კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მოუვიდა კონფლიქტი ესპანეთის პრემიერ-მინისტრს მარიანო რაჰოის პედრო ალმადოვართან და სად მოიტეხა მან მარჯვენა ხელის თითები

 

2011 წლის ნოემბერში ესპანეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება ოპოზიციურმა ძალამ, ესპანეთის სახალხო პარტიამ მოიპოვა. მას 2004 წლიდან, ცნობილი ესპანელი პოლიტიკოსი, ექსპრემიერ-მინისტრის ხოსე ლუის როდრიგეს საპატეროს პოლიტიკის გამკრიტიკებელი – მარიანო რაჰოი ბრეი ხელმძღვანელობს. არჩევნებიდან ერთ თვეში, 21 დეკემბერს მარიანო რაჰოიმ, სწორედ საპატერო შეცვალა პრემიერის პოსტზე და უახლოესი 4 წელი სწორედ მან უნდა უხელმძღვანელოს ესპანურ მთავრობას და გაუმკლავდეს იმ ეკონომიკურ პრობლემებს, რომელიც ბოლო პერიოდში თავს დაატყდა ევროზონას. „თბილისელების” ამ ნომერში ესპანეთის ახალი პრემიერ-მინისტრის შესახებ მოძიებულ ფაქტებს გთავაზობთ.

* მარიანო რაჰოი 1955 წელს სანტიაგო-დე-კომპოსტელაში დაიბადა. ბაბუამისი – ენრიკე რაჰოი ლელოუპი, პროფესორი, გალიციის ავტონომიის წესდების ავტორი იყო. თუმცა გენერალ ფრანკოს დიქტატორულ რეჟიმთან დაძაბული ურთიერთობის გამო, 50-იან წლებამდე იგი ჩამოშორებული გახლდათ უნივერსიტეტს. მარიანოს მამა, კი – მარიანო რაჰოი სობრედო პონტევედრეს საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე იყო. პარადოქსია, მაგრამ, როდესაც მარიანო 2 წლის გახლდათ, მამამისმა სამსახურში გაიცნო, მისი უშუალო კონკურენტის, ხოსე ლუის როდრიგეს საპატეროს მამა, რომელთანაც მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. მარიანოს გარდა, ოჯახში კიდევ ოთხი ვაჟი და ერთი ქალიშვილი იზრდებოდა. რაჰოის კომპოსტელას უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი აქვს დამთავრებული და მისი თანაკურსელების თქმით, სტუდენტობისას, მარიანო მორიდებული, სწავლას გადაყოლილი ახალგაზრდა იყო, რომელსაც სულ არ აინტერესებდა პოლიტიკა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მარიანო რაჰოი უძრავი ქონების რეგისტრატორის თანამდებობაზე მოეწყო ქალაქ პედრონში და ესპანეთის ყველაზე ახალგაზრდა რეგისტრატორი გახდა. 

* 1981 წელს რაჰოი პოლიტიკით დაინტერესდა და ხოსე ლუის ბარეიროს დახმარებით, სახალხო ალიანსის, მოგვიანებით, სახალხო პარტიის წევრი გახდა. იმავე წელს რაჰოი გალიციის ავტონომიის პირველი საპარლამენტო არჩევნების შედეგად, დეპუტატი გახდა. 1982 წელს მარიანო გალიციის ხუნტასთან ურთიერთობის კომისიის გენერალურ მდივნად და სახელმწიფოსა და ავტონომიას შორის ურთიერთობის კომისიის მდივნად დაინიშნა. 1986 წელს იგი პონტევედრეს საკრებულოს თავმჯდომარეა და ამ თანამდებობაზე 1991 წლამდე იმსახურა. 

