კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2018 (115)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)
თებერვალი 2018 (208)

„ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა“

გამომდინარე იმ სამწუხარო ფაქტიდან, რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი კვლავაც იქ არის, სადაც 1801 წელს იყო (როდესაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია გააუქმა და დღესაც ირწმუნებიან, მერე რაო?!), სრულიად ბუნებრივია, რომ, რუსული მედიაინფორმაციით, საბჭოთა მზვერავების შთამომავალ რუს მზვერავებს „ქართველი სამხედროების სამოქმედო საიდუმლო გეგმა“ აღმოუჩენიათ! იმ გეგმის თანახმად, ქართველ ჯარისკაცებს, რომლებმაც, თავდაპირველად, ცხინვალის მთელი მშვიდობიანი მოსახლეობა ამოხოცეს (ოღონდ, რუსულივე მონაცემებით, მსხვერპლი 162 ადამიანია), მოგვიანებით, ცხინვალის ის მოსახლეობა, რომლებიც დაბომბვებს სარდაფებს აფარებდა თავს, სარდაფებშივე უნდა ამოეხრჩოთ (ამის შემდეგ, ალბათ, უნდა შეეწვათ ან, საერთოდაც, უმად შეეჭამათ!); ამის პარალელურად, ზურგიდან გაუხსნიათ ცეცხლი მტრედებივით ღუღუნა რუსი სამშვიდობოებისთვის. მაგრამ, რაკი დიმიტრი მედვედევს პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება მიუღია (საქართველოს მიმართულებით ჯარების გადმოსროლის შესახებ), „საიდუმლო გეგმა“ მოქმედებაში ბოლომდე ვერ მოსულა. ამას გარდა, რუსული წყაროს ცნობით, არ არსებობს ქართველი სამხედრო ტყვეებისადმი ცუდად მოპყრობისა და წამების ფაქტები (?!).
ყველაზე ტრაგიკული კი ის არის, რომ ეს რუსული ჩვენება ისევეა სარწმუნო, როგორც ქართული, 58-ე არმიის უკუქცევის შესახებ! რაც შეეხება ქართული ჯარის „პირსისხლიანობას“: სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, როგორც შარშანდელი აგვისტოს რეალობა მოწმობს, ჩვენი შეიარაღებული ძალები ბატკანივით უცოდველი  შეიარაღებული ძალებია მთელ დედამიწაზე!
скачать dle 11.3