კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (145)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

რა შემთხვევაში იწვევს კარმული დარღვევები ადამიანის სიკვდილს და რა გავლენას ახდენს შავი მთვარე ადამიანის ბედზე

 

რა არის კარმა, კარმული მისია, საიდან მომდინარეობს საერთოდ ცნება – კარმა, რა არის ჩადებული გენეტიკურ კოდში, – ამ საკითხებში გარკვევა ძალიან ბევრ ადამიანს აინტერესებს. სწორედ ამ თემით დაინტერესებულნი ბევრ რამეს შეიტყობენ ბატონ დავით ბუტიკაშვილის ინტერვიუდან.

– ზოგადად, კარმის ცნება მომდინარეობს ინდოეთიდან, ინდური ფილოსოფიიდან. სანსკრიტიდან რომ ვთარგმნოთ, დაახლოებით, „მიზეზსა და შედეგს“ ნიშნავს. ინდური ფილოსოფიით, ადამიანი არაერთხელ მოდის დედამიწაზე და ყოველი მოსვლისას მას კონკრეტული მისია აქვს შესასრულებელი. ამიტომ, ირჩევს ამა თუ იმ სხეულს, ფიზიკურ ფორმას, ადგილს, სადაც ეს ადამიანი უნდა დაიბადოს და თავისი კარმული მისია შეასრულოს. ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, ხშირად ვხედავ, თუ როგორ მუშაობს ამა თუ იმ ადამიანის ცხოვრებაში კარმა. კარმის ნათელი ნაწილია, ის ჯილდოები, რომლებიც წინა ცხოვრებაში დავიმსახურეთ, ბნელი ნაწილი კი, ანუ კარმული ვალი, ისაა, რომელთა გასტუმრების შესაძლებლობა გვეძლევა შემდეგ ცხოვრებაში. ძირითადი ნაწილებია – დაღმავალი და აღმავალი კარმული კვანძები, თეთრი მთვარე – ანუ სელენა და შავი მთვარე – ანუ ლილიტი. დაღმავალი და აღმავალი კარმული კვანძები, ეს არის მთვარის წერტილები ორბიტაზე, სადაც მთვარის ორბიტა დედამიწის ორბიტასთან იკვეთება. შესაბამისად, არსებობს დაღმავალი – სამხრეთისა და აღმავალი – ჩრდილოეთის კარმული კვანძები. დაღმავალი კარმული კვანძები ჰოროსკოპში მიუთითებს, რა თვისებებია ადამიანში მაქსიმალურად განვითარებული, ხოლო აღმავალი – რა მიმართულებით უნდა მოხდეს ადამიანის პროგრესირება. მაგალითად, თუ ადამიანს დაღმავალი კარმული კვანძი აქვს თევზების ზოდიაქოში, შესაბამისად, აღმავალი – საწინააღმდეგო, ქალწულის ზოდიაქოში ექნება. თევზების ზოდიაქოსთვის დამახასიათებელია უძლიერესი ინტუიცია. მაგრამ ამჟამინდელ ცხოვრებაში ასეთმა ადამიანმა უნდა განავითაროს პრაგმატიზმი და ლოგიკური აზროვნება. თუ ადამიანმა იცის თავისი კარმული განვითარების ტენდენციები, ის ცხოვრებისეულ სიძნელეებს თავს დააღწევს. რაც შეეხება კარმულ ჯილდოებს, ამაზე მიუთითებს თეთრი მთვარე – სელენა. ეს არის წერტილი მთვარის ორბიტაზე, როცა მთვარე ყველაზე მეტად უახლოვდება დედამიწას. მაგალითად, თუ თეთრი მთვარე ამა თუ იმ ადამიანის ჰოროსკოპში იმყოფება კუროს ზოდიაქოში, ეს მითუთითებს იმაზე, რომ წინა ცხოვრებაში ადამიანი საკმაოდ გულუხვი იყო, უანგაროდ ეხმარებოდა ადამიანებს. ეს აუცილებლად დაუფასდება ამჟამინდელ ცხოვრებაში, ამიტომ ის თავიდანვე დაზღვეულია უკიდურესი მატერიალური გაჭირვებისგან. რაც შეეხება კარმის ყველაზე რთულ ნაწილს, შავ მთვარეს, ანუ ლილიტს – შავი მთვარე მთვარის ორბიტაზე არის წერტილი, როდესაც მთვარე ყველაზე მეტად სცილდება დედამიწას. თუკი შავი მთვარე ჰოროსკოპში ლომის ზოდიაქოში იმყოფება, ეს მიუთითებს იმაზე, რომ წინა ცხოვრებაში ამ ადამიანს დარღვევები აქვს სასიყვარულო სფეროში, ანუ ის არ იყო ერთგული თავისი მეუღლის თუ შეყვარებულის. ასევე, პრობლემები ჰქონდა შვილებთან და საერთოდ, ბავშვებთან მიმართებაში, ღალატობდა ოჯახს, ბოროტად იყენებდა ძალაუფლებას. შესაბამისად, ამჟამინდელ ცხოვრებაში ასეთი ადამიანი აუცილებლად უნდა იყოს ერთგული და გულისხმიერი, თუ ის ასე არ მოიქცევა, აუცილებლად სერიოზული პრობლემები შეექმნება. კერძოდ, ვისაც შავი მთვარე აქვს ლომში, ხშირად შვილოსნობასთან დაკავშირებით აქვს ხოლმე პრობლემები. თუ ასეთი ადამიანი ბოროტად იყენებს ძალაუფლებას, ხშირად ისჯება და მისი სიცოცხლე ფატალურად მთავრდება. ერთი ძალიან საინტერესო რამ მინდა გითხრათ: საგანგებოდ შევისწავლე პრინცესა დაიანასა და ჯონ კენედის პირადი ჰოროსკოპები და მივედი დასკვნამდე. ორივე მათგანს შავი მთვარე ჰქონდა ლომის ზოდიაქოში! ნახეთ, რა საოცარი რამ მოხდა – კენედის ბევრი რომანი ჰქონდა, როგორც იცით, მათ შორის მერლინ მონროსთანაც. მისი საყვარლების სია ძალიან გრძელია. კენედი თავის კარმულ ვალებს კი არ ისტუმრებდა, პირიქით, იგივე დარღვევები ჰქონდა, რაც წინა ცხოვრებაში. გარდა ამისა, ჟაკლინ კენედი ლომის ზოდიაქოს ქვეშ იყო დაბადებული. ასტროლოგიაში ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია, კენედის ჟაკლინი რომ არ მოეყვანა ცოლად, ასე ფატალურად არ განვითარდებოდა მისი ცხოვრება. ლომის ენერგეტიკამ გააძლიერა შავი მთვარის გავლენა და კენედი კიდევ უფრო მექალთანე გახდა დაქორწინების შემდეგ. სერიოზული გაფრთხილება იყო მისთვის შვილების სიკვდილი, 4 შვილიდან ორი, კენედების ოჯახმა ჩვილობის პერიოდში დაკარგა. თუმცა, კენედიმ ეს ყურად არ იღო. რაც შეეხება ლედი დის, მასაც შავი მთვარე ჰქონდა ლომის ზოდიაქოში. თავად დაიანა უნდა მორიდებოდა ასეთი ძალაუფლების სივრცეში მოხვედრას, ანუ სამეფო გვირგვინს და სამეფო ოჯახს. სამეფო გვირგვინს ლომი განაგებს, ის მისი კომპეტენციაა. ყველამ იცოდა, რომ ჩარლზი ღალატობდა მეუღლეს, მაგრამ დაიანას არ უნდა ეღალატა. ამიტომ დასრულდა მისი ცხოვრება ტრაგიკულად, თან საყვარელთან ერთად. მე მოვიტანე ცნობილი ადამიანების მაგალითები, ასეთი უამრავია.

