კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2019 (104)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)

როდის იცინოდა და თან ტიროდა ცალი თვალით ნიკა არაბიძე და რატომ არის მასთან სტუმრობა გამოცდის ტოლფასი

დამეთანხმებით, როდესაც ეკრანზე ნიკა არაბიძე ჩნდება, მისი დანახვა ღიმილს გვგვრის. ის ხშირად იუმორისტულ სკეტჩებში მთვრალი კაცის როლშია და ამას, თავს ისე ართმევს, ზოგჯერ ეჭვი შეგეპარება, ნეტავ, მართლა ასეთი ნასვამია თუ თამაშობსო?! როგორც მასთან საუბრისას შევიტყვეთ, ნიკა საკმაოდ კარგი მსმელი, თამადა და თანამესუფრეა, ხოლო თუ რატომ ურჩევნია მას სახლში დალევა და გათიშულა თუ არა ალკოჰოლის ზედმეტი დოზის მიღებით, ამას თავად მოგიყვებათ. 

 

ნიკა არაბიძე: მიმაჩნია, რომ ცხოვრებაში იღბლიანი ადამიანი ვარ. ზოგჯერ კი არის ისეთი მომენტები, რომ შემიგინია – ეს რა ბედზე გავჩნდი, რა უიღბლო ვარ-მეთქი (იცინის), მაგრამ ასეთი პატარა იმედგაცრუებები, აღარც კი მახსოვს და კომპიუტერში ვინიშნავ, რომ ხანდახან გავიხსენო ხოლმე. მგონი, სულ შვიდჯერ თუ რვაჯერ შევაგინე საკუთარ ბედს და ახლა მრცხვენია. ბედისწერისაც მჯერა, არსებობს რაღაც. იღბლიანი კი ვარ, მაგრამ არაფერი მომიგია ცხოვრებაში. უფრო ოჯახში, მეგობრებში, საქმეში მიმართლებს. მე იმ საქმეს ვემსახურები, რაც მიყვარს, ესეც გამართლებაა და ცოტა ბედისწერაც.

– რომ არა კომედიური ჟანრის მსახიობი, ვინ იქნებოდი?

– ბავშვობაში კოსმონავტობაზე და ძია პოლიციელობაზე ვოცნებობდი, მაგრამ, რომ გავიზარდე და ჭკუაში ჩავდექი, მსახიობობა მინდოდა. თუმცა, ექიმობაც მინდოდა, მაგრამ, გულჩვილი ვარ და გადავიფიქრე. აბა, სისხლისა და ნემსის დანახვაზე რომ გული წამივიდოდა, თეთრი ხალათი და დიპლომი მიშველიდა მე? (იცინის). სხვათა შორის, რომ არა მსახიობი... ახლა თქვენ სტამბის დირექტორს ესაუბრებით.

– ეგ როგორ გავიგოთ?

– როგორ და, მსახიობი რომ არ ვყოფილიყავი, სტამბის დირექტორი ვიქნებოდი დღეს, რადგან ეს სპეციალობა დავამთავრე თავის დროზე. 

– თამადობის ინსტიტუტი რომ ყოფილიყო, ვფიქრობ, ეს სპეციალობა წითელ დიპლომზე გექნებოდა დამთავრებული.

– ამაში ნამდვილად გეთანხმებით. თამადობის ინსტიტუტსაც დავამთავრებდი და ასპირანტურაშიც დამტოვებდნენ. ასე რომ, აკადემიკოსი არა, მაგრამ ამ დარგში რაღაც ხარისხს „წავეთამაშებოდი”. ბევრი მეუბნება, ლოთი კაცის იმიჯი კარგად მოირგეო. რა ვქნა, ბატონო, ეს ჩემი სამსახურია, რომ მეუბნებიან, სკეტჩისთვის უნდა დათვრე და გაიხადო შარვალიო, „ტრუსიკშიც“ კი „გავიჩითე”, ხომ ნახეთ (იცინის).

– ისე თუ დამთვრალხარ, ქუჩაში რომ ასე გევლოს?

