კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ახმოვანებდნენ ფილმებს კოტე თოლორდავა და განო მელითაური ხელჩაკიდებულები და რატომ ცეკვავდნენ ისინი სამშობიარო ბლოკში „ტანგოს“

 

წყვილს, რომლის ინტერვიუსაც გთავაზობთ, თითქმის ხუთწლიანი ოჯახური თანაცხოვრება აკავშირებს. კოტე თოლორდავასა და განო მელითაურს მაყურებელი კარგად იცნობს: ფართო აუდიტორიამ კოტე სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები,” დიტოს გმირით გაიცნო, ხოლო განო – პროექტით „შეგირდი.”

გაკოები, როგორც მათ ეძახიან, დღე-დღეზე მეორე შვილს ელოდებიან. კოტეს პირველი ქორწინებიდან 11 წლის ვაჟი ჰყავს. წლების წინ ის მსახიობ მარიამ ჯოლოგუას მეუღლე იყო. როგორც თავად ამბობს, მისთვის გაკოც ბავშვია და, სულ მალე, მისი ჩათვლით, ოთხი შვილის მამა გახდება.

 

– „ჩემი ცოლის დაქალები” პირველი სერიალია, რომელშიც მონაწილეობ?

კოტე: ადრე „ყავა და ლუდში” ვითამაშე ეპიზოდური როლი. საერთოდ, სერიალების მოყვარული არ ვარ, მაგრამ, „ჩემი ცოლის დაქალები” მომწონს, რადგან, უფრო „კინოშნიკურია.”

– რამდენი წელია, რაც ცოლ-ქმარი ხართ?

– 8 ივნისს, განოს დაბადების დღეს, ხუთი წელი გვისრულდება. განო მესამე სართულზე ცხოვრობს და სახლში ამწეკრანით მივაკითხე. რომ გამოიხედა, რას შვრებიო, მკითხა. ცოლად უნდა მოგიყვანო-მეთქი, ვუთხარი და ამწეკრანითვე ჩავედით კონკამდე. 

განო: მართალია, ძალიან ბევრს ვჩხუბობთ და ვრიგდებით, მაგრამ, საბოლოო ჯამში, სულ დღესასწაულებს მიწყობს. ჯვრისწერაც ძალიან ლამაზად გააკეთა კოტემ. ხელი რომ მოვაწერეთ, მარხვა იყო და ამიტომ ჯვარი მოგვიანებით დავიწერეთ, ბავშვი უკვე გვყავდა. მოკლედ, ნაჩხუბრები ვიყავით. 14 თებერვალი იყო. მაშინ სარეკლამო გვქონდა მე და კოტეს და, ჩვენმა პარტნიორმა, რომელთან ერთადაც ვმუშაობდით, სახლში მომაკითხა – ჩქარა, ახალი შეკვეთა გვაქვს და ძალიან გვეჩქარება. შეხვედრაზე უნდა წამოხვიდე, ოღონდ, კაბა ჩაიცვიო. გამოვედი სახლიდან და – მესამე სართულიდან მთელი სადარბაზო იებით იყო მოფენილი. ძალიან გამიხარდა. რუსთაველზე ჩვენს ოფისს რომ გავცდით – გამიკვირდა; პირველ სკოლასთან რომ გააჩერა ტაქსი – გამიკვირდა. მერე კოტეც დავინახე და ამაზე სულ გადავირიე – ხომ გითხარი, არ ველაპარაკები და ამას აქ რა უნდა-მეთქი. შეხვედრის ხათრით, კარგ კონტრაქტს გვიდებენ და მოითმინეო, – მთხოვა ჩვენმა მეგობარმა. ამ დროს კოტემ ხელი ჩამკიდა, არაფერზე არ ილაპარაკოო, მითხრა და ქაშუეთისკენ გამარბენინა. მოძრაობა გაჩერებული ჰქონდა და მთელი გადასასვლელი აქაც  იებით იყო მოფენილი. კოტე, ეკლესიაში რა გვინდა-მეთქი, რომ ვკითხე, მიპასუხა, განო, მამაოც საქმეშიაო. მივედით და – ეკლესიაში ჩვენი ბევრი მეგობარი დამხვდა. ასე დავიწერეთ ჯვარი. სულ ასეთ სიურპრიზებს მიკეთებს. 

– ერთმანეთი როგორ გაიცანით?

