კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის 2011 წლის მონაცემებით, პლანეტის ყველაზე გავლენიანი ქალი პოლიტიკოსი „ფორბსის” ვერსიით

 

ამერიკულმა „ფორბსმა” მსოფლიოს 2011 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანებისგან შემდგარი რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგის შედგენა ოთხი პარამეტრით განისაზღვრა: 1 – რა რაოდენობის ადამიანებს მართავს ეს პიროვნება; 2 – რა სახის ფინანსურ რესურსებს აკონტროლებს; 3 – რომელ სფეროებზე ვრცელდება მისი გავლენა; 4 – აქტიურად იყენებს თუ არა ძალაუფლებას. რეიტინგში პოლიტიკოსები, კომპანიების ტოპ-მენეჯერები და მფლობელები, რელიგიური ლიდერები, სამხედროები და მათ შორის ერთი ნარკომოვაჭრეც მოხვდა, სულ 70 ადამიანი. „თბილისელების” ამ ნომერში „ყველაზე გავლენიანების” პირველ ტოპ-ათეულს შემოგთავაზებთ.

ბარაკ ობამა – ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი; ასაკი – 50 წლის; წლიური შემოსავალი – 569 ათასი დოლარი; ოჯახური მდგომარეობა – მეუღლე, ორი შვილი; 2011 წლის მთავარი მიღწევა – მსოფლიოს ¹1 ტერორისტის უსამა ბინ ლადენის ლიკვიდირება.

პოლიტიკური მიმომხილველების აზრით, რომ არა ბინ ლადენის ლიკვიდირების წარმატებული სპეცოპერაცია, ბარაკ ობამა, შესაძლოა, რეიტინგის ორმოცდაათეულშიც ვერ მოხვედრილიყო. მისი რეიტინგი, ამერიკაში ფინანსური კრიზისისა და ინფლაციის გამოცხადების საშიშროების გამო, ეცემოდა და იმასაც ამბობდნენ, ობამას მეორე ვადით პრეზიდენტად აღარ აირჩევდნენ. თუმცა, ბინ ლადენმა, როგორც ჩანს, ობამას რეიტინგზე „იზრუნა” და მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქვეყნის პრეზიდენტიც, რომელიც პლანეტის ყველაზე ძლიერ ეკონომიკას და ჯარს აკონტროლებს, 2011 წლის ყველაზე გავლენიან ადამიანად დასახელდა. 

ვლადიმირ პუტინი – რუსეთის პრემიერ-მინისტრი; ასაკი – 59 წლის; წლიური შემოსავალი – 126 ათასი დოლარი; ოჯახური მდგომარეობა – მეუღლე, ორი შვილი; 2011 წლის მთავარი მიღწევა – 2015 წლისათვის ყაზახეთთან, უკრაინასთან და ბელარუსთან ერთად, ევრაზიული კავშირის შექმნის იდეა.

მართალია, პუტინის მიღწევად ევრაზიული კავშირის შექმნის იდეა, ანუ როგორც ამას დასავლეთში უწოდებენ, საბჭოთა კავშირის იდენტური გაერთიანების აღდგენის დასაწყისი ითვლება, სინამდვილეში, პუტინი მეორე ადგილზე, სავარაუდოდ, პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნების გამო მოხვდა. მას შემდეგ, რაც დიმიტრი მედვედევმა ოფიციალურად განაცხადა უარი მეორე ვადით არჩევნებში მონაწილეობაზე, ცხადი გახდა, რომ პუტინი ახლო მომავალში მესამედ გახდება რუსეთის პრეზიდენტი. თუკი რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა ჩვენი „ჩრდილოელი მეზობლის” „შიდა სამზარეულოში”, ამ თანამდებობაზე იგი 2024 წლამდე დარჩება.

ჰუ ძინტაო – ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეთაური; ასაკი – 68 წლის; ოჯახური მდგომარეობა – დაოჯახებული. 

