კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სასწაულებს ახდენს რატი დურგლიშვილი და რატომ არ უნდა ლიკა ქორქიას გათხოვება

საახალწლო ორომტრიალი და ქაოსი მათ ცხოვრებაში ისევ გრძელდება – ახალი წელი ხომ ჩვენთან 15 იანვრამდეა და, შესაბამისად, კონცერტები და სადღესასწაულო საღამოები გრძელდება. ლიკა ქორქიასა და რატი დურგლიშვილს უდიდესი მადლობა უნდა გადავუხადო, რომ ამ საგიჟეთში „თბილისელებისთვის” გამონახეს დრო.

 

ინტერვიუ 1. ჟურნალისტია ლიკა ქორქია

– რატი, მითხარი, ახალი წელი როგორ გაატარე?

– თორმეტ საათზე, როგორც ყოველთვის, კონცერტზე ვიყავით – თბილისის მთავარ საახალწლო კონცერტზე, აღმაშენებლის მოედანზე „ესა-მესას” რიმეიქი ვიმღერეთ. ძალიან მაგარი ნომერი გამოვიდა, თოვლის ბაბუებით და ეს მთელმა საქართველომ ნახა. 

– მითხარი, როგორი იყო შენთვის 2011 წელი?

– 2011 კარგი წელი იყო, მაგრამ, ვერ შეედრება 2009-ს – შარშანწინ საოცარი წელი მქონდა. იმ წელს ვიყიდე ახალი მანქანა. ვვარაუდობ, რომ 2012 ძალიან მაგარი წელი იქნება არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ, ყველა ჩვენგანისთვის. მინდა, მთელ საქართველოს მივულოცო ახალი წელი, მშვიდობა და ბედნიერება დაებედოს ყველა ოჯახს! 

– ხარ თუ არა კარგი მეკვლე და როგორი ფეხი გაქვს?

– სასწაული. რამდენჯერაც მეკვლე ვიყავი იმდენჯერ გავათხოვე გოგონები. 

– მოდი... (იცინიან).

– გამოდის, რომ კარგი ფეხი მაქვს, თუმცა, მერე მათ ქორწილში თამადა და ბავშვის ნათლია აღარ ვარ ხოლმე, მე მთავარს ვაკეთებ და მერე ცხოვრობენ ბედნიერად. ერთი ოთხი-ხუთი გავათხოვე და მსურველების რიგი მედგა (იცინიან).

– მერე აქედან შენ რა?

– რა ვიცი, ქრთამს არ ვიღებდი ხოლმე, დიდი-დიდი ერთ ნაჭერ ლობიანს თუ მივირთმევდი (იცინიან).

– სისტემა შემუშავებული გაქვს, თავისი ბრინჯის, კანფეტების შეყრით და ამბებით?

– შარშან გავიგე, სხვათა შორის, რომ კარგია სახლში ბრინჯის შეყრა. შარშან გამთენიისას მივედი სახლში, ისე გამოვიდა, რომ მეკვლე ვიყავი და, სანამ სახლში შევიდოდი, დედაჩემს ვუთხარი, ბრინჯი მომეცი-მეთქი. ქალი გაგიჟდა, რა ბრინჯი, დილის ხუთი საათიაო. ისე, ზოგადად, მსგავს რაღაცეებს არ ვაკეთებ, უფრო ტკბილეულით შემოვიფარგლები. 

– ახალ წელს, ალბათ, უამრავი სურვილი გქონდა. თუ გყავს თოვლის ბაბუა, რომელიც ამ სურვილებს ასრულებს?

– ამ ახალ წელს ძალიან ბევრი საჩუქარი მივიღე, კონკრეტულად ერთი თოვლის ბაბუისგან კი არა, ჩემთვის ძალიან საყვარელი ადამიანებისგან.

– მე, მაგალითად, მყავს თოვლის ბაბუა. რასაც ვაბარებ და რა სურვილებიც მაქვს, ყველაფერს მისრულებს. 

– მანქანაც რომ დააბარო?

