კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მიბმისადმი ნაგრძნობი

ანუ წლის სანაგვო იდეა

 

არა მხოლოდ ჩვენთვის, ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე უნდა ითქვას, რომ მთელი განვითარებადი და უკვე განვითარებული სამყაროსთვისაც კი, ყველაზე ორიგინალური წლის იდეა სწორედ აქ, 2012 წლიდან დედაქალაქობაშეკვეცილ, მაგრამ მაინც დედაქალაქ თბილისის („გული ვერ მოკლა საკონსტიტუციო ცვლილებებმა, გული გულადვე რჩებოდა“) საკრებულოში მომწიფდა (აი, სამწუხაროდ, ის კი არ ვიცით, კონკრეტულად ვის თავში გაათენა ღამე ამ უნიკალურმა სანაგვო იდეამ). მიმიხვდებოდით, პოსტრევოლუციური საქართველოს ნაგავსა და შუქს შორის ისეთ მჭიდრო ურთიერთკავშირის დამყარებას ვგულისხმობ, შექსპირი რომ მოსწრებოდა, „რომეოსა და ჯულიეტას“ „შუქსა და ნაგავს“ დაარქმევდა.

რაკი ჩემზე უკეთ იცით, რომ შუქმა ნაგვის ყრაც დაიწყო, გილაურის ნათურას კი ზედაც წყალი მიება, ამაზე აღარ შევჩერდები, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ იდეის ავტორი საკრებულოს მწერალი თავმჯდომარე, აჯამებს რა (რა თქმა უნდა, დადებითად) საკრებულოს მიერ 2011 გაწეულ საქმიანობას, თავმომწონედ შენიშნავს, რომ „საკრებულოს მიერ რამდენიმე არაპოპულარული გადაწყვტილებაც იყო მიღებული („უგრძნია კაცს“), რაც აუცილებლობით იყო განპირობებული (ნეტავ, რომლით?!)“ და განაგრძობს: „არაპოპულარულ გადაწყვეტილებათა შორის დავასახელებ დასუფთავების ტარიფის ელექტროენერგიაზე მიბმას.“ რაც ყველაზე საინტერესოა, ბ-ნი სამადაშვილი „კარტებსაც გვიხსნის“, სახელდობრ, ბრძანებს: „დედაქალაქში არსებული  დასუფთავების სიტემა არა მხოლოდ უნდა შეგვენარჩუნებინა, არამედ, გარკვეული მიმართულებით ვითარება უნდა გაგვეუმჯობესებინა, რაც, ცხადია, დიდ თანხებს უკავშირდება (აბა, სოციალური ვითარების შემსუბუქებისთვის მივაბითო?!).“

ერთი სიტყვით, შევიტყვეთ, რომ დასუფთავებიდან უფრო მეტი ფულის ამოღება ეწადათ და კიდეც ამოიღეს, ოღონდ, თუ გავიხსენებთ, რომ ქრისტიან-დემოკრატები, ქართული სასამართლოს გულქვაობის შემთხვევაში, ამ შუქ-ნაგავგადაჭდობას სტრასბურგში უპირებენ გასაჩივრებას, ვფიქრობ, მეტად წაგვადგება ბ-ნი ხაბაზის ინიციატივა უკუძალობაზე: სულ თეთრ-თეთრ გადავახდევინოთ ამ ჩვენს კანონშემოქმედებს იმ ნაგვის ფული, შუქმა რომ დაწერა.

 

скачать dle 11.3