კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

56 წლის ქალწულის გაუპატიურებისთვის 32 წლის მამაკაცი ციხეში 14 წელიწადს გაატარებს

 

ციხიდან ახლადგამოსულმა 32 წლის გურამ ს-მ 56 წლის ქალს ჯერ სცემა შემდეგ კი, მასთან სექსუალური კავშირი დაამყარა. უხამსი დანაშაულისთვის განსასჯელს 11 წელი მიესაჯა. ამას დაემატა წინა დანაშაულისთვის მოუხდელი მსჯავრი, რის გამოც გურამი მთლიანობაში, 14 წელს დაჰყოფს ციხეში. რადგან აღნიშნულ საქმეში ყურადღებას სწორედ ასაკი იქცევს, შესაბამისად, ყველაზე საინტერესო დანაშაულის მოტივია – განსასჯელი დაზარალებულზე ნაწყენია იმის გამო, რომ ბიძამისი დაიწუნა...  

გურამ ს-ს მხრიდან ბიძის გამო ჩადენილი დანაშაული, ეს საქმის არაოფიციალური ვერსიაა. ოფიციალურად კი, მას ბრალი დაედო გაუპატიურებაში, რომელიც, გამოძიების თქმით, დაკავებულმა დაზარალებულის უმწეო მდგომარეობის გამოყენებით ჩაიდინა. 

გურამ ს. განსასჯელის სკამზე 25 წლის ასაკში ნარკოტიკების მოხმარებისთვის მოხვდა. დედამისმა ყველა საქმის კურსში ჩააყენა. ჩემი შვილი უცოდველია, სხვისი ნარკოტიკი ჩაუდესო, მაგრამ ერთადერთი იმას მიაღწია, რომ შვილი „რეზბალნიცაზე” გადაიყვანა. იქიდან კი გურამ ს. გაიქცა. თუმცა, გაქცევა უიღბლო აღმოჩნდა – მის კვალს სამ დღეში მიაგნეს და საკანში შეაბრუნეს. ამ სამ დღეში კი ბრალი დაუმძიმდა  – ციხიდან გაქცევისთვის, მკვლელობის მცდელობისთვისა და იარაღის უკანონო ტარებისთვის, მას 9 წელი მიესაჯა.  

როგორც მის ბრალდებაშია ნათქვამი, ნარკოტიკებისთვის დაკავებული გურამ ს. 24 თებერვალს დაახლოებით, 21:30 საათზე თბილისში თავს დაესხა ვინმე მიშა ლ-ს და იარაღის მუქარით, 20 ათას დოლარად ღირებული „ჯიპი“ „ტოიოტა ლენდ-კრუიზერი” წაართვა. საჭეს თავად მიუჯდა, გვერდით მეგობარი მოისვა და გეზი ბათუმისკენ აიღო. თუმცა, მცხეთასთან მანქანა გაუჩერდათ – ავტომანქანის სატელიტური სიგნალიზაცია ამოქმედდა... გამტაცებლებს თავზე  ორი პოლიციელი დაადგა, მაგრამ, შეიარაღებულმა გამტაცებლებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად, ერთ-ერთი პოლიციელი დაიჭრა, მეორემ  კი მათი მისამართით სროლა მოასწრო და საჭესთან მჯდარი გურამ ს. დაჭრა. ამიტომ, პოლიციელთან ერთად, საავადმყოფოში გურამ ს-ც მოხვდა, საიდანაც შემდეგ ის ციხეში გადაიყვანეს. 

ძებნილისთვის 9 წელი პატიმრობა მხოლოდ მისი ადვოკატის დამსახურება იყო. რადგან პირველმა ინსტანციამ მას 16 წელი მიუსაჯა. ეს წლები მას მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში უნდა გაეტარებინა, მაგრამ ადვოკატის წყალობით, შემდგომმა ინსტანციამ 7 წელი დაუკლო. 6-წლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ, ის ვადაზე ადრე გაათავისუფლეს, მაგრამ ზუსტად სამ თვეში ისევ საკანში დაბრუნდა. 

