კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სოლომან მორბელაძის კვალზე

ანუ, ისევ „გააცუცურაკეს“?

 

გასული წლის ერთ-ერთ საჩინო მოვლენად უთუოდ უნდა მივიჩნიოთ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით შექმნილი ამომრჩეველთა ერთიანი სიების დამზუსტებელი კომისიის შექმნა, რომელსაც ოპოზიციონერი, სახელდობრ, მემარჯვენე მამუკა კაციტაძე  თავკაცობს და ამ 21-წევრიან კომისიაში 7 წევრი ხელისუფლებისაა, იმავე ოდენობის – შვიდი ოპოზიციური პარტიისა (რომელთაგან, სულ ცოტა, ოთხი – ისეთია, ოპონენტები „სატელიტურს“ რომ უწოდებენ), დანარჩენ 7 ადგილს კი არასამთავრობო სექტორი ავსებს. მიუხედავად ასეთი, რბილად თუ ვიტყვით, არაპარიტეტული განაწილებისა (შვიდი ადგილი ერთ სახელისუფლო პარტიას, შვიდი – შვიდ ოპოზიციურს), კომისიელი ოპოზიცია მაინც კმაყოფილია, სავარაუდო მოტივით, – ყვავს კაკალი გავაგდებინეთო.

კაკლით თუ უკაკლოდ, ზემოხსენებულმა ბ-ნმა კაციტაძემ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებების გამო ხელისუფლება ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სათავისოდ გამოყენებაში დაადანაშაულა (თუმცა, იქვე შენიშნა, რომ მთლიანობაში ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმებით კმაყოფილია). იგი აცხადებს, რომ ამ გაცუცურაკების შესახებ ვენეციის კომისიას უნდა ეცნობოს (თუმცა, რაღა დროსაა, კანონი უკვე მიღებულია).

თუ გავიხსნებთ, რომ კომისიის შექმნის აისზე ბ-ნი კაციტაძე ფრიად ოპტიმისტურად იყო განწყობილი (სამართლიანობის გამო უნდა შევნიშნოთ, რომ ოპტიმიზმი არც ახლა დაჰკლებია), იმედოვნებდა, რომ ხელისუფლებას ობიექტური საარჩევნო გარემოს შექმნას აიძულებდნენ, ზემოთქმულის („ხელისუფლებამ ვენეციის კომისიის დასკვნა სათავისოდ გამოიყენა“) გათვალისწინებით, არც ისაა გამორიცხული, ამ ჩვენმა ამომრჩეველთა ერთიანი სიის დამზუსტებელმა კომისიამ სოლომან მორბელაძის ბედიც გაიზიაროს. ყოველი შემთხვევისთვის, აქვე მოვიხმობ გენიალური დავით კლდიაშვილის ციტატას: „დასწყევლა ღმერთმა ხელმოკლე აზნაურის (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, „ხელმოკლე აზნაურში“, ცხადია, კომისიელი ოპოზიცია იგულისხმება) უსაშველო, გაძაღლებული ცხოვრება! … ტყუილი, ტყუილი, ყოველ ნაბიჯზე ტყუილი და უპირულობა! რა გამოვიდა ორი თვის ჩემი წანწალიდან? მოვატყუეთ, მომატყუეს და ერთი მოტყუებული ხვალ ან ზეგ კარზე მომადგება კიდევ. საშველი თუ მაინც მოგვეცემა როდისმე, რომ კაცური ცხოვრება გვეღირსოს…“

 

скачать dle 11.3