– არა, ჯერ მასე არ დავმთვრალვარ, ქუჩაში „ტრუსიკით“ მერბინა. რომც მინდოდეს, ვერ დავთვრები ასე. ისეთ სუფრებზე ვარ ნამყოფი, ჭიქები და თეფშები თავზე რომ „მიშხუილ-მოშხუილობდა”, მაგრამ კი გადავრჩი. ერთხელ, ისე დავთვერი, ჩემით ვერ „გადავყარე” ფეხები, ჩამოვეკონწიალე ორ მეგობარს და ასე მიმახოხიალებდნენ. მერე თქვეს, რაღაც დაგვავიწყდა და უნდა მივბრუნდეთო. ჩემი თრევა გაუჭირდათ, იქვე, სადარბაზოსთან მიმაყუდეს და ასე ველოდებოდი, ჩემთვის, კედელთან მიმდგარი.

– მეორე დილით რომ გაიღვიძე და ფეხსაცმლის წვერი გაცვეთილი იყო, რა იფიქრე?

– რა უნდა მეფიქრა, ცოტა შემრცხვა. მაგრამ, ჩავლილი იყო ის ღამე და რაღას დავეძებდი ფეხსაცმელებს, რახან საწოლში მეძინა. ერთხელ, კახეთში ვარ, კურსელთან. კახური ღვინით ისე მომიღეს ბოლო, გონზე არ ვიყავი. გვიანობამდე  ვიქეიფეთ, არადა, დილით ადრე უნდა ავმდგარიყავით, რომ თბილისში წამოვსულიყავით. წარმოიდგინეთ, დილის ხუთ საათზე აგვყარეს. არ არის შუქი, ისევ მთვრალი ვარ, თავი მისკდება. რაღას ვიზამდი, წამოვხტი და ჩავიცვი სასწრაფოდ, მატარებლისთვის რომ მიმესწრო. მივდივარ ქუჩაში და რაღაც ფეხზე მიჭერს. კი ვიფიქრე, ფეხი ხომ არ გამეზარდა, რა მჭირს მეთქი. მთელი სამი საათი ვითმინე და ბოლოს, გავიხადე ფეხსაცმელი. თურმე „ნასკები”, უკუღმა, ქუსლით ზემოთ არ ჩამიცვამს და ის არ მაჭერდა? ამოვაბრუნე და კი დავისვენე. სხვათა შორის, სახლში დალევა ჯობია. იცი, შინაურ გარემოში ხარ და ეს უფრო გათამამებს და ამტანს გხდის.

– ისე, ამბობენ, სახლში მისულ სტუმარს, ნიკა რენტგენზე ატარებსო. ეს რას ნიშნავს?

– რას და, სტუმარი რომ შემოვა კარში, შევხედავ თუ არა, ეგრევე ვხვდები, როგორი მსმელია. ერთი შეხედვით, პატარა ანალიზს, მონახაზს, პორტრეტს  ვაკეთებ. ჩემს მეუღლეს ნათლული ჰყავს და ერთ დღეს ნათლიმამა გვესტუმრა. სახლში რომ მივედი, დამხვდა. კახელია და როგორც კი ფეხი შევდგი სახლში, არიქა „ჩვენებური” დავლიოთო. ვიფიქრე, ახლა ამას შევუტევ და ვაჩვენებ ვინც ვარ-მეთქი. ჯერ ჩვეულებრივი ჭიქებით დავიწყეთ, მერე შევთავაზე, განსხვავებულებით გავაგრძელოთ-მეთქი. გაუხარდა, რა კარგი კაცი ყოფილხარ, ძმა ხარ, აქამდე რატომ არ გიცნობდიო. დავლიე განსხვავებული – დალია, დავლიე – დალია. მივხვდი, დავთვერი და სკამიდან დივანზე გადავჯექი. ვიფიქრე, აქ უფრო მყარად ვიჯდები და არ გადავვარდები-მეთქი. კარგად რომ გამოვთვერი, მერე არ მითხრა, ერთ დალევაზე ათ ლიტრს ვსვამო. ეგრევე შევწყვიტე სმა, ვიფიქრე, ეს კაცი ჩემი ღვიძლის გასანადგურებლად თუ გამოუშვეს-მეთქი (იცინის). სხვათა შორის, დასავლეთში რომ ჩავდივარ, დიდი სტუმრიანობა იწყება. გაშლილია მაგიდა, მე ვზივარ სუფრის თავში, კარის პირდაპირ და შემოდის ფხიზელი – გადის მთვრალი, შემოდის ფხიზელი – გადის მთვრალი... და, ასე ნაკად-ნაკად ვიღებ და ვისტუმრებ სტუმრებს. სანამ გმირულად არ დავეცემი ჩემს იატაკზე, ვუძლებ, რაც შემიძლია. ღვიძლი კი მაგინებს სართულებიანს, მაგრამ ჯერ-ჯერობით ჯანმრთელობას არ ვუჩივი. ყოველდღე არ მიწევს სმა, სამსახურის გადამკიდე და ღმერთს მადლობა. რას იზამ, ათასში ერთხელ კი „მოსულა“ ღვიძლის ღალატი.