გაუპატიურება ციხიდან

გამოსვლისთანავე 

56 წლის ნარგიზა ნ. გათხოვილი არასდროს ყოფილა. ის განსასჯელის უბანში ცხოვრობდა და მის ოჯახთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. მეტიც, მას გურამ ს-ს ბიძას, მამის ძმას ურიგებდნენ, მაგრამ ქალმა კაცი ბოლო მომენტში დაიწუნა. კურიოზი კი დაწუნების მიზეზია – ნარგიზა ნ-მ საქმროზე იმიტომ თქვა უარი, რომ 65 წლის კაცი მისთვის ხნიერი იყო. გარდა ამისა, არ მოეწონა, რომ „კაცისთვის შეუფერებელი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა.“

ბიძის დაწუნების ამბავი გურამ ს-მ ციხეში შეიტყო და როგორც თავად ამბობს, ძალიან გაბრაზდა. ის კი არა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, მან ქალს საქმეც კი გაურჩია. მასთან სახლში ნასვამი მივიდა და არა მხოლოდ აგინა, მუშტიც გაარტყა. ქალი პოლიციის გამოძახებას აპირებდა, მაგრამ გურამ ს-ს მშობლების თხოვნით, ნაციხარს უშვერი სიტყვებით გინება და გარტყმა აპატია. გურამის მშობლებმა სთხოვეს, ისედაც პირობით, ვადაზე ადრეა გათავისუფლებული და პოლიციის გამოძახების შემთხვევაში, მხოლოდ გინებისთვის არ აგებინებდნენ პასუხს, დარჩენილ სამ წელსაც დაუმატებენო.

საბრალდებო დასკვნის თანახმად, შურისძიების მიზნით, გურამ ს-მ ნარგიზა ნ-ს გაუპატიურება განიზრახა. ამისთვის ის ხელსაყრელ მომენტს დაელოდა და ქალის სახლში მაშინ შეიპარა, როცა იქ ახალი ჩაძინებული იყო. მსხვერპლის მუდარის მიუხედავად, ასაკოვან ქალთან „კავშირი” მაინც დაამყარა. ამის შემდეგ, მსხვერპლი გაქცევას შეეცადა, მაგრამ ამაოდ. გურამ ს-მ უკვე მეორედ, კვლავ საწოლზე დააწვინა... მომხდარის შემდეგ კი გააფრთხილა, თუ ვინმესთან რამეს იტყოდა, ყველაფერს მას დააბრალებდა. 

როგორც საქმიდან ირკვევა, ნარგიზა ნ-ს მომხდარის შესახებ, მართლაც არავისთვის არაფერი უთქვამს. ამით კი გურამ ს-მ ისარგებლა და მომხდარიდან ერთი კვირის შემდეგ, დაზარალებულს კვლავ მთვრალ მდგომარეობაში მიადგა. ნარგიზა ნ-მ მას კარი არ გაუღო და პოლიციით დაემუქრა. ქალს ეგონა, რომ მოძალადე წავიდა და მოგვიანებით, დასაძინებლად დაწვა. მაგრამ, დაახლოებით ერთ საათში, გურამ ს. მას ფანჯრიდან ესტუმრა და ძალის გამოყენებით მასთან ინტიმური კავშირი დაამყარა... როგორც ირკვევა, მოძალადემ ივარაუდა, რომ ნარგიზა ნ. კვლავ დაფარავდა მის დანაშაულს და საწოლში დაიძინა. თუმცა, იმავე ღამეს მსხვერპლი მეგობართან წავიდა და მომხდარის შესახებ უამბო. ნარგიზა ნ. სწორედ მეგობარმა დაარწმუნა, რომ სამართლადამცველებისთვის მიემართა. შესაბამისად, პოლიციამ დამნაშავე დაზარალებულის საწოლში იმავე დილით დააკავა და უმძიმესი, გაუპატიურების ბრალდება წაუყენა.

წინასწარი გამოძიებისას, განსასჯელმა წარდგენილ ბრალდებაში თავი მთლიანად დამნაშავედ ცნო. მან თავი იმით იმართლა, რომ დანაშაული მთვრალმა ჩაიდინა. მაგრამ, უსინდისოდ ირწმუნებოდა, რომ დაზარალებული ქალწული არ იყო. მისი ტყუილი ექსპერტიზის დასკვნამ გააქარწყლა, რომლის თანახმად, საქალწულე აპკის დარღვევა დაზარალებულის მიერ დასახელებულ ვადაში იყო მომხდარი... 

მოძალადის გამოძიებაში მიცემული ჩვენებიდან: „როცა მასთან სახლში შევედი, მითხრა, რომ ეძინებოდა და დროზე მეთქვა, რაც მინდოდა. ვუთხარი, რომ ბიძაჩემს მისი დასაწუნი არაფერი ჰქონდა, მაგრამ ნიშნისმოგებით მითხრა – რაც შენ ხარ, ბიძაშენიც ის იქნება. შენი ნათესავი არავინ მინდაო. ვაგინე და წამოვედი. გზაზე ბიჭები ჩხუბობდნენ და გავაშველე. შემდეგ სიგარეტი გამოვართვი, სკამზე ჩამოვჯექი და ვეწეოდი. ნარგიზას სახლისკენ გავიხედე, რადგან მეორე სართულზე შუქი აინთო. დავინახე ფანჯრები როგორ გამოაღო. მივხვდი დასაძინებლად ემზადებოდა.   