– არა მგონია, მანქანა ვისურვო, რადგან, თოვლის ბაბუებში ჩემი ოჯახის წევრებს ვგულისხმობ და, თუ სურვილებში გადავამლაშე, მერე მეუბნებიან ხოლმე, ზედმეტი არ მოგივიდესო. არიან სხვა თოვლის ბაბუებიც, რომლებსაც, შემიძლია, „ზედმეტი მოგივიდეს” საჩუქრები დავაბარო, მაგრამ, ამ დონეზე ვერ ვიმეტებ (იცინიან). კარგი, კითხვებს დავუბრუნდეთ: ვიცი, რომ თინეიჯერები და ზევით, ასაკი ფიქსირებული არ არის, გაგიჟებულები არიან შენზე, ისე მოსწონხარ (იცინიან). 

– ზევით და ზევით ჰო, სადარბაზოსთან მელოდებიან და გასაქანს არ მაძლევენ... არა, რა თქმა უნდა, ასე არ ხდება. ახლა არის ადამიანი ჩემს ცხოვრებაში, ვინც მაინტერესებს (იცინიან).

– ერთი წუთით! ეს თემა უნდა გავაღრმაოთ!

– ვხუმრობ, ლიკა, სამწუხაროდ, ისევ მარტო ვარ და არავინ კონკრეტული ჩემს ცხოვრებაში არ ჩანს. უკვე რვა წელია, შეყვარებული არ მყოლია. საერთოდ, რაღაც ასაკს რომ გადააბიჯებს მამაკაცი, მისთვის პირადი ურთიერთობების აწყობა, არჩევანის გაკეთება რთულდება.

– ალბათ, არავინ არ არის, თორემ, არჩევნის გაკეთება არ გაგიჭირდებოდა, აქ ასაკი არაფერ შუაშია. შეიძლება, 65 წლის იყოს კაცი და უცებ ისე შეუყვარდეს ვიღაც, ჭკუიდან გადავიდეს.

– ამაზე ძალიან ხშირად ვფიქრობ... არ მინდა, ვიღაცამ იფიქროს, რომ წუნია ვარ, რადგან, ასე არ არის; უბრალოდ, ეტყობა, არ დადგა ის მომენტი და არ გამოჩენილა ჩემს ცხოვრებაში ადამიანი, ვინც საფიქრალს არ დამიტოვებდა. 

– ამას წინათ სიუჟეტი ვნახე, ორი ხანში შესული ადამიანი როგორ დაქორწინდა „კათარზისში“...

– მგონი, მეც ასე მომიწევს, მერე განცხადებას გამოვაქვეყნებ: გამოიარეთ ჩემთან, „კათარზისში”. სხვათა შორის, გუშინ, გამახსენა მაკამ რომ იურმალაში ყოფნის დროს მაია ყიფიანს სანაძლეო დაუდო, რატი კიდევ ათი წელი არ მოიყვანს ცოლსო. იმ დღიდან უკვე ოთხი წელი გავიდა, ექვსი კიდევ დარჩა.

– და, რას იგებს მაკა?

– უფ, ძალიან მაგარ რამეს – მანქანას. მაგრამ, მინდა, ისე მოვახერხო, რომ ფრედ დამთავრდეს მათი დავა. 

– მოიყვანო და გაუშვა?

– „ნიჩია”... (იცინიან) წაგების შემთხვევაში, ორივეს სერიოზული ხარჯების გაწევა მოუწევთ, რაც არ მინდა. 

– მოიყვანე ცოლი, ოღონდ, არაოფიციალურად და ორივე მოგებული იქნება. 

– რთულია ეს ამბავი. „აუ, მომენატრე, როდის მოხვალ“... – არ შემიძლია ეს ყველაფერი და, რა ვქნა?! შეიძლება, კარგია, მაგრამ, მაშინ, როცა ძალიან გიყვარს. ისე კი, ემოციური და თბილი ვარ, თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ, თუ ვინმე შემიყვარდა, მის გაბედნიერებას შევძლებ; თუ ვარ ვინმესთან, ბოლომდე ვარ, სანახევროდ ყოფნა არ შემიძლია და, როდესაც შეყვარებული ვიყავი, არ მიღალატია. 

– როგორც მეორედ მოსვლას ველოდებით 2012 წელს, ისე ველოდებით შენს სიყვარულს, ხომ?

– მგონი, მართლა ეგ სიტუაციაა. მერვე წელია, გრძნობა არ მქონია და ეს ძალიან ძნელია, ძალიან. 

