კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის იცლის ოჯახის წევრებისთვის ავთო ცქვიტინიძე და რატომ გარბის ის საფრანგეთის ალპებში

 გლინტვეინი და პლედი ცივ ალპებში... დაძაბული წინასაახალწლო დღეებიდან და ახალი წლის ღამის შემდეგ ავთო ცქვიტინიძემ გადაწყვიტა საკუთარი თავისთვის დასვენება მოეწყო და ოჯახის წევრებთან ერთად საფრანგეთის ალპებში გაემგზავრა. ალპების შემდეგ კი, მის შემოქმედებით ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო –  დიზაინერი მეორე ხაზის გამოსაშვებად ემზადება, რისი წყალობითაც ქართველი ქალბატონები „ავთანდილის” ახლოს გაცნობას მარტივად შეძლებენ.

 

– ყოველთვის, რა დროსაც არ უნდა დაამთავრო მუშაობა, 10 საათზე სამსახურში ხარ, ხომ?

– დიახ, ყოველთვის და ახლა მით უმეტეს. რადგან, დაძაბული პერიოდი გვაქვს – ამჟამად ვამზადებთ კოლექციას „ტრანოისთვის”, პარიზის კოლექციას და პარალელურად ვქმნით მეორე კოლექციას „ემსი ორი დიფუჟენისთვის” – ბაერთა ჯგუფისთვის. ეს მეორე მიმართულებაც ავიღე, რათა ვეძებოთ ახალი მიმართულებები, ახალი გზები. მოკლედ არ ვისვენებთ.  პარალელურად ,,შოუ-რუმებისთვის” სხვა ტიპის კოლექციას ვაკეთებთ და, ამავდროულად, „მერსედეს ბენც ფეშენ-ვიქისთვის” კეთდება ამ კოლექციის ფეშენ-კოლექცია, ანუ, საჩვენებელი კოლექცია იქნება სხვა, და ბაერებისთვის კი – უკვე სხვა. 

– რამდენ კოლექციას აკეთებ ერთდროულად?

– (იცინის) ბევრს. ბაერებისთვის უფრო პრაქტიკული სამოსი იკერება, ის რეალიზებადი უნდა იყოს, სხვა შემთხვევაში ბაერები ხელს არ მოჰკიდებენ. მაგრამ, ფეშენ-კოლექციის იდეა დაცული უნდა იყოს და ასეც ვაკეთებთ. 

– ვიცი, რომ ქმნი მეორე ხაზს. იქნებ, უფრო დეტალურად მომიყვე ამის შესახებ?

– დავიწყეთ მუშაობა „ავთანდილი 2-ზე”, რომლის შეკვეთებიც, უკვე მიცემულია საქართველოში არსებულ ფაბრიკებში. ამ ხაზს, სავარაუდოდ ერქმევა „A2 ავთანდილისგან”. 

– როგორც, ვთქვათ, იოჯი იამამოტოს სპორტულ ხაზს ჰქვია „Y3”?

– დაახლოებით, მაგრამ აქ პირველი ხაზის –  „ავთანდილის” სახელი ფიგურირებს. თუმცა, ეს გადაწყვეტილი არ არის, შეიძლება, ბრენდს, უბრალოდ, „ავთანდილი 2” დავარქვათ. მოკლედ, უკვე აქტიურად არის დაწყებული ამ ხაზზე მუშაობა. ტრიკოტაჟის შეკვეთა თურქული ფაბრიკებისთვის გვიწევს. საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ფაბრიკა გვქონდა, რომელიც, სამწუხაროდ, დღეს აღარ ფუნქციონირებს და, იძულებულები ვართ, შეკვეთა თურქეთში გავაკეთოთ, სადაც ჩვენს ორნამენტსა და სხვა დანარჩენ დეტალებს მარტივად ამზადებენ. მეორე ხაზით, უკვე სექტემბერში, სერიოზულად შევალთ ბაზარზე, რაც გულისხმობს ერთი ძირითადი და კიდევ ორი მაღაზიის გახსნას, სადაც „ავთანდილი” გაიყიდება. 

– ხელმისაწვდომი თუ იქნება ის?

– ეს იქნება დემოკრატიული ფასები. ამ ხაზში შევა ყოველდღიური, პრაქტიკული სამოსი, ასევე, საღამოს კაბებიც. ძირითადი გათვლა გვაქვს 15-დან 30 წლამდე ასაკამდე ქალებზე და ჯერჯერობით მხოლოდ ქალბატონების კოლექციას ვაკეთებთ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა ასაკის ქალბატონები მათთვის საინტერესოს ვერაფერს აღმოაჩენენ. მეორე ხაზში დაცული იქნება მთავარი კოლექციის იდეა, რომელსაც ძალიან პრაქტიკულად, გადამრავლებული რაოდენობით წარმოვადგენთ უკვე მეორე ხაზში. ეს კეთდება ყველა ფენისთვის. ბაზარზე დემოკრატიული ფასებით შესვლა ემსახურება სხვადასხვა შესაძლებლობების მქონე ქალბატონებს, რომლებსაც ლამაზად და პრაქტიკულად ჩაცმა უყვართ.