რაც შეეხება იმას, ექვემდებარება თუ არა კარმა ცვლილებას, არსებობს ათასნაირი თეორია, მაგრამ გადაჭრით ვიტყვი, რომ კარმის შეცვლა შეუძლებელია და ადამიანს წინასწარ განსაზღვრული მისია აქვს შესასრულებელი. თუ ამ მისიას არ ასრულებს და ადამიანი ამოწურავს ყველა მისთვის მიცემულ შესაძლებლობას, ხშირად ის ზედმეტი ხდება დედამიწაზე და იღუპება. ვისაც შავი მთვარე აქვს „ლომში“ და არ ჰყავს შვილი, ასეთმა ადამიანმა მაქსიმალურად უნდა იზრუნოს ბავშვებზე, მეტიც, სასურველია, იშვილოს კიდეც ბავშვი. ხშირ შემთხვევაში, ასეთებს შვილობილის შემდეგ საკუთარი ბავშვიც ეძლევა. ყველაფერი მიზეზ-შედეგობრივ კავშირშია სამყაროში. ასტროლოგია სწორედ ამ ჰარმონიისა და წონასწორობის კვლევაა. თუკი სადმე წონასწორობა ირღვევა, ასტროლოგიის მიზანია, იზრუნოს ამ წონასწორობის აღდგენაზე.

– მაინტერესებს სომატური დაავადებები, რომლებიც კარმის დარღვევის შედეგად ჩნდება.