ინტერვიუ 2. ჟურნალისტია რატი დურგლიშვილი

– ახლა შენ მომიყევი, როგორ გაატარე ახალი წელი?

– ძალიან მაგრად. რამდენიმე ადგილას მივედი, სადაც მეგობრების სხვადასხვა წრე ერთობოდა. ზოგი სად იყო, ზოგი – სად. არადა, ერთ სამეგობროსთან რომ მიდიხარ, მეორეს სწყდება გული. ამ თბილისში ვერავინ გაარკვია, ახალ წელს სად წასულიყვნენ და ასე აღმოჩნდა ყველა დაქსაქსული, სულ სხვადასხვა ადგილას. მეც, ავდექი და რამდენიმე ადგილას შევიარე. თავიდან, ტრადიციულად, 12 საათს სახლში ვხვდები და სულ ასეა. მერე ჩემი ძაღლი შემოვიდა მეკვლედ და იყო დიდი აურზაური – მიყვარს ეს მომენტი ძალიან. ამის შემდეგ მეზობლებთან შევედით მეკვლედ, რადგან, როგორც ამბობენ, მე და ანის იდეალური ფეხი გვქონია და დიდი მიწვევები გვაქვს ამასთან დაკავშირებით (იცინიან). ამის შემდეგ კიდევ ერთ მეგობართან ვიყავით მეკვლედ, სადაც, შენგან განსხვავებით, ბრინჯიც გვქონდა, კანფეტებიც, ხურდებიც და სხვა რაღაცეებიც.

– ანუ, გჯერა ასეთი რამეების?

– მჯერა-მეთქი ვერ გეტყვი, მაგრამ, რადგან ასეა ნათქვამი, ასე ვაკეთებ, რომ მერე ვინმემ არ იფიქროს, ბრინჯი და ხურდა დაენანაო. ამიტომ, გულუხვად ვაყრი ყველას მათ სახლში შესვლისას. 

– უი, ხურდაც საჭიროა? ეს აღარ ვიცოდი.

– ხურდაც და, რა თქმა უნდა, სახლში ყოველთვის მარჯვენა ფეხით უნდა შეხვიდე. იმასაც ამბობენ დიდი ფეხი უნდა გქონდესო. რაღაცნაირად, ორმოცდაერთამდე „ვქაჩავ”, მაგრამ, ვისთანაც შევდივარ მათ ჰყოფნით. 

– რამე განსაკუთრებული ტრადიცია ხომ არ გაქვთ სამეგობროში?

– „ტრიცატ პერვავა დეკაბრია, მი ს დრუზიამი ხოდიმ ვ ბანიუ”... (იცინიან) არა, ასეთი ტრადიცია არ მაქვს. ერთადერთი ოჯახში ახალი წლის ერთად შეხვედრაა ურყევი. როგორიც  ბავშვობის პირველ მოგონებაში იყო ახალი წელი ჩემს მეხსიერებაში, ზუსტად ისეთია ის დღეს. ყოველთვის ერთნაირი ახალი წელი გვაქვს, გამონაკლისების გარეშე. უბრალოდ 12 საათის მერე ყოველ წელს სხვადასხვა რაღაც ხდება.

– ესე იგი, ოჯახის წევრები თოვლის ბაბუები არიან. აბა, სხვა თოვლის ბაბუაო?!

– კი, არიან, შეთავსებით „თოვლის ბაბუები“...

– მაშინ, ვთხოვ, რომ გამოჩნდნენ.

– გამოჩენილები არიან. სხვათა შორის, სულ ისე ხდება, რომ დღესასწაულებზე განსაკუთრებული აქტიურობა შეინიშნება ხოლმე. ალბათ, ეჯიბრებიან, ვინ უფრო კარგი თოვლის ბაბუა იქნება. მაგრამ, მართლა სულერთია, საჩუქარი საჩუქარია, ცუდი იქნება თუ კარგი, მაინც მიხარია. 

– ზუსტად იგივე დამოკიდებულება მაქვს საჩუქრებთან დაკავშირებით – ყველაფერი მიხარია.  ასე, ძვირფას საჩუქარს რომ გჩუქნიან, ძალიან მაგარია. ასეთი ლამაზი გოგო ხარ და, რაც რამ ძვირფასი გააჩნიათ, ყველაფერი უნდა გაჩუქონ. 

