კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან სურნელთან დაკავშირებული დახვეწილი გემოვნებით და რა უნდა გაითვალისწინოთ ამ მხრივ

 

ასტროლოგიაში ცნობილია, რომ ყოველი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს თავისი საყვარელი სურნელი აქვს. უფრო სწორად, სურნელის დამახასიათებელი გემოვნება. თუ თქვენი საყვარელი ადამიანისთვის სუნამოს შერჩევა გსურთ, უნდა იცოდეთ, როგორი არომატი უნდა შეურჩიოთ, რომ კმაყოფილი დარჩეს და მისი გული ადვილად დაიპყროთ. ასე რომ, ეგრეთ წოდებული „პარფიუმერიული გემოვნება“ ნებისმიერი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანისთვის განსხვავებულია და ამის ცოდნა აუცილებელია. სხვათა შორის, კუროს, ლომის, მორიელისა და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნების ქვეშ დაბადებული ადამიანები ამჯობინებენ მდგრადი სურნელების მქონე პარფიუმერიას, რომელიც არ ქრება გარკვეული დროის გასვლის შემდეგაც. ვერძის, კირჩხიბის, თხის რქისა და სასწორის ზოდიაქოს ნიშნების ქვეშ დაბადებული ადამიანები მეორე ადამიანს აფასებენ მისი სურნელის შეგრძნების პირველივე შთაბეჭდილებით; ტყუპები, ქალწულები, მშვილდოსნები და თევზები კი ამჯობინებენ, დაისხან ისეთი სუნამო, რომელიც მათი ქუჩაში გავლის შემდეგ კვალს ტოვებს და სხვებისთვის მკვეთრად შესამჩნევია.

ვერძის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებს მკვეთრი სურნელი უყვართ. ხშირად უპირატესობას, სპორტულ ხაზს ანიჭებენ. მათთვის არომატში მთავარია იმპულსი და ინდივიდუალობა. ვერძებს სუნამო გარშემო მყოფებისგან უნდა გამოარჩევდეს, რათა ყველამ შეიგრძნოს მისი სურნელი და დაინახოს, რამდენად განსხვავებული, ქალური, ძლიერი და, ამავდროულად, ნაზი არსებაა მათ წინაშე.

კუროს ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებს მოტკბო სურნელი უყვართ. უპირატესობას ანიჭებენ ყვავილების, ხილის არომატსა და ბალახების კომპოზიციას. ხშირად იციან ამოჩემება და რომელიღაც ერთ არომატს ვერ ელევიან. ასტროლოგიურად ისინი „ტკბილი” ადამიანების სიაში არიან. ასევე, იზიდავთ, ვანილისა და პუდრის სურნელი.

ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ამჯობინებენ ტყის, ბალახის, სოიოს სურნელს და ხშირად იცვლიან სუნამოებს. ამ მხრივ ერთფეროვნება მათ აღიზიანებთ. ძირითადად, აფასებენ ახალგაზრდულ და მოდურ ბრენდებს და ყოველთის იციან, რა დროს რა უნდა იპკურონ, რომ გარემოებებს მოერგონ და არც გარშემო მყოფები გააღიზიანონ, თავისი პარფიუმერიით.

კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი, სუნამოს არჩევისას განწყობაზეა ორიენტირებული და ამიტომ არასდროს იცის, რა არომატი სურს. ცვალებადი გემოვნების გამო მას, ბევრი პარფიუმერიის შეძენა უხდება. თუმცა, უპირატესობას მაინც ბუნებრივ, სადა, მინდვრის ყვავილების არომატს ანიჭებს. 

ლომის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები სუნამოსა და სხვა პარფიუმერიული ნაწარმის არჩევისას კაპრიზულები არიან. ყოველთვის უნდათ რაღაც განსხვავებული, ძვირფასი და დახვეწილი. ცდილობენ, არომატის მაგიური ძალით მოხიბლონ გარშემო მყოფები და ამით შეუქმნან შთაბეჭდილება. ასე რომ, თუ მათთვის საჩუქრად გადაწყვეტთ სუნამოს ან ნებისმიერი პარფიუმერიული ნაწარმის შეძენას, ყურადღება გაამახვილეთ ფასსა და მის მოდურობაზე.