– ყველას აქვს მიდრეკილება კონკრეტული დაავადებისკენ, ამაზე სწორედ შავი მთვარის პოზიცია მიუთითებს. არის კარმული ზოდიაქოს ნიშნისთვის დამახასიათებელი და გენეტიკური დაავადებები. ყველა ზოდიაქოს ენერგეტიკას აქვს ძლიერი და სუსტი მხარეები, რომელსაც აუცილებლად უნდა მიხედოს ადამიანმა. თუმცა, ეს არ არის განაჩენი, მას შეუძლია ისწავლოს ამ დაავადებების პრევენცია და პროფილაქტიკა. ისევ და ისევ, მაგალითად, თუ ადამიანს აქვს შავი მთვარე „ლომში“ და ის არ ასრულებს თავის კარმულ მისიას, მას უჩნდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ხოლო თუ – „ქალწულში“ აქვს, კუჭ-ნაწლავის დაავადებათა სიმპტომები ჩნდება, ცხადია, თუ კარმულ ვალებს არ ისტუმრებს. თუმცა, აქვე გასათვალისწინებელია თავად ჩინური  მიდგომა დაავადებების მიმართ. ჩინური წერტილოვანი თერაპია განიხილავს 12 მერიდიანს, რომელიც შეესაბამება 12 ზოდიაქოს და მთლიანად ჯდება ასტროლოგიურ პროპორციებში. მაგალითად, ჩინურ თერაპიას საფუძვლად უდევს შემდეგი პრინციპი – ნებისმიერი დაავადების უკან დგას ემოცია, მიდრეკილება გარკვეული ემოციის მიმართ. ყველა ადამიანისთვის ეს ინდივიდუალურია. ინისა და იანის პროპორციების დარღვევა და საკუთარი სისუსტეების ნებაზე მიშვება იწვევს ძალიან ბევრ დარღვევას. თუ პირიქით ხდება, ადამიანს ენერგია ემატება. მაგალითად შემიძლია, მოვიყვანო ციოლკოვსკი. მას საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში აღმოუჩინეს სიმსივნე. მაგრამ, ამ ადამიანის კარმული მისია იყო გარღვევა კოსმოსური სივრცის ათვისების სფეროში და მან ღრმა სიბერემდე იცოცხლა – 90 წლამდე, სანამ თავისი კარმა არ ამოწურა. ადამიანი თავად იავადებს თავს, თუკი არ ეძებს რეალიზაციის გზებს, პასუხს კითხვაზე, რისთვის დაიბადა დედამიწაზე.

გენეტიკური კოდის შეცვლაზე შეიძლება, ბევრი ვისაუბროთ. მრავალი წყაროდან ამომიკითხავს, რომ ლოცვები გენეტიკურ კოდს ცვლის. მე ვიცი, რომ ქრისტიანული ლოცვები ასეთ სასწაულს ახდენს. ახდენს ძალიან პოზიტიურ გავლენას – ჩვენს კოსმიურ ენერგიას ჩვენი ნებით ვუერთდებით ამ დროს. გენეტიკური კოდის ცვლილებას იწვევს ის, რომ ადამიანი იწყებს ადამიანურ ცხოვრებას.

– აურის გაწმენდა შესაძლებელია?

– აურის დაბინძურება ხშირად გარეშე ფაქტორების, გარე ენერგიების საშუალებით ხდება. ადამიანს უჩნდება სიმპტომატიკა იმ დაავადებების, რის მიმართაც არ აქვს მიდრეკილება. ადამიანს ფიზიკური სხეულის გარდა აქვს ეთეროვანი სხეულიც, რომელიც 7 ფენისგან შედგება. მენტალური ფენა, ფსიქიკური, ემოციური... აურა ადამიანის ასტრალური ორეულია და მასში მიმდინარე პროცესები გადადის უკვე სომატურში. თუმცა, თუ ადამიანი დაავადებულია, იქ მარტო პარაფსიქოლოგია არ შველის, აუცილებელია მედიკოსის ჩარევა. ზოგადად, ყველა ადამიანი იბადება კარგი აურით. არ არსებობს ცუდი აურის ბავშვი. თუ ადამიანი ბოროტია, მისი აურა ენერგიას კი არ გასცემს, შთანთქავს. ასეთ ადამიანთან ურთიერთობა რთულია. ზოგჯერ ადამიანთან ურთიერთობა ხილული მიზეზის გამო გვიჭირს და ვერ ვხვდებით, რატომ? ეს არის ენერგოვამპირიზმი.

– ენერგოვამპირიზმში კარმული მისიის დარღვევითაა გამოწვეული?

– არა. არიან შედარებით დიდი და მცირე ენერგიის მქონე ადამიანები. მცირე ენერგიის მქონე ადამიანს აუცილებლად სჭირდება ცხოველებთან ან მცენარეებთან კონტაქტი. ენერგოვამპირიზმი ხშირად პატარა ენერგეტიკით არის განაპირობებული. დიდი ენერგეტიკის მქონე ადამიანები არიან მამოძრავებელი ძალა – პრაქტიკოსები, ბიზნესმენები. დაბალი ენერგეტიკის მქონენი კი – თეორეტიკოსები, მეცნიერები, დიზაინერები. ადამიანის ენერგეტიკა წინასწარ, კარმულად არის განსაზღვრული.

 

 

скачать dle 11.3