი ცოლი ზოგჯერ მოწყენილი. ხშირად გაღიზიანებული ან განერვიულებული. პირიქით, იქით ვუბრუნებდი საყვედურებს და არაერთხელ მითქვამს მისთვის, უხასიათო ხარ-მეთქი.

– რატომ?

– იმიტომ, რომ ხშირად წუწუნებდა, ჯაჯღანებდა, გვსაყვედურობდა მეც და ბავშვებსაც – არ მეხმარებით და ჩემს ნაწვალებს მაინც გაუფრთხილდითო. ძალიან ვიღლები და არავის ვეცოდებიო. თქვენს მოვლას გადავყევი და მაინც არ ხართ მადლიერებიო. მოკლედ, იცით, ალბათ, რომ ყველა ქალს ასეთი „რეპერტუარი” აქვს. მე მღლიდა მისი წუწუნი და ბოლოს სახლში მისვლაც აღარ მინდოდა. ვცდილობდი, იმ დროს დავბრუნებულიყავი შინ, როცა დაძინებასღა მოვასწრებდი. ეს ჩემი ცოლის მხრიდან უკმაყოფილების ახალ ტალღას იწვევდა და ბოლოს მივედი ლოგიკურ დასასრულამდე.

– დაშორდით?

– არა, ვუღალატე, მრავალფეროვნებისა და ცხოვრების გახალისების მიზნით, ეს იყო ყველაზე ცუდი, რაც კი შემეძლო, გამეკეთებინა. ახლა ვეტყვი მამაკაცებს, რელაქსაციის სხვა ქალის მკლავებში ძებნა გამოსავალი არ არის, ეს ნაკვერჩხალზე ნავთის დასხმის ტოლფასია. შეიძლება, აალდეს, აფეთქდეს შენი ოჯახი და შენი შვილების სულიერი კომფორტი შეიწიროს. ამაზე ყველა მამაკაცმა უნდა იფიქროს, მით უფრო, თუ ოჯახის დანგრევა არ უნდა. ანუ, იმაზე ფიქრსა და თავის მტვრევას, ცოლმა როგორმე არ გაიგოს ჩემი ღალატიო, გაცილებით მარტივია ცოლთან განაახლო ურთიერთობები. წარმომიდგენია, რას ფიქრობენ ჩემზე მამაკაცები. ვერც იმას ვიფიქრებ, რომ ქალებს მოვხიბლავ ჩემი გულახდილობით. თუმცა, ახლა ეს ჩემი მიზანი არ არის. მთავარია, ცოლი დავაჯერო იმაში, რომ ცუდი განზრახვა არ მქონია.

– დარწმუნებული ხართ, რომ წაიკითხავს ამას და მიხვდება?

– ვფიქრობ, რომ კი. ყოველ შემთხვევაში, უნდა ვცადო. არადა, ყველაფერი ისე შესანიშნავად იყო ჩაფიქრებული... დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი სიურპრიზი მოეწონებოდა ჩემს ცოლს და ურთიერთობას ხელახლა, ერთმანეთის თავიდან აღმოჩენით დავიწყებდით. ახლა ჩემი ცოლი იმაშია დარწმუნებული, რომ დავცინე. ახალი წელი ჩავუშხამე და ეს სპეციალურად გავაკეთე. საერთოდაც, ვინ თქვა, რომ ქალებს სიურპრიზები უყვართ? არ დაიჯეროთ. არათუ არ უყვართ, არც კი ესმით. ეგენი სიურპრიზს იმას ეძახიან, წინასწარ რომ შეგიკვეთენ იმას, რისი მიღებაც „მოულოდნელად” უნდათ და მერე, ვითომ არ ელოდებოდნენ, უხარიათ. სიურპრიზი იმისი სიურპრიზია, რომ წარმოდგენა არ უნდა გქონდეს მასზე.

– რატომ გადაწყვიტეთ ცოლისთვის სიურპრიზის მოწყობა?

– იმიტომ, რომ ძალიან იყო ჩემზე გაბრაზებული. გეტყვით, რატომაც. საყვარელი არ გამიჩენია, მაგრამ, იმ ქალს რაღაც პერიოდის განმავლობაში ვხვდებოდი. ჩვეულებრივი გოგო იყო, არაფრით გამორჩეული. ერთი წუთითაც არ დამიშვია, რომ მასთან რამე სერიოზული მექნებოდა. თვითონაც არ იღებდა ხმას ამაზე, თუმცა, მხოლოდ თავიდან. მესამე-მეოთხე შეხვედრისას ენა ამოიდგა და სიყვარულზე არ დამიწყო ლაპარაკი?!

– ხვდებით, რატომ არიან ცოლები ხანმოკლე „რომანჩიკების” წინააღმდეგი? ეს მარტო კაცებს ჰგონიათ, რომ ერთხელ დაწვებიან ქალთან და მორჩა...