– გლანდების ოპერაცია მქონდა ახალი გაკეთებული და ჩემი სიგამხდრით ვიყავი შეპყრობილი. ოპერაციიდან თვე-ნახევრის თავზე ავდექი. „ნიუ არტ ვიდეოში” ვახმოვანებდი ფილმებს და კოტეც იქ მოვიდა. ფილმებს სხვადასხვა სტუდიაში ვახმოვანებდით. ერთმანეთს კიბეზე შევხვდით, ორივე გავჩერდით, ერთმანეთისთვის არაფერი გვითქვამს, მხოლოდ შევხედეთ. ამან რაღაც რევერანსივით გააკეთა და წავიდა. ამ დღის მერე დაიწყო ყველაფერი. 18 წლის ვიყავი და მანამდე საერთოდ არ მყოლია შეყვარებული. 

კოტე: თავისთავად მოხდა ყველაფერი. ჯერ ხელჩაკიდებულები ვახმოვანებდით ფილმებს, რატომ, არ ვიცი. რვა წლით ჩემზე უმცროსია და დღემდე ისე ვექცევი, როგორც ბავშვს.

– უკვე მეორე ბავშვს ელოდებით.

განო: პირველ ბავშვი რომ გავაჩინე, 2008 წლის ომი იყო, ახლა დღე-დღეზე ველოდები მეორეს და – დიდი გამყინვარებაა. 

კოტე: მე მყავს უფროსი ბიჭი, მერე გვყავს გოგო და ახლა ბიჭს ველოდებით. ერთი რვა წელიწადში, მინდა, კიდევ გოგო გვეყოლოს.

– როგორი მამა ხარ?

– როცა პირველად გავხდი მამა და ბუკა დაიბადა, პატარა ვიყავი და ვერ აღვიქვამდი ამას. ახლა უფრო გააზრებული მაქვს. ტასო რომ დაიბადა, განოს გვერდით ვედექი სამშობიარო ბლოკში. 

განო: სამშობიარო ბლოკში ჭკუაზე არ ვიყავით: ხან „ტანგოს“ ვცეკვავდით, ხან ჩეხურ „დურაკას“ ვთამაშობდით „მაზიანებზე“. უცებ სხვა ბლოკში ქალმა დაიწყო კივილ-წივილი. კოტეს რომ შევხედე, თეთრი „საროჩკა“ ეცვა და იმაზე თეთრი ფერი ედო სახეზე. 

კოტე: სანამ ის ქალი დაიწყებდა ისტერიკებს, კარგად ვიყავით და ვერთობოდით. ერთადერთი, განოს მამა მძაბავდა – ქვევიდან მიყვიროდა, რამდენ თითზეა გახსნილიო.

– რას არქმევთ ბავშვს?

– მოლაპარაკებული ვიყავით, პირველს, ვინც არ უნდა გაჩენილიყო, განო არქმევდა სახელს, მეორეს – მე. განომ ტასო დაარქვა, მე კი ძალიან მომწონს თარაში. თარაშ თოლორდავა, შემოკლებით თაშო – კარგად ჟღერს.  

– ბუკა 11 წლის არის, ტასო – 3-ის. როგორი ურთიერთობა აქვს და-ძმას ერთმანეთთან?

– ძალიან კარგი, თითქმის სულ ერთად არიან. განოსთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. პირველად რომ ნახა, 6 წლის იყო, გახმოვანებაზე მყავდა წაყვანილი. ერთადერთი, ვისთანაც მივიდა, გაერთო და ეთამაშა, ეს იყო განო. სხვას არავის არ გაეკარა. ძალიან მესიამოვნა. 

– მარიამ ჯოლოგუასთან (ბუკას დედასთან) რამდენჯერმე ვიყავით ინტერვიუს ჩასაწერად სახლში და ოთახში არასდროს შემოსულა. 

– ცოტა მორცხვია. ეს ჩემი თვისება არ არის, ალბათ, დედამისისგან გამოჰყვა.

– კოტე, რას იტყვი იმ პერიოდზე, როცა განო პროექტ „შეგირდის” მონაწილე იყო და ამ ყველაფერს ტელეეთერის საშუალებით ადევნებდი თვალს? 

– ის პერიოდი ჩემთვის კატასტროფა იყო, ძალიან მიჭირდა, მის გვერდით რომ არ ვიყავი და ვერაფრით ვეხმარებოდი. ერთადერთი რისი საშუალებაც მქონდა, წერილებს ვწერდი, თუმცა, იქაც ვერ ვწერდი ყველაფერს, რადგან, სანამ განომდე მივიდოდა, სხვები კითხულობდნენ. ძალიან ვნერვიულობდი. ჩემი თავის ამბავი რომ ვიცი, რაღაც რომ მომხდარიყო, შეიძლება, თავი ვერ შემეკავებინა და იქ მივვარდნილიყავი. საერთოდ, ჩვენ ორივე ძალიან ემოციურები ვართ. არ მინდოდა რამეზე გული დასწყვეტოდა. განო ისეთია, ყველაფერი გულთან მიაქვს და განიცდის. ადამიანებს უცებ შეიყვარებს და ყველა თავისიანი ჰგონია. 