– ისე, შენ ბიჭი ხარ და, თუ ძვირფას ნივთს გაჩუქებენ, უხერხულ მდგომარეობაში არ ვარდები?

– საშინლად. მაგრამ, რომ გითხრა, ძალიან ძვირფას ნივთებს მჩუქნიან-მეთქი, მოგატყუებ. „იურმალა“ რომ მოვიგეთ, მაშინ მაჩუქა პრეზიდენტმა ავტომობილი და ეს ისეთი მოულოდნელი იყო, ვერ წარმოიდგენთ, ჭკუაზე არ ვიყავი. რაც შეეხება, საჩუქარს, როგორიც არ უნდა იყოს, ძალიან მიხარია მისი მიღება. ვერ წარმომიდგენია, რა დღეში ჩავვარდები, ვინმემ საჩუქარი უკან რომ მომიბრუნოს... ასეთი რამ არასდროს მომხდარა, მაგრამ, ალბათ, გავგიჟდები.

– საჩუქრების მიბრუნება ძალიან უხერხულია, თუმცა, ჩემს ცხოვრებაში ასეთი რამ მომხდარა. ხშირად საჩუქარს უხეშად მოჰყვება ხოლმე პატრონიც და, ამიტომ, მირჩევნია, კონკრეტული ადამიანებისგან საჩუქრები არ მივიღო. 

– ანუ, არ არის ერთი ისეთი, გამორჩეული ტიპი, ვისგანაც ყველანაირ საჩუქარს უპრობლემოდ მიიღებ?

– არა და, არ ვიცი, ეს წელი იქნება თუ არა ამით გამორჩეული. ახალი წლის დადგომასთან ერთად, სულ მეკითხებიან: აბა, იქნებ წელს მოხდეს შენს ცხოვრებაში გადატრიალება, პირადში ცვლილებებიო. რატომ?! წინ არის 2013, 2014 და ასე შემდეგ. ჯერ ძალიან პატარა ვარ იმისთვის, რომ გავთხოვდე, არსად მეჩქარება. წინასწარ არაფრის მტკიცებას არ დავიწყებ, არავინ იცის, რა ხდება, მაგრამ, ამისთვის მზად ნამდვილად არ ვარ. პირად ურთიერთობებზე არ ვფიქრობ, 2012 წელს სულ სხვა მხრივ მომზადებული ვხვდები. უამრავი კონკრეტული გეგმა მაქვს, რომლებსაც წელს აუცილებლად განვახორციელებ. მაგრამ, ახლა ამ გეგმების შესახებ ვერ მოგიყვები, თვალი ეცემა. 7 იანვრამდე გაწამაწიაში ვარ და შვიდიდან ვიწყებ გეგმების რეალიზებას. 

– სახლში ხურდებს ყრი – თვალი ეცემაო. რა ცრუმორწმუნე ხარ?

– სხვათა შორის, არ ვარ ცრუმორწმუნე, უბრალოდ, ვფიქრობ ეს სიმბოლოები, მისტიკა ალამაზებს ყოველდღიურობას. თან, ესა თუ ის ცრურწმენა შრომასაც მოითხოვს. მეკვლეობისთვის ისე ვემზადები, ხალხი მისაღები გამოცდებისთვის არ ემზადება ასე. სასიამოვნოა, როცა ნაფიქრი, მომზადებული მიდიხარ სადმე და არა ისე – აქვე ვიყავი და მეკვლედაც შემოგიარეთო, ანუ, ცოტა რომ გეზარება. 

– ეს სიახლეები ტელეკარიერას უკავშირდება?

– ტელეკარიერასაც და, ზოგადად, ჩემი ცხოვრების საქმიან მხარეს უკავშირდება. ერთადერთი, რაზეც კითხვის ნიშანს ვტოვებ, ეს პირადია და, თან, ჩემზე არ არის დამოკიდებული, კარიერაში კი დიდი ცვლილებები იქნება. 

– ძალიან-ძალიან დიდ წარმატებას გისურვებ. მართლა გამიხარდება როგორც შენი, ისე შენი დის წარმატება, რადგან ორივე ძალიან მიყვარხართ.  

 

 

скачать dle 11.3