* 1996 წელს საპარლამენტო არჩევნებში სახალხო პარტიამ გაიმარჯვა და პრემიერის პოსტი რაჰოის თანამოაზრემ, ხოსე მარია ასნარმა დაიკავა, რაჰოიმ კი იმ პერიოდში სხვადასხვა თანამდებობა გამოიცვალა მინისტრთა კაბინეტში – იყო განათლებისა და კულტურის, შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი. გარდა ამისა, ის ხელმძღვანელობდა პრემიერის ადმინისტრაციას და ვიცე-პრემიერის პოსტს იკავებდა. შინაგან საქმეთა მინისტრად მუშაობისას რაჰოიმ  ბასკურ ტერორისტულ ორგანიზაცია ETA-სთან ბრძოლითა და ხალხმრავალ ადგილებში ალკოჰოლური სასმელების, თამბაქოს მოხმარების აკრძალვის კანონის ინიცირებით დაამახსოვრა თავი ესპანელებს. 2004 წელს ქვეყნის სათავეში საპატეროს მთავრობა მოვიდა და რაჰოი მოქმედი ხელისუფლების ყველაზე აქტიურ ოპოზიციად იქცა.

* მარიანო რაჰოის მხრიდან, საპატეროს ხელისუფლების კრიტიკის მთავარი თემა გახლდათ: საგარეო ურთიერთობა ამერიკასთან მიგრაციის საკითხებში, ჰომოსექსუალთა ქორწინებისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭების საკითხი, ავტონომიური ოლქების სტატუსების რეფორმა. განსაკუთრებით შემაშფოთებელი, რაჰოის აზრით, კატალონიის ავტონომიისთვის უფლებების გაზრდა იყო, რადგან ეს გამოიწვევდა სრულიად ახალი მოდელის, კონფედერაციული სახელმწიფოს წარმოქმნას, რაც საბოლოოდ, დაანგრევდა ესპანეთს. გარდა ამისა, რაჰოი ღიად აცხადებდა პროტესტს ETA-სთან მეგობრული პოლიტიკის გამო და აცხადებდა, რომ ტერორისტები არასდროს დაყრიდნენ იარაღს. ასევე, რაჰოის კრიტიკის ობიექტი იყო საპატეროს მთავრობის მიდგომა უგო ჩავესის, ევო მორალესისა და რაულ კასტროს რეჟიმებთან.

* 2007 წლის აპრილში ოპოზიციის ლიდერმა, მარიანო რაჰოიმ მონაწილეობა მიიღო ესპანეთის პირველი არხის ცნობილ გადაცემაში, სადაც მას შეკითხვა დაუსვეს ხელფასის თაობაზე. რაჰოიმ კი არ მოისურვა პასუხის გაცემა. გარდა ამისა, მან ღიად გააკრიტიკა მსოფლიო საზოგადოება ერაყში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის გამო. მისი თქმით, დასავლეთის ქმედება და არარსებული მასობრივი განადგურების იარაღის ძებნა ერაყში, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი უმძიმესი დანაშაულია. გადაცემის გასვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ მარიანო რაჰოი პრემიერ-მინისტრ საპატეროზე გაცილებით დიდ გასამრჯელოს იღებს. 

* ვერტმფრენის პილოტის მიერ დაშვებული შეცდომის გამო, მარიანო რაჰოი სიკვდილს ძლივს გადაურჩა. მადრიდის მახლობლად, ვერტმფრენი, რომელშიც რაჰოისთან ერთად, მადრიდის რეგიონის ხელმძღვანელი – ესპერანსა აგირე, ქალაქ მოსტოლესეს მერი და სხვა რამდენიმე ადამიანი ისხდნენ, აფრენიდან რამდენიმე წამში, შენობის სახურავს გამოედო და ავარიულად დაეშვა. ვერტმფრენი ხარების შერკინების არენაზე დაჯდა და სერიოზულ დაშავებას ყველა გადაურჩა. მხოლოდ რაჰოიმ მოიტეხა მარჯვენა ხელზე რამდენიმე თითი.