– უნდა დაგეთანხმოთ. საბოლოოდ, ყველა ქალი მაინც სიყვარულზე და ოჯახზე იწყებს ლაპარაკს, ყველაზე თავისუფალიც და მეძავიც. ქალებს იშვიათი ნიჭი აქვთ, ყველაფერი გაართულონ და გააფუჭონ.

– ეს უსამართლო და მამაკაცური ლოგიკისთვის დამახასიათებელი ბრალდებაა.

– რა, ასე არ არის? მარტივი ურთიერთობა – ვალდებულებების გარეშე, ბოლომდე ასეთად უნდა დარჩეს. ფლირტი უნდა იყოს ფლირტი და სიყვარული – სიყვარული, რა არის ამაში გაუგებარი? მაგრამ, ქალებს ტვინი სხვანაირად გაქვთ მოწყობილი. თქვენსას „აწვებით” და საერთოდ არ გაინტერესებთ, კაცს რა გეგმები აქვს.

– ანუ, კაცს პასუხისმგებლობა არ უნდა ჰქონდეს? უფრო სწორად, ზოგ ურთიერთობაში უნდა ჰქონდეს, ზოგში კი – არა? ეს ხომ შეცდომაა.

– არ ვიცი, მაგრამ, ფაქტია, რომ არ არსებობს პაწაწინა სიამოვნებაც კი, რომელზეც მერე პასუხს არ მოგთხოვენ და „საფასურს“ არ გადაგახდევინებენ. მხოლოდ მატერიალურ მხარეს არ ვგულისხმობ, თორემ, იმ ქალს მე თავისი გადავუხადე, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.

– ფული გადაუხადეთ?

– ამას რა მნიშვნელობა აქვს? მე იმის თქმა მინდა, რომ თავიდანვე იცოდა, მასთან სიყვარულობანას თამაშსაც კი რომ არ ვაპირებდი. მერე რატომ იფიქრა, რომ ურთიერთობა სხვა ჭრილში უნდა გადაგვეტანა, არ ვიცი. მაშინვე შევწყვიტე ყველაფერი. ეს ქალები მაგიჟებენ. ცოლიან კაცს ლოგინში უწვებიან და მერე პრეტენზია აქვთ, რომ ეს კაცი მხოლოდ მათ უნდა ეკუთვნოდეთ. მოკლედ, მასთან ყველაფერი დავამთავრე და სინდისმაც შემაწუხა. ცუდი რამე ყოფილა დანაშაულის განცდა. ვეღარ მოვისვენე. რამდენიმე თვე ცოლს თვალებში ვერ ვუყურებდი. საქციელიც შემეცვალა – უფრო ყურადღებიანი გავხდი და სწორედ აქ გამომიჭირა – რა ხდებაო, მკითხა. მეც წინდაუხედაობა გამოვიჩინე და ვუთხარი, რაც ჩავიდინე. ჩემი მხრიდან ეს სისულელე და დიდი შეცდომა იყო. მამაკაცების საყურადღებოდ უნდა ვთქვა – არასდროს მოუყვეთ ცოლს თქვენი სასიყვარულო თავგადასავლების შესახებ, თორემ, ძალიან ინანებთ. როცა დასჭირდებათ, მაშინ გაგიხსენებენ ცოდვას. ქალები ასეთ რაღაცას არასდროს ივიწყებენ. გაგიჟდა. მაგრად აგვერია ურთიერთობა. მირბოდა სახლიდან. იმ ქალის რამდენიმე მესიჯიც ნახა და ვეღარ ვაკავებდი. არაფრით არ დამიჯერა, რომ ურთიერთობა აღარ გვქონდა. არც ის მინდოდა, რომ ჩვენს ურთიერთობაში გარეშე პირები ჩარეულიყვნენ – მისი ან ჩემი მეგობრები და საკუთარი ძალებით ვცდილობდი მის დაწყნარებას. დარჩა, მაგრამ, მითხრა, ამას მარტო ბავშვების გამო ვაკეთებო. მეგონა, ეს მხოლოდ გაბრაზებულ გულზე წარმოთქმული სიტყვები იყო, მაგრამ, ისეთი პრინციპულობა გამოავლინა, საერთოდ რომ არ ველოდი. ზედ აღარ მიყურებდა, საერთოდ არაფრად აღარ მაგდებდა. ძაღლს რომ მოეპყრობიან, ისე მექცეოდა, ოღონდ, ქეციან და ჭირიან ძაღლს, მარტო რომ აჭმევენ, ასმევენ და ხელსაც კი არ გადაუსვამენ თავზე. არ მინდოდა მისი დაკარგვა. ახალი წელი მოდიოდა და ვიფიქრე, რამე განსაკუთრებული უნდა მოვიმოქმედო, რომ შემოვირიგო-მეთქი. მინდოდა, მიმეხვედრებინა, რომ ის ჩემთვის განსაკუთრებულია. სიურპრიზი ჩავიფიქრე – ახალი წლის შეხვედრა თოვლში. ჩემს მშობლებს წინასწარ შევუთანხმდი, რომ ბავშვები დაეტოვებინათ. მერე შევუდექი ჩემი გეგმების განხორციელებას. სასტუმროს ნომერი ორი თვით ადრე დავჯავშნე. ვაპირებდი, თხილამურებით ჯერ მე ავსულიყავი მაღლა, ჩუმად ამეტანა შამპანური და ჭიქები. მერე ამეყვანა ჩემი ცოლი და მისთვის საჩუქარი იქ გადამეცა. ძალიან ძვირფასი ნივთი ვუყიდე. არ დავაკონკრეტებ. ჩემი ცოლის დათანხმება ძალიან გამიჭირდა, უარს მეუბნებოდა ბავშვებთან მინდა ყოფნა. შენგან არაფერი აღარ მინდა, აღარც ეს ახალი წელი მიხარიაო. ბოლოს ვუთხარი, რამდენი ხანია, თხილამურებზე არ მდგარხარ, საერთოდ ნუ მომაქცევ ყურადღებას-მეთქი. კარგი, იქ შენ თვალწინ გავეპრანჭები კაცებს და ვნახავ, როგორ გუნებაზე დადგებიო.