– ისე, გარშემო ღვიძლის მტრები ბევრი გყავს?

– ამ მხრივ, საკმაოდ ბევრი მტერი მყავს და ცდილობენ, დამიშალონ ღვიძლი, მაგრამ, არ გამოუვათ. მტრის ჯინაზე მაგრად ვდგავარ.

– „რუსთავი 2-ზე” ახალი, იუმორისტული სერიალი იწყება, რომელშიც უკვე კარგად ცნობილი და საყვარელი „შუა ქალაქის” მსახიობები მონაწილეობენ და რომლის ერთ-ერთი სცენარისტი შენ ხარ. ამ სერიალში, რაიმე როლი თავად გაქვს?

– ამ სერიალში, ბევრი მაყურებლისთვის საყვარელი და ბევრიც ახალი მსახიობი მონაწილეობს. ძალიან კარგი გამოდის. ახლა მუშაობის პროცესში ვართ და მე ერთ-ერთი სცენარისტი ვარ. თუმცა, თავად არ ვმონაწილეობ ახალ სერიალში. რა ვიცი, ხუმრობების წერა, მგონი, გამომდის.

– ყოფილა ისეთი მომენტი, როცა არ გეხუმრება, მაგრამ თავს ზევით ძალა არ გაქვს?

– რასაკვირველია, ყოფილა ასეთი მომენტიც. მაგალითად, 40-გრადუსიან სიცხიანს ჩამიწერია „კომედი შოუს” სკეტჩი. ამას წინათ, ცხოვრებაში პირველად, წნევამ ამიწია. რა ვიცი, მზეზე აფეთქება მოხდაო და მეც ხომ ამ გალაქტიკის შვილი ვარ, ჰოდა, დამცხო წნევამ. თან, წინა დღის ნაბახუსევი ვიყავი. რაღა უნდა მექნა? მივაყარე წამლები და დავდექი ხუმრობის ხასიათზე. ბიცოლა რომ გარდამეცვალა, მეორე დღეს „კავეენზე” გამოვდიოდი. კი ვიდექი სცენაზე, მაგრამ, ცალი თვალით ვტიროდი და ცალი თვალით ვიცინოდი. რა ვქნა? ასეთი პროფესია მაქვს. ამ ახალ წელს, დასავლეთში მომიწია კონცერტები, მერე სუფრები და ისე გადავიღალე, საჭესთან მჯდომს, შუქნიშანთან გაჩერებულს ჩამეძინა. სამი-ოთხი მწვანის ანთება-ჩაქრობა „გავმაზე” და მერე „სიგნალმა” გამომაღვიძა. ვინ მაცლის ძილს? (იცინის).

– ძირითადად, სამსახურში ატარებ დროს. სახლში შვილი მამა-ძიას ხომ არ გეძახის?

– (იცინის). არა, შვილი მამა-ძიას არ მეძახის, მცნობს და მაღიარებს. სახლში რომ მივდივარ, ძალიან უხარია. ცოლისთვისაც კარგი ქმარი ვარ და არა ისეთი, როგორსაც ტელევიზიით მიყურებთ. უფრო სწორად, სახლში აგრესიის გამოხატვას ვერ ვასწრებ. სად მაქვს მაგის დრო? მირჩევნია, ის ცოტა დრო, რომელსაც სახლში ვატარებ, ცოლ-შვილის მოფერებას მოვახმარო. 

 

 

скачать dle 11.3