კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უ-პატრონ-ო და სა-პატრონ-ო!

ანუ ათასწლეულების ქართული კურიოზი

 

გასულ წელს ისე მოხდა, რომ კულტურის სამინისტრო და ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ერთმანეთს, მართალია, აშკარად არ დაპირისპირებიან, მაგრამ, მათი მოსაზრებები გაიყო, არც მეტი, არც ნაკლები, მესტიის მუზეუმში განთავსებული ქართული საგანძურის შესახებ. თუმცა, რაღა მუზეუმში, აღმშენებლობის ეპიცენტრში, ფრიად შელახულ რკინის კონტეინერებში განთავსებული საგანძურის შესახებ, თანაც ყინვაში და ისეთ პირობებში, როდესაც შუქი მიდი-მოდიოდა. კულტურის სამინისტრო კატეგორიულად უარყოფდა ფაქტს, რომ ზემოხსენებულ კონტეინერებში საგანძური სათანადო პირობებში არ იყო დაცული, რითაც, ფაქტობრივად, იმას ამბობდა, რომ საეკლესიო პირები ცრუობდნენ.

მოგვიანებით საგანძური მესტიის სამუსიკო სკოლის შენობაში გადაიტანეს, ფრიად შელანძღულში (მას სახელდახელოდ შერემონტებამაც ვერ უშველა), სპეციალისტების თქმით კი, მიწისძვრის ან ხანძრის შემთხვევაში, შენობა სრულიად დაუცველია. თან, ეს მაშინ, როდესაც ქართული ეკლესია კულტურის სამინისტროს სთავაზობდა კონტეინერების, მათში განთავსებული საგანძურიანად, წმიდა ნიკოლოზის ახლად აშენებულ ქვისკედლებიან ეკლესიაში მოთავსებას, ბუნებრივია, მუზეუმის შენობის დასრულებამდე, თუმცა, რატომღაც, კულტურის სამინისტრომ გაცილებით უსაფრთხო ეკლესიას სამუსიკო სკოლის იავარქმნილი შენობა არჩია. მეტიც, ბ-ნი რურუა ბრძანებს: „მე პირადად ავედი იქ, პირადად შევამოწმე და მახლდა საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია და მათაც ვანახვეთ ეს ყველაფერი. ასე რომ, აქ სერიოზული პრობლემა არ არსებობდა, არც არსებობდა თავიდან და ეს იყო პოლიტიზების მცდელობა, მაგრამ, ბუნებრივია, როგორც ყოველთვის, ტყუილს მოკლე ფეხები აღმოაჩნდა და პრობლემა ამოწურულია.“ მეორე მხრივ, საპატრიარქოს მიერ 13 დეკემბერს გავრცელებულ ოფიციალურ წერილში სიტყვაც არ არის ნათქვამი, რომ პრობლემა ამოწურულია. 

მოკლე აღმოაჩნდა თუ გრძელი და, იმის მიუხედავადაც, ვის შეენიშნებოდა პოლიტიზების სურვილი მართლაც რომ ათასწლეულების კურიოზია, ეკლესიას თავისსავე საგანძურს შესანახად არ ანდობდე. ეკლესიას რომ არ შეენახა, ნეტავ, რას გამოფენდა მუზეუმებში თავის მოსაწონებლად ეს ჩვენი ოფიციოზი?! 

 

 

скачать dle 11.3