ქალწულები, პირველ ყოვლისა, საკუთარი სხეულის სისუფთავეზე ზრუნავენ. კოსმეტიკითა და სუნამოთი ისინი საკმაოდ დელიკატურად სარგებლობენ, რადგან უპირატესობას სუფთა სხეულს ანიჭებენ. თუ მისთვის საჩუქრად გადაწყვეტთ პარფიუმერიის შერჩევას, გირჩევთ, უპირატესობა მიანიჭოთ ნაზად შესაგრძნობ არომატს.

სასწორები დიდ ყურადღებას ანიჭებენ სილამაზესა და გარეგნობას. უყვართ ზომიერების დაცვა და ცდილობენ, საკუთარი სუნამოს სურნელით არ გააღიზიანონ სხვები. უპირატესობას ანიჭებენ მშვიდ, მსუბუქ და დახვეწილ სურნელს, თუმცა, მისი შერჩევისას, ასევე უნდა გაითვალისწინოთ პარფიუმის ფასი და მოდურობა. 

მორიელის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს ისეთი სუნამო უნდა შეურჩიოთ, რომელიც ხაზს გაუსვამს მის სექსუალურობას, მიმზიდველობასა და პიროვნულობას, რადგან ის ცდილობს, გარშემო მყოფები გააბას თავისი არომაგიის მახეში და ამიტომაც არ იშურებენ ფულს ისეთი პარფიუმერიის შეძენაში, რომლითად, იდუმალად, ფარულად და მომაჯადოებლად იმოქმედებენ სხვებზე. ასე რომ, ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს უნდა შეურჩიოთ უჩვეულო, მისტიკური პარფიუმი, რომელიც, აღმოსავლური არომატით გაჯერებული, ერთდროულად გამჭოლიც იქნება და ტკბილიც.

მშვილდოსნებს უყვართ სუნამოების ხშირი ცვლა, თუმცა ეს სულაც არ მეტყველებს მათ მერყევ ხასიათზე. უბრალოდ, მიაჩნიათ, რომ ერთი და იგივე სურნელი მომაბეზრებელია. უპირატესობას ანიჭებენ ცნობილ ბრენდებსა და პრესტიჟულ პარფიუმს. უყვართ ბევრი სუნამოს დასხმა, რომ ამით ყურადღება მიიპყრონ. ყოველთვის მზად არიან, თავის სხეულზე გამოსცადონ ახალი სურნელები. ასე რომ, შეგიძლიათ, მისთვის შეარჩიოთ როგორც ტკბილი, ასევე, გრილი არომატის სუნამო და მიუძღვნათ საჩუქრად.

თხის რქის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები დიდ ყურადღებას აქცევენ ისეთ სურნელს, რომლითაც კიდევ უფრო გამოიკვეთება მათი ქალურობა. უყვართ კლასიკური ბრენდები და არომატები; არ უყვართ სუნამოების ცვლა და, თუ თავისი არომატი აღმოაჩინეს, შესაძლოა, მას დიდხანს ვეღარც შეელიონ. უყვართ როგორც ტკბილი, ისე ზღვის სურნელის მქონე კოსმეტიკა და პარფიუმერია.

მერწყულები ხშირად იცვლიან გემოვნებას და უყვართ მსუყე, მძიმე არომატები. ყურადღებით აკვირდებიან მოდის ტენდენციებს, ყოველთვის იციან რა სურნელია მოდაში და სწორედ ამის მიხედვით ირჩევენ პარფიუმერიულ ნაწარმს. ასევე, უყვართ ექსპერიმენტები და, შეუძლიათ, დღის სხვადასხვა მონაკვეთში სხვადასხვა არომატის სუნამო იპკურონ. 

თევზები ისეთ სურნელს ანიჭებენ უპირატესობას, რომელიც მათ სინაზესა და სისუსტეს უსვამს ხაზს. ამით ისინი ადვილად აბამენ მახეში საპირისპირო სქესს. უყვართ ტკბილი, ყვავილოვანი, ნაზი და რბილი არომატები. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებიც ხშირად იცვლიან გემოვნებას და, შეუძლიათ, ისეთი სუნამოც კი იპკურონ, რომელიც აღარ არის მოდაში, მოძველებულია, მაგრამ, ტკბილ, რომანტიკულ მოგონებებს აღძრავს მათში. ხშირად კი იმ სურნელს ანიჭებენ უპირატესობას, რომელსაც რეკლამა უკეთდება და მისი ბრენდი საკმაოდ ცნობილი და მოდურია.

 

скачать dle 11.3