* 2004 წელს ესპანეთში პოპულარულმა ტელეარხმა ჩაატარა კვლევა – ყველაზე პოპულარული ესპანელის გამოსავლენად და მარიანო რაჰოისთან ერთად, რეიტინგში მოხვდნენ: პრემიერ-მინისტრი – ხოსე მარია ასნარი, მომღერალი და მოცეკვავე – იზაბელ პანტოხუ, მარბელიას ექსმერი – ხულიანა მუნიოსი და მაშინ ჯერ კიდევ  მადრიდის „რეალის” ინგლისელი ვარსკვლავი – დევიდ ბექჰემი, რომლის მოხვედრა ყველაზე პოპულარული ესპანელების რეიტინგში ჟურნალისტებისთვის ნამდვილი სიურპრიზი იყო. 

* ესპანეთის ახლადარჩეული პრემიერ-მინისტრის, მარიანო რაჰოის ერთ-ერთი პირველი მძიმე საკითხი, რომლის განხილვასაც ახალი მთავრობა, სავარაუდოდ, დიდხანს მოუნდება, გენერალ ფრანკოს ექსჰუმაციას და მისი ნაწილების ოჯახისთვის გადაცემის თემა იქნება. ფრანკო დაცემულთა სავანეშია დაკრძალული, სადაც სამოქალაქო ომში დაღუპულები განისვენებენ და ესპანელების უმრავლესობის აზრით, ფრანკოს ადგილი მათ შორის არ არის, რადგან იგი მოგვიანებით გარდაიცვალა. ფრანკოს გადასვენების პროცედურა ესპანეთის ბიუჯეტს 13 მილიონამდე ევრო დაუჯდება და რაჰოის პირად კონტროლზე აქვს აყვანილი ეს საკითხი.

* საპარლამენტო არჩევნების მსვლელობის დროს, სახალხო პარტიის ლიდერი – მარიანო რაჰოი იმდენად იყო დარწმუნებული, რომ გამარჯვება მის პარტიას დარჩებოდა, რამდენიმე დღით ადრე საკუთარი პორტრეტით დამშვენებული ეტიკეტით წითელი ღვინოც კი ჩამოასხმევინა ერთ-ერთ ღვინის ქარხანას. რაჰოის ეტიკეტიანი ღვინის ერთი ბოთლი 5 ევრო ღირს და მისი შეძენა ესპანეთის რამდენიმე ქალაქშია შესაძლებელი.

* 2004 წლის საპარლამენტო არჩევნების დაწყებამდე, ცნობილი ესპანელი კინორეჟისორი, პედრო ალმადოვარი მოქმედი ხელისუფლების კრიტიკით გამოვიდა. მან სახალხო პარტია „სახელმწიფო გადატრიალების” მოწყობაში დაადანაშაულა და მშვიდობიანი მიტინგის შესაძლო დაშლაზე ისაუბრა. იმ  პერიოდში ასნარის პოლიტიკით უკმაყოფილო ესპანელები პარტიის ოფისთან მიტინგებს აწყობდნენ და მთელი ესპანეთი არჩევნების მოლოდინით ცხოვრობდა, რათა მოქმედი ხელისუფლება შეეცვალა. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, მარიანო რაჰოიმ ალმადოვარის გამოსვლა ექსტრემიზმად და „კოლოსალურ ტყუილად” შეაფასა. მისი თქმით, ალმადოვარი თავისი გამოსვლისთვის ციხეში მოხვედრას იმსახურებდა და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, რაჰოი ჩივილს აპირებდა. თუმცა, საბოლოოდ, საპატეროს პარტიამ გაიმარჯვა და ალმადოვართან კონფლიქტი ამოიწურა. 

* ამჟამად მარიანო რაჰოი ესპანეთის უმძიმესი ფინანსური კრიზისიდან გამოყვანის პოლიტიკით არის დაკავებული. ესპანეთის საბიუჯეტო დეფიციტი 70 მილიარდი ევროა. ერთ-ერთ პირველ საჯარო გამოსვლაში რაჰოიმ განაცხადა, რომ ესპანელები არ უნდა მოელოდონ სასწაულს, ქვეყანა უმძიმეს დღეშია და მთავრობა ყველა ღონეს იხმარს, ეს კრიზისი დაძლიოს. თავის სამოქმედო გეგმას რაჰოიმ „შოკური თერაპია” უწოდა. 

 

 

скачать dle 11.3