– მაინც, რა შეიძლება ღირდეს ერთი პიჯაკი?

– ფასების პოლიტიკაა 50 ლარიდან 300 ლარამდე. ყველაზე ძვირი ეღირება პალტო. ეს არის მასმარკეტისთვის იდეალური ფასები. რამდენიმე გამოკითხვა ჩავატარეთ და, ეს ის თანხებია, რომელსაც ქალი სიამოვნებით გადაიხდის სამოსში. ფასი არ ნიშნავს დაბალ ხარისხს. ფასის რეგულირება ხდება ფაბრიკებისა და სამოსის რაოდენობის ხარჯზე. პირველი ხაზის კაფსულა კოლექციები გაკეთდება, ოღონდ, უფრო მცირე რაოდენობით, თანაც უფრო კოქტეილისა და საღამოს კაბები იქნება, რომლებიც უფრო ევროპის ბაზარზე გაიყიდება. ,,პრეტ-ა-პორტე დე ლუქსი” საკმაოდ ძვირად ღირებულია და არც ერთი პროცენტით არ მეპარება ეჭვი, რომ ორივე ხაზი გაამართლებს. 

– შენ გქონდა მეორე ხაზის შექმნის მცდელობა და ის დაიხურა.

– ჩვენ გვქონდა ჯინსის ხაზი, რომელიც ძალიან წარმატებული იყო და საოცარი რაოდენობით იყიდებოდა, მაგრამ, შემდეგ უკვე იმდენად გადავერთეთ პირველ ხაზზე, ,,პრეტ-ა-პორტე დე ლუქსზე”, ინდივიდუალურ შეკვეთებსა და ახალი ქვეყნების ათვისებაზე, რომ ჯინსის ხაზისთვის დრო აღარ გვრჩებოდა. მინდა ერთხელ და სამუდამოდ გავაქარწყლო გავრცელებული ხმები, რომ „ავთანდილი” საქართველოსთვის უკვე აღარაფერს აკეთებს. ,,ავთანდილი” ძალიან ბევრ რაღაცას აკეთებს თავისი მომხმარებლისთვის, რაც, თავისთავად, არ გამორიცხავს ევროპის ქვეყნებში განვითარებას. ახლა ის პერიოდი მაქვს, რომ ეს ნაბიჯი უნდა გადავდგა და ამისთვის მზად ვარ ფსიქოლოგიურად, ფინანსურად, შემოქმედებითად და, ეჭვი არ მეპარება, რომ ის გაამართლებს.

– ჟურნალებში და ფოტოსესიებზე რა ხდება?

– ახლა უკვე გაზაფხული-ზაფხულის კოლექციების ფოტოსესიები კეთდება. ორი თვის განმავლობაში კოლექცია ჟურნალების საოცარმა რაოდენობამ აიღო, ანუ, კოლექციამ ასი პროცენტით გაამართლა. ახლა უკვე ელოდებიან, თუ რას აკეთებს ,,ავთანდილი”. ახლა მეორე ეტაპს გავდივართ და ამის შემდეგ უკვე დავიწყებთ სელებრითებთან მუშაობას, რაც რეკლამის საუკეთესო, ყველაზე გამართლებული საშუალებაა. გლამურული ჟურნალებისთვის და ცნობილი ქალებისთვის სულ სხვა ტიპის კაბები კეთდება, ,,ჰაი-კლასის” მომხმარებელზე გათვლილი. 

– როგორ ხდება ცნობილ ქალბატონებზე გასვლა?

– ,,ლორან სუშელის” სააგენტოში გამოფენილია ,,ჟივენშით” დაწყებული, ,,ივ სენ ლორანით” დამთავრებული, ყველა მოდის სახლის ისეთი სამოსი, რომელიც მაღაზიებშიც კი არ არის შესული. იქ მიდიან „ვოგის”, „ოფისიელისა” და მსგავსი ჟურნალების, ასევე, სუპერვარსკვლავების სტილისტები, რომლებიც ირჩევენ მოდელებს და აწყობენ ,,ლუქებს”. არც ვარსკვლავი, არც ჟურნალი არ ფიქრობს, ვაიმე, სად ვიპოვო კაბაო, ამას პირდაპირ სააგენტოში ნახულობენ. ახლა ჩვენ ვართ მეორე ეტაპის ბოლოში, ხოლო მესამე ეტაპი უკვე ზუსტად ესაა. 