ჩინელ ლიდერს გასულ წელს გავლენიანთა რეიტინგში პირველი ადგილი ეკავა. თუმცა, წელს მისი პოზიცია შეირყა. ამჟამად ჰუს სამი თანამდებობა უკავია მსოფლიოს ყველაზე მრავალრიცხოვან სახელმწიფოში. ის არის: კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი, პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი. ამიტომ, კითხვა, თუ რატომ არის იგი გავლენიანი, ბუნებრივია არ უნდა დაისვას. უახლოეს მომავალში ჰუ დათმობს თავის თანამდებობებს და მომავალ წელს პრეზიდენტის პოსტიდან გადადგება, პრეზიდენტი კი სავარაუდოდ, მისი შემცვლელი, სი ცზინპინი გახდება.

ანგელა მერკელი – გერმანიის კანცლერი; ასაკი – 57 წლის; წლიური შემოსავალი – 303,8 ათასი დოლარი;  ოჯახური მდგომარეობა – დაოჯახებული.

ანგელა მერკელი პლანეტის ყველაზე გავლენიანი ქალია და დე-ფაქტოდ, ევროკავშირის ლიდერის ფუნქციას ასრულებს. ევროზონის გადარჩენის საქმეში ევროპელები ყველაზე დიდ იმედს სწორედ მერკელის პრაგმატულობაზე ამყარებენ. საინტერესოა, რომ ახლახან საფრანგეთში ჩატარდა გამოკითხვა და აღმოჩნდა, რომ ფრანგების უმეტესობა მერკელს უფრო ენდობა, ვიდრე მოქმედ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის. 

ბილ გეითსი – ბილ და მელინდა გეითსების ფონდის თანათავმჯდომარე; ასაკი – 56 წლის; წლიური შემოსავალი – 800 ათასი დოლარი; ქონება – 56 მილიარდი დოლარი; ქონების წყარო – მაიკროსოფტი; ოჯახური მდგომარეობა – დაოჯახებული. ჰყავს სამი შვილი.

კაპიტალის სიდიდით პლანეტაზე მეორე კაცი – ბილ გეითსი პოლიტიკოსთა შემდეგ, გავლენიანთა რეიტინგში მეხუთე ადგილზე მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატის შექმნის კვლევების დაფინანსების გამო მოხვდა. წელს სწავლულებმა გეითსების ფონდის დახმარებით, მნიშვნელოვან აღმოჩენებს მიაკვლიეს და შესაძლოა, ახლო მომავალში მალარია სასიკვდილო დაავადებათა რიცხვიდან სამუდამოდ ამოიღონ. 

აბდულა იბნ აბდელ აზიზ ალ-საუდი – საუდის არაბეთის მეფე; ასაკი – 87 წლის; ოჯახური მდგომარეობა – დაოჯახებული, შვილების რაოდენობა დაუდგენელია.

მსოფლიოში სულ რამდენიმე აბსოლუტური მონარქიაა დარჩენილი და ალ-საუდი ერთ-ერთი მათგანია. იგი აკონტროლებს მსოფლიოს ნავთობის მარაგის 20 პროცენტს და ისლამის ორი უდიდესი სიწმინდე მის ქვეყანაშია. 2011 წელს ალ-საუდმა სოციალური პროგრამების განხორციელებას 130 მილიარდი დოლარი მოახმარა და ამით მან თავიდან აიცილა ტუნისის, ეგვიპტისა და ლიბიის მაგალითების განმეორება სამშობლოში. სულ ახლახან მან ქალებს არჩევნებში მონაწილეობის ნება დართო და კიდევ რამდენიმე ლიბერალური ნაბიჯი გადადგა. 

ბენედიქტ მეთექვსმეტე – კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი; ასაკი – 84 წლის.