– პროექტის შემდეგ რა მოხდა შენს ცხოვრებაში, რეალურად დასაქმდი?

განო: როგორც კი პროექტიდან გამოვედი, მაშინვე დავსაქმდი. ძალიან ბევრი შემოთავაზება მქონდა, რისთვისაც ყველა კომპანიას დიდ მადლობას ვუხდი. იმ მომენტში ჩემთვის ყველაზე საინტერესო შემოთავაზება და პირობები ქალბატონი ლაურა ღაჭავას სამკერვალო ფაბრიკიდან მქონდა. თუმცა, ძალიან მალე წამოვედი იქიდან, რადგან, ჩვენი შეხედულებები და საქმისადმი მიდგომა ძალიან შორს იყო ერთმანეთისგან. მაქსიმალურად ვეცადე, ბევრი გამეკეთებინა, მაგრამ, ჩვენ სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობდით. მიუხედავად ამ ყველაფრისა, დიდი გამოცდილება მივიღე მასთან მუშაობის პერიოდში. ამის შემდეგ ძალიან სერიოზულ სარეკლამო კომპანიაში გადავედი სამუშაოდ, საიდანაც მანამდე მქონდა შემოთავაზება, სანამ ქალბატონ ლაურასთან წავიდოდი. 

– ისევ თქვენს ოჯახურ თანაცხოვრებას დავუბრუნდები. როგორც მეუღლეები ერთმანეთს, იდეალურად ეწყობით. რაც შეეხება საქმეს, კარგად გამოგდით?

კოტე: ძალიან კარგად. ერთად სარეკლამო სააგენტო „გაკოც” კი გვქონდა. მანამდე „მგზავრებს” გადავუღეთ კლიპი სიმღერაზე „მთვარე.”

განო: თან, ნინი დედალამაზიშვილი ჩემი ბავშვობის მეგობარი და მეჯვარეა. მოკლედ, დიდი ენთუზიაზმით და მონდომებით, „მგზავრების” პირველი კლიპი გადავიღე, თან, მაშინ ორსულად ვიყავი პირველ ბავშვზე. რაც შეეხება ჩემი და კოტეს საქმიან ურთიერთობას, კარგად ვუგებთ ერთმანეთს. მართალია, საქმის კეთების დროს ბევრსაც ვჩხუბობდით ნებისმიერ დეტალზე, მაგრამ, საბოლოო ჯამში, საქმე კარგად გამოგვდის. 

კოტე: კი, ასეა. სანამ განოს გავიცნობდი, ძალიან რთული პერიოდი და ბევრი პრობლემა მქონდა. განოს გამოჩენამ კი, რადიკალურად შემოაბრუნა ჩემი ცხოვრება 180 გრადუსით. გამიმართლა, რომ ამ ადამიანს შევხვდი, თორემ, სად ვიქნებოდი და რას ვიზამდი, არ ვიცი. 

განო: შენც 180 გრადუსით შემომაბრუნე, რადგან, მეც ძალიან რთული პერიოდი მქონდა მაშინ.

კოტე: ყველაზე მაგარს გეტყვი, 17 წლის რომ ვიყავი, მაშინ მოხდა ეს ამბავი. ძალიან მთვრალები ვიყავით და კატასტროფულ ავარიაში მოვყევით. საჭესთან ერთი დეგენერატი გოგო დავსვი, რომელიც ჩემს ძმაკაცს მოსწონდა. თურმე, ის გოგო მანქანების დამტვრევის დიდოსტატი ყოფილა და ბარნოვზე პირდაპირ ხეს შევასკდით. თავში ჰემატომა მქონდა და, მოკლედ, გვამები ვეყარეთ მანქანაში. საბედნიეროდ, ყველა გადავრჩით. დალეწილები რომ ვეყარეთ მანქანაში, ამ დროს ბარნოვზე მანქანით მოვიდა მამამისი, შიგნით კი 10 წლის განო იჯდა, რომელიც გაკვირვებული იყურებოდა ფანჯრიდან. 

განო: სასწრაფო მამაჩემმა გამოიძახა. 

კოტე: 11 წლის შემდეგ გაირკვა, რომ, თურმე, განოს მამამ გადაგვარჩინა.

 

 

 

скачать dle 11.3