– თან, ამდენი მოდის კვირეული.

– ხშირად ვფიქრობ, შევამცირო კვირეულების რაოდენობა. წინა სეზონზე მონაკოშიც ვიყავი, ლონდონშიც, ყაზახეთშიც; საშინელი, არაადამიანური რეჟიმი მქონდა. ახლა კი ბაერთა ბაზა ისე გადანაწილდა, რომ, თუ ის კვირეული ახალ ბაერებს, რამდენიმე ახალ მაღაზიას არ მომიტანს, მაშინ ის ჩემთვის საინტერესო არ არის. წელს ბევრ კვირეულზე გვიწევს უარის თქმა. იმედი მაქვს, ქართულ და ევროპულ ბაზარს ისე დავალაგებთ, რომ ბევრი მოგზაურობა აღარ მომიწევს. არ ვიცი, „მერსედეს ბენც ფეშენ-ვიქზე” მონაწილეობას განვაგრძობ თუ არა.

– რეალურია პარიზის მოდის კვირეულში „ავთანდილის” მონაწილეობა?

– აბსოლუტურად რეალურია. კვირეულის ორგანიზატორებს უკვე წარუდგინეს და განიხილეს ჩემი კანდიდატურა. ძალიან რთულია პარიზის მოდის კვირეულზე მოხვედრა, გაცილებით გახსნილია მილანის, ნიუ-იორკის, ლონდონის კვირეულები, პარიზი კი საოცრად კონსერვატულია. მოდის სახლს უნდა ჰქონდეს ისტორია, პრესის ბაზა, უნდა ჰქონდეს კარგი გაყიდვები, მათ შორის – ევროპის ბაზარზე. რაც უნდა ნიჭიერი იყო, ისტორიის გარეშე პარიზის მოდის კვირეულზე ვერ მოხვდები, თუ, რა თქმა უნდა, რომელიმე ისტორიული ბრენდის კრეატიული დირექტორი არ გახდები. დამოუკიდებელ დიზაინერად პარიზის მოდის კვირეულზე მოხვედრა ძალიან რთულია. ეს ყველაზე სარისკო ნაბიჯია, რაც კი ცხოვრებაში გადამიდგამს, მაგრამ, მიზნის განხორციელებაში არაფერი არარეალური არ არის.

– ამ საგიჟეთის წინ კარგად დაისვენე – არაჩვეულებრივი ფოტოები ვნახეთ შენს „ფეისბუქზე“. 

– არაფერი მაქვს ქართული კურორტების საწინააღმდეგო, მაგრამ, უკვე მესამე წელია, დავდივართ ვალდიზერში, საფრანგეთის ალპებში, სადაც გადარეული წლის შემდეგ ვახერხებ ოჯახის წევრებთან ერთად ყოფნას და ძალიან კარგ დასვენებას. მართალია, უკანა გზაზე მაინც მიწევს პარიზში გაჩერება და საქმეებზე საუბარი, სადაც ჩემი ნერვების ნაწილს ვტოვებ, მაგრამ, მაინც კმაყოფილი ვარ. ერთადერთი მინუსი, რაც ამ მოგზაურობას აქვს, ესაა წონაში მომატება, რის შემდეგაც, თბილისში, ფაქტობრივად, შიმშილი მიწევს (იცინის). აბსოლუტურად გიჟური ახალი წლის შემდეგ, განსაკუთრებით ვგრძნობ, რომ იქ დასვენების ყველა პირობაა. გამორთული ტელეფონი, თბილი პლედი და ცხელი ღვინო მართლა მისწრებაა ჩემთვის. სასწაული გვქონდა წინასაახალწლოდ, საგიჟეთი, რასაც დაემატა კონცერტებისთვის მომღერლების მომზადება. კულმინაცია იყო, როდესაც ცნობილი ქართველი მევიოლინისთვის, ლიზა ბათიაშვილისთვის, ისე შევკერეთ საახალწლო კაბა, რომ ლიზა თვალით არ გვინახავს. ტელევიზორი რომ ჩავრთე და დავინახე, ლიზას იდეალურად ჰქონდა კაბა, გამოვრთე ყველაფერი, ავიღე ჩემოდანი და ათი დღით მოვწყდი რეალობას. აქედან ორი დღე მხოლოდ მეძინა სუფთა ჰაერზე, ცხელი ღვინო და იდეალური ხედები (იცინის).

 

 

скачать dle 11.3