კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თანამედროვე მიწისძვრები შესაძლოა ძველი კატასტროფების ექო იყოს


ბევრი უახლესი მიწისძვრა შეიძლება იყოს უძველესი მიწისძვრების გამოხმაურება, რომლებიც ასობით წლის წინათ მოხდა, – ასეთია ამერიკელი სწავლულების აზრი. მკვლევარებმა შეისწავლეს მეორადი ბიძგების საკუთარ სიხშირეთა სისტემა. კერძოდ, მათ გაარკვიეს, რომ რაიონებში, რომლებიც ტექტონური ფილების შეხების ადგილებიდან საკმაოდ დაშორებულია, სტიქიის დარტყმების ექოს რამდენიმე საუკუნის განმავლობაში შეიძლება შეიგრძნობდეს, ვინაიდან ასეთ რაიონებში მიწის ქერქს დიდი დრო სჭირდება აღდგენისთვის.

„მძლავრი მიწისძვრების უმრავლესობა ფილების შეხების ადგილას ხდება. მაგალითად, ისეთ ადგილებში, როგორიცაა სან-დიეგოს გადანატეხი. აქ ძალზე აქტიური მოძრაობაა და მეორადი ბიძგები მძლავრი მიწისძვრის შემდეგ შეიძლება ათწლეულობით გაგრძელდეს“, – ამბობს ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის (ილინიოსის შტატი) პროფესორი შტეინი. როდესაც მიწისძვრის გამოხმაურება ქრება, გეოლოგები აკვირდებიან ქანების გადაადგილებას და იმედოვნებენ, რომ ამგვარად მომავალი მიწისძვრების ალბათობის შეფასებას შეძლებენ. მაგრამ, როგორც შტეინი მიუთითებს, მცირე მიწისძვრები შეიძლება მაშინაც კი მოხდეს, როდესაც არავითარი გადაადგილება არ ფიქსირდება. „ესე იგი, თუ დედამიწას არ აქვს დაგროვილი ენერგია მომავალი მიწისძვრისთვის, მაშინ ეს უნდა იყოს მეორადი ბიძგები“. სპეციალისტების აზრით, სწორედ ასე შეიძლება აიხსნას კატასტროფული მიწისძვრა ჩინეთის პროვინცია სიჩუანში გასულ წელს, რომელიც უმძლავრესი იყო უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში. ამ მიწისძვრამ 87 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ბევრი სწავლული გააკვირვა, რადგან ამ რაიონში უკანასკნელი ასწლეულის განმავლობაში არავითარი მიწისძვრა არ დაფიქსირებულა.

შტეინმა და მისმა კოლეგამ, მისურის შტატის უნივერსიტეტის პროფესორმა, მიან ლიუმ, სეისმური მონაცემების საფუძველზე, აღმოაჩინეს მსგავსი მცენარეები ტექტონიკური გარდატეხის ადგილებში, ყველგან მთელ დედამიწაზე. თუ მათი ჰიპოთეზა სწორია, მაშინ შესაძლებელია, ვიწინასწარმეტყველოთ, როდის და სად მოხდება შემდეგი მძლავრი მიწისძვრა.


скачать dle 11.3