– დათანხმდით ამაზე?

– არ მიმიქცევია ამისთვის ყურადღება. ოღონდ კი იქამდე ჩამეყვანა. წავედით, დავბინავდით. ცოტა გამოუკეთდა გუნება-განწყობა. სასტუმრო და „სასტავი” მოეწონა. ჩემს გასაგონად თქვა, ამაღამ ბარში კარგად გავერთობიო. ვიფიქრე, ღამემდე ისე შემოვირიგებ, ჩემ გარდა არავისთან აღარ მოინდომებს გართობას-მეთქი. დილაუთენია ავიტანე შამპანურის ბოთლი და ჭიქებიანად ჩავფალი თოვლში. ჩემს ცოლს ყავა უკვე დალეული ჰქონდა და, წამოდი, დავეშვათ-მეთქი. როცა შევთავაზე, გაიცინა, – კარგი, ჯანდაბას, შენი თავიო.

მე დაშვებამდე მქონდა ჩაფიქრებული, შამპანურის „პოვნა”. ის ნივთიც ქურთუკის ჯიბეში მედო, მაგრამ, სრულიად გაუთვალისწინებელი რაღაც მოხდა: ბოთლი ისე ჩავფალი, თავი ოდნავ უჩანდა. ჩემმა ცოლმა არ დამაცადა და დაეშვა. ზუსტად იმ ბოთლს წამოედო თუ თავისით დაკარგა წონასწორობა, არ ვიცი, მაგრამ, დაიმტვრა. ჩემი კეთილი ჩანაფიქრი ლამის უბედურ შემთხვევად შემომიბრუნდა. ხელი მოიტეხა და ფეხი იღრძო – ყველაზე უარესი  კი ის იყო, რომ მე დამადანაშაულა, სპეციალურად მომიწყვეო. ჩემი სიკვდილი თუ არა, ის ხომ მაინც გინდოდა, რომ დღესასწაული ჩამშხამებოდაო. ხომ მაინც მიაღწიე შენსასო. ვერაფრით ვეღარ გადავარწმუნე. მოვუყევი, რაც მქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ როგორც თვითონ უნდოდა, ისე გაიგო და ისე გამოაბა „კუდიც”. მერე კარგი სკანდალიც მომიწყო. საჩუქარი ვაჩვენე, მაგრამ... ყველაზე ნაკლებად ასეთ სისულელეს ველოდი ამ საახალწლოდო. ბოლოს ეს ყველაფერი იმით დააგვირგვინა, რომ მომახალა, გაბრაზებული ვიყავი, ახლა კი გაცოფებული ვარ და მძულხარო. შოკშია ჩემი უსინდისობის გამო. მითხარით, რა უნდა ვქნა? შეიძლება, ოჯახი დამენგრეს. ახლა თავის მშობლებთან არის და ჩემი დანახვაც არ უნდა. ყველას ეუბნება, ძალით დამამტვრიაო. რომ ვამბობ, სიურპრიზის მოწყობა მინდოდა-მეთქი, ყველა მეუბნება, შტერი ხარო. ჩემმა ცოლმა ახლა ახალი ვერსიაც შეიმუშავა – ალბათ, ის „ნაშაც“ იქ გყავდა, რომ ჩემზე ერთად დაგეცინათო, მართლაც არ ღირდა ასეთი სიურპრიზის ჩაფიქრება, მაგრამ, ახლა უკვე გვიანია, თუმცა, ოღონდ შევირიგო და მსგავს სისულელეს როგორღა ჩავიდენ.

 

 

скачать dle 11.3