კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანეგდოტები


***

ყველა ქალი იმაზე ფიქრობს, როგორ ჩაიცვას, უფრო მიმზიდველი რომ იყოს. არადა, მამაკაცებს მათი ტანსაცმელი კი არა, გახდა იზიდავთ...


***

– გუშინ ვეცადე აზრებისთვის მომეყარა თავი.

– მერე?

– გამომივიდა, ყველამ მოიცალა და ჩავუსხედით, ვიჭუკჭუკეთ...

***

მოხუცი სახედარი ჭკუას არიგებს ჩოჩორს:

– გაიზრდები, დაბრძენდები და გაიგებ, რომ ხშირად აუცილებელია, სხვებს თავი უტვინოდ მოაჩვენო.

– ახლა რა უნდა ვქნა?

– ახლა ამის საჭიროება ნამდვილად არ გაქვს.

***

ეს ადრე იყო, სიმღერა ბრძოლასა და შრომაში რომ გვეხმარებოდა, ახლა დაბოლებაში და სექსში გვეხმარება.

***

პირველად, როცა ალა პუგაჩოვა მომღერლის კარიერას ამთავრებდა, სცენას ემშვიდობებოდა; მეორედ – მაყურებელს; მას გამოსამშვიდობებელი კიდევ ბევრი დარჩა, მაგალითად, მიკროფონი...

***

– იცი, როგორ მიყვარს წვიმის შემდეგ, მეორე დღეს რომ გამოიდარებს? ავიღებ იარაღს და ტყეში მივდივარ.

– სანადიროდ?

– არა, სოკოებზე. მაგარია, დადიხარ ხეებს შორის ფრთხილად, უხმოდ, გადააწყდები ვიღაცას და, უბრალოდ, ეტყვი:

– აუ, რამდენი სოკო მოგიგროვებია!

***

– ახალი ბინა გაგირემონტებია, ბევრი ხარვეზი აღმოაჩინე?

– ჯერ მხოლოდ ერთი...

აუ, მაგარი ოსტატები ყოფილან! მაინც რა გამორჩათ, რა ხარვეზია?

– ჯერ შესასვლელი კარი ვერ გავაღე...


скачать dle 11.3