კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პოსტზე პაწაწუნები

ანუ მე მშურს გერმანული მედიის! თქვენ?

 

მაშინ, როდესაც ჩვენს ოფიციალურ პირებს ვერაფრით ვუმოწმებთ, რა, რით და რაგვარი მანქანებით შეიძინეს (თვით მათ მიერ შევსებული ოფიციალური საფინანსო და ქონებრივი დეკლარაციების არც სიზუსტეს ამოწმებს ვინმე და არც ფინანსების კანონიერ თუ უკანონო წარმოშობას). გერმანიის პრეზიდენტ ქრისტიან ვულფის თავზე ლამის წისქვილის ქვა დატრიალდეს და მხოლოდ იმიტომ, რომ გერმანელები მისგან ახსნა-განმარტებას იღებენ სახლის საყიდლად მიღებული სადავო სესხის (500 000 ევრო) შესახებ. ეს სესხი კი იმის გამო გამხდარა სადავო (განსაკუთრებით, ქართული რეალობისთვის ეს არგუმენტი, დამეთანხმებით, სახითხითოა), რომ პრეზიდენტ ვულფს იგი 1 პროცენტით ნაკლებად (ანუ 4 პროცენტად) აუღია (სესხის ოფიციალური განაკვეთი 5 პროცენტია).

უფრო მეტიც, გამოცემა „დეილი ბილდი“ ირწმუნება, რომ პრეზიდენტი რედაქციას დაუკავშირდა და დაემუქრა, თუკი გამოაქვეყნებდნენ დეტალებს სესხის შესახებ. გამოცემამ ეს ამბავიც ყველას გააგებინა და ისიც დაამატა, რომ მუქარიდან ორიოდ დღეში პრეზიდენტი კვლავ დაუკავშირდა, ოღონდ ამჯერად მოსაბოდიშებლად.

ბუნებრივია, „დეილი ბილდმა“ თავის ხელთ არსებული ცნობები გაასაჯაროვა, თუმცა, თავის მხრივ, პრეზიდენტი ირწმუნება, რომ მისთვის ავბედით იმ 2008 წელს, როდესაც სესხი აიღო მდიდარი ბიზნესმენის ცოლისგან, ქვედა საქსონიის შტატში პრემიერ-მინისტრი გახლდათ. მისი წარმომადგენელი კი აცხადებს, რომ პრეზიდენტი პრესის თავისუფლებას ყოველთვის ფასეულ საგნად მიიჩნევდა. თავად პრეზიდენტმა ბოდიშის წერილიც კი გაავრცელა და გერმანელებს გამოუტყდა, სესხი პრეზიდენტის პოსტის დაკავებამდე უნდა დაეხურა, თუმცა, ამის მიუხედავადაც, გერმანული მედია ვულფს გადადგომისკენ მოუწოდებს, შემდეგი პათოსით: „ის ქვეყნის მეთაურია. როგორც ჩანს, ეს პოსტი ბატონი ვულფისთვის მეტისმეტად დიდია“.

ხოლო თუ ამ ყოველივეს ქართულ რეალობაში გადმოვიტანთ, ზედაც, გულზე ხელს დავიდებთ, აბა, რამდენი ქართველი სახელმწიფო მოხელისთვის აღმოჩნდება დაკავებული პოსტი ძალიან დიდი?!

გული მიგრძნობს, მრავალთათვის. 

 

скачать dle 11.3