კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანეგდოტები

– საბოლოოდ მაშინ გავიგე, რომ მე ყველაზე უიღბლო ვარ, როდესაც ქუჩაში შავმა კატამ გზა დამითმო.

***


– ახლა ის დრო დადგა, ნებისმიერი ტრანსპორტით იმგზავრებ კომფორტულად: შეხვალ, დააცემინებ და – უცბად ყველა ადგილი თავისუფალია...

***

– მართალია, რომ ერთი წუთი სიცილი სიცოცხლეს ხუთი წუთით ახანგრძლივებს?

– როგორ გითხრათ, გააჩნია, ვისზე იცინით, შეიძლება, შეამციროს კიდეც...

***

რუსეთის მთავრობა იძულებული გახდა, გადაედო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია, რადგან ამ საქმისთვის გამოყოფილი 500 მილიონი დოლარი... სადღაც გაქრა.

***

ტიპი „ჯიპით“ მოგრიალდა. გრძელ სკამზე მოხუცი ქალები სხედან და ჭორაობენ. გადმოვიდა ტიპი მანქანიდან და ქალებს მიმართა:

– რა ჩემი სადარბაზოს წინ ჩამომსხდარხართ, სხვა ადგილი ვერ ნახეთ?

– შვილო, შენ რა, უფროსი და უმცროსი დაგავიწყდა, მოხუცებს სულ არ სცემ პატივს?..

– თქვენი აზრი არ მაინტერესებს, ხვალიდან აქ აღარ დაგინახოთ, სადაც გინდათ იქ წადით!

– ასე არ შეიძლება, შვილო! არ მინდა, რომ ჩემს შვილიშვილს ვუთხრა, თორემ...

– ვინ შვილიშვილს? რაც გინდა, უთხარი... თუმცა, არა... უთხარი, ხვალ, ზუსტად 5 საათზე ამ ადგილას მოვიდეს სტრელკაზე...

მეორე დღეს სადარბაზოსთან ხუთი „ჯიპი“ მოგრიალდა, გადმოვიდნენ ნიღბიანები, მაგრად შეიარაღებულები, ალყა შემოარტყეს მთელ კორპუსს... მოკლედ, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც სპეცოპერაციას ეკადრება. ბრიგადას ის ტიპი ხელმძღვანელობს. მოხუცები ისევ სკამზე არიან ჩამომსხდარი და წარბიც არ შეუხრიათ.

– აბა, ბებია, სად არის შენი შვილიშვილი?

– სადღაც აქ უნდა იყოს, შვილო, მაგრამ სად – კაცმა არ იცის, ის ხომ სნაიპერია...

***

– ჩემს მეგობარს კურდღლები ჰყავს და ძალიან უფრთხილდება...

– რატომ, ხშირად ავადდებიან?

– არა, ხშირად მრავლდებიან.

***

არასდროს მოუყვეთ თქვენს ახალ გოგონას იმის შესახებ, რა საშინელებები გაგიკეთეს წინა შეყვარებულებმა... არ არის საჭირო იდეების მიწოდება.


скачать dle 11.3