კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

კლაივ ოუენი – ყველაზე სექსუალური ბრიტანელი ჰოლივუდში

 

ის ბოლო დროის ყველაზე წარმატებული ბრიტანელი მსახიობია ჰოლივუდში. ფილმები მისი მონაწილეობით კინოგაქირავების ლიდერია და მაყურებლებში პოპულარობით სარგებლობს. ამასთან ერთად, კლაივ ოუენი პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ და სასურველ მამაკაცად მიიჩნევა და არაერთხელ დაუსახელებიათ სხვადასხვა რეიტინგისა თუ ტოპ-ათეულის მოწინავე პოზიციებზე. „თბილისელების” ამ ნომერში კლაივ ოუენის შესახებ გავრცელებულ ყველაზე ცნობილ ფაქტებს გთავაზობთ.

* კლაივ ოუენი 1964 წელს, დიდ ბრიტანეთში, ქოვენთრიში დაიბადა. 1967 წელს მამამისი, ქანთრის მომღერალი ოჯახიდან წავიდა. კლაივს დედასთან ერთად, მამინაცვალი ზრდიდა, რომელიც რკინიგზის სადგურში მოლარედ მუშაობდა. კლაივს თავისზე უმცროსი ოთხი ძმა ჰყავს.

* 1984 წელს კლაივ ოუენმა დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემიაში დაიწყო სწავლა, სადაც მისი თანაკურსელები – რალფ ფაინსი და ჯეინ ჰოროკსი იყვნენ. საინტერესოა, რომ აკადემიაში სწავლის დაწყებამდე, ოუენი 2 წლის განმავლობაში უმუშევრებისთვის განკუთვნილი დახმარებით ცხოვრობდა.

* მომავალი მეუღლე, სარა-ჯეინ ფენტონი კლაივ ოუენმა ლონდონში, თეატრ „იანგ ვიკის” სპექტაკლის, „რომეოსა და ჯულიეტას” დადგმისას გაიცნო. კლაივი რომეოს როლს ასრულებდა, ხოლო სარა – ჯულიეტასი. ისინი 1995 წელს დაქორწინდნენ, დღემდე ბედნიერად ცხოვრობენ და ორ ქალიშვილს ზრდიან.

* კლაივ ოუენი კინოსა და თეატრალურ სცენაზე ექსპერიმენტების მოყვარულია. ის დასთანხმდა სკანდალური სპექტაკლის, „ბენტის” ეკრანიზაციაში ჰომოსექსუალის როლი განესახიერებინა. თეატრალურ წარმოდგენაში ოუენამდე ამ როლს – სერ იან მაკელანი და რიჩარდ გირი ასრულებდნენ.

* კლაივ ოუენი დევიდ ბოუის შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელია. 70-იან წლებში, როდესაც ბოუი ყოველი ახალი ალბომის გამოსვლისთვის იმიჯს იცვლიდა, თინეიჯერი კლაივ ოუენიც მას ჰბაძავდა და თმას კერპის მსგავსად იღებავდა.

* კლაივ ოუენის სახელი მაყურებლებმა გერმანული ავტოკონცერნის, BMW-ს დაკვეთით გადაღებულ სარეკლამო რგოლებიდან გაიცნო. უცნობი მძღოლის როლის შემსრულებელი ოუენი თავისი ავტომობილით არაერთ უსიამოვნო სიტუაციაში ხვდებოდა. რგოლები მსოფლიოში განთქმულმა რეჟისორებმა – გაი რიჩიმ, ჯონ ფრანკენჰაიმერმა, ტონი სკოტმა, ვონგ კარვაიმ და ანგ ლიმ გადაიღეს. ოუენის პარტნიორები კი იყვნენ – მადონა, მიკი რურკი, ადრიანა ლიმა, გარი ოლდმანი, ჯეიმს ბრაუნი და მერლინ მენსონი.

* კლაივ ოუენი ფეხბურთის დიდი მოყვარულია და ლივერპულის „ლივერპულს” ქომაგობს.

* 2006 წელს ჟურნალ GQ-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვით, კლაივ ოუენი პლანეტის ყველაზე გემოვნებიან მამაკაცად დასახელდა. გამოკითხვაში მან უკან მოიტოვა ცნობილი სექს-სიმბოლოები – ჯუდ ლოუ და დევიდ ბექჰემი.

* 2005 წელს ჩატარებული გამოკითხვით, კლაივ ოუენი ჯეიმს ბონდის როლის იდეალურ შემსრულებლად დასახელდა. თუმცა, საბოლოოდ, როლი დენიელ კრეიგს ხვდა წილად.

* 2006 წლიდან კლაივ ოუენი ქალაქ ჰარვიჩის კინოთეატრის, „ელექტრიკ პალას სინემას” დირექტორია. მისი ინიციატივით გარემონტდა კინოთეატრის შენობა და დამონტაჟდა ახალი აპარატურა.

* პირველი ცნობილი როლი ჰოლივუდურ ბლოკბასტერში კლაივ ოუენს შემთხვევით შეხვდა. ფილმის „მეფე არტურის” სცენარი, თავდაპირველად, სპეციალურად რასელ ქროუსთვის დაიწერა, თუმცა „ოსკაროსანმა” მსახიობმა სცენარი დაიწუნა, ამის შემდეგ მთავარი როლის შესრულება დენიელ კრეიგს შესთავაზეს. მან კი გადატვირთული გრაფიკის გამო, უარი განაცხადა ფილმში მონაწილეობაზე. როლზე ასევე უარი თქვეს – მელ გიბსონმა და ჰიუ ჯეკმანმა და მხოლოდ ამის შემდეგ, რეჟისორმა ანტუან ფუკუამ კლაივ ოუენის კანდიდატურა დააყენა დღის წესრიგში.

* კლაივ ოუენმა კომპიუტერული თამაშის, Privateer-ის შექმნაში მიიღო მონაწილეობა. თამაშის მთავარი გმირი მისი ხმით ლაპარაკობს და იერითაც მას ჰგავს.

* „დეილი ექსპრესისთვის” მიცემულ ინტერვიუში კლაივ ოუენმა განაცხადა, რომ მაჩვის ეშინია და ამ ცხოველის დანახვაზე კანკალი ეწყება. მოგვიანებით, ოუენმა უარყო ეს ცნობა და განაცხადა, რომ იხუმრა.

* გაზეთ „ნიუს ოფ ზი უორლდის” ცნობით, კლაივ ოუენი რეალურად 1962 წელს დაიბადა და არა 1964 წელს, როგორც თავად აცხადებს. ამის დასამტკიცებლად გაზეთმა კლაივ ოუენის დაბადების მოწმობის ასლი გამოაქვეყნა.

* 2007 წლიდან კლაივ ოუენი კოსმეტიკური საშუალებების მწარმოებელი კომპანიის, „ლანკომის” სახეა. იგი მამაკაცებისთვის განკუთვნილ სახის კრემს უწევს რეკლამირებას.

უშანგი რუხაძე

 

скачать dle 11.3