კაცობრიობის 1/6-ის სულიერ მამას ბოლო სიტყვა ეკუთვნის აბორტების, ერთსქესიანი ქორწინებების, ქალი სასულიერო პირების საკითხებში. მას სერიოზული  ბრალდებების მოსმენა მოუხდა კათოლიკური ეკლესიის მსახურების სექსუალურ სკანდალებში გახვევის გამო. თუმცა, 1,2 მილიარდი ადამიანი მას ისევ ენდობა და უჯერებს. ბენედიქტ მეთექვსმეტე ერთადერთი რელიგიური ლიდერია, რომელიც ყველაზე გავლენიანთა ტოპ-ათეულში მოხვდა.

ბენ ბერნანკე – ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარე; ასაკი – 57 წლის. ოჯახური მდგომარეობა – დაოჯახებული, ჰყავს ორი შვილი; წლიური შემოსავალი – 199,7 ათასი დოლარი.

ბერნანკეს უწყებამ ორრაუნდიანი პოლიტიკური კურსის ფარგლებში ფასიანი ქაღალდები შეიძინა და ამით ამერიკის ეკონომიკაში 600 მილიარდი დოლარის ჩადება მოახერხა, რითაც სახელმწიფო დეფოლტს გადაარჩინა. ამბობენ, რომ ახლო მომავალში ფედერალური სარეზერვო სისტემა არ გამორიცხავს კიდევ რამდენიმე ასეული მილიარდი დოლარი მოახმაროს ბიუჯეტს. ცნობილია, რომ რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატები, უკლებლივ ყველა, პირობას დებენ, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ბერნანკეს თანამდებობიდან მოხსნიან.

მარკ ცუკერბერგი – „ფეისბუქის” დამაარსებელი; ასაკი – 27 წლის; ქონება – 17,5 მილიარდი დოლარი; 2011 წლის მთავარი მიღწევა – ფილმმა „სოციალური ქსელი”, რომელიც მისი ცხოვრების მოტივების მიხედვით გადაიღეს, ამერიკული კინოაკადემიის პრესტიჟული ჯილდო, სამი „ოსკარი” მოიპოვა

რისი კეთებაც  ვერ მოახერხა ცენტრალურმა სადაზვერვო სამსახურმა 60 წელიწადში, მას მარკ ცუკერბერგმა შვიდი წელი მოანდომა. რას ფიქრობს პლანეტის მცხოვრებთა უმრავლესობა – რას უსმენენ, როგორ ფილმებს უყურებენ, ვისთან მეგობრობენ, სად მოგზაურობენ და როგორი პოლიტიკური ხედვა აქვთ – ჰარვარდის უნივერსიტეტდაუმთავრებელმა ცუკერბერგმა მთელი მსოფლიო ერთ ქსელში მოაქცია და ამით გახდა მილიარდერი.

დევიდ კემერონი – დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი; ასაკი – 45 წლის; წლიური შემოსავალი – 225 ათასი დოლარი; ოჯახური მდგომარეობა – დაოჯახებული.

თანამდებობაზე მუშაობის პირველ დღეებში მას მარგარეტ ტეტჩერის მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, ახლა კი ის ბრიტანული მედიის კრიტიკის მთავარი ობიექტია. კამერონს ევროკავშირთან წარმოებულ პოლიტიკას უწუნებენ და სიმხდალეში სდებენ ბრალს.  სულ ბოლო სკანდალი კი, რომელიც მის სახელს უკავშირდება, ტელეფონის მოსმენების გახმაურებულ საქმეს ეხება. კემერონმა სამსახურში აიყვანა გაზეთ „ნიუს იფ ზე უორლდის” ყოფილი მთავარი რედაქტორი – ენდრიუ კოლსონი, რომელიც ამჟამად ერთ-ერთ დამნაშავედ მიიჩნევა მოსმენების საქმეში. მისი სამსახურში აყვანის დროს კემერონმა იცოდა, რომ  ტაბლოიდი სატელეფონო მოსმენებით იყო დაკავებული. ამის მიუხედავად, კემერონს მსოფლიოს ყველაზე გავლენიანთა რეიტინგში საპატიო, მეათე ადგილი უკავია.

 

 

скачать dle 11.3