არ მახსოვს მის ოთახში როგორ აღმოვჩნდი. საწოლს მივუახლოვდი... შეეცადა თავი დაეძვრინა, მაგრამ ძლიერად მოვუჭირე მკლავებში ხელი და... თან დავემუქრე, არავისთვის არაფერი ეთქვა. მას მართლა არავისთვის არაფერი უთქვამს. მეორედ რომ არ მივსულიყავი, მჯერა, პოლიციაში არ წავიდოდა. არადა, გულში ვფიქრობდი, მისთვის ბოდიში მომეხადა და ამისთვის ხელსაყრელ მომენტს ვეძებდი, მაგრამ იგივე ჩავიდინე... არ ვიცი, ასე რატომ მოვიქეცი... ვნანობ ჩადენილს და როგორც გინდათ, ისე დამსაჯეთ.”

პარალელურად, დაზარალებულმაც დეტალურად მოყვა, რომ წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად, მან თავის დაცვა ვერ შეძლო.

დაზარალებულის ჩვენებიდან: „ციხიდან გამოსვლის შემდეგ, სახლში რომ მომივარდა, პოლიციის გამოძახება გადავწყვიტე, მაგრამ დედამისი შემეცოდა. მეორედაც მეგონა, საჩხუბად მოვიდა. სახლში მარტო ვიყავი. ჩემს ოთახში ასვლას და დაძინებას ვაპირებდი. კვლავ იგივე მითხრა – ბიძაჩემს გული რატომ ატკინეო. ვუთხარი, რომ მისი გასარჩევი არ იყო ეს საქმე და წასვლა ვურჩიე... იმ დღეს დაღლილი ვიყავი და მალე ჩამეძინა. უცებ გამეღვიძა... რას აკეთებ-მეთქი, ვუთხარი და შევეცადე ხელიდან დავსხლტომოდი... ვცდილობდი, მეყვირა და საშველად მეზობლებისთვის მეხმო, მაგრამ პირზე ხელი ამაფარა და ყვირილის საშუალება არ მომცა. მივხვდი, წინააღმდეგობას ვეღარ გავუწევდი – მთვრალი, გამხეცებული იყო.  ერთხელ კიდევ ვცადე გაბრძოლება და დავუსხლტი. ოთახიდან გაქცევა მინდოდა, მაგრამ კარებთან დამიჭირა და ისევ ლოგინზე დამაგდო... მეორედაც გამაუპატიურა და დამემუქრა, არავისთვის არაფერი მეთქვა... არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი, სიცოცხლე აღარ მინდოდა, ვტიროდი”, – განაცხადა განსასჯელმა, რომელსაც სხეულზე ძალადობის სხვა კვალიც, ანუ სისხლჩაქცევებიც აღენიშნებოდა. თუმცა, დაზარალებულმა  ვერაფრით ახსნა, რატომ არ განაცხადა დანაშაულის შესახებ მაშინვე. ერთადერთი, თავი იმით იმართლა, რომ ამ საშინელი და სამარცხვინო ამბის გამჟღავნებას ერიდებოდა და რომ არა მისი მეგობარი, შესაძლოა, ამის შესახებ არც არასოდეს ეთქვა.

ამ დელიკატური საკითხის ირგვლივ, სასამართლოზე მოწმედ დაიკითხა დაზარალებულის მეგობარიც, რომელმაც ნარგიზას სამართალდამცველების საქმის კურსში ჩაყენება აიძულა: „დილის 6 საათი იქნებოდა ნარგიზა რომ მოვიდა. ტიროდა, კარგა ხანს ხმას ვერ იღებდა. ვეხვეწებოდი, ეთქვა – რა შეემთხვა, მაგრამ ასეთ საშინელებას როგორ წარმოვიდგენდი. მაშინვე პოლიციაში წასვლა ვურჩიე. თანაც, ჩემი ძმა პოლიციელია და მისი დახმარებით მოძალადე იმავე დილით დააკავეს.”  

საბოლოოდ, დაკავებულმა ჩადენილი მოინანია, მაგრამ ბოდიშმა არ უშველა. წარსულში ნასამართლევ გურამ ს-ს 11 წელი მიესაჯა. მაგრამ, მასვე დაემატა დარჩენილი 3 წელი, ანუ საბოლოოდ, ის ციხეში 14 წელს გაატარებს...

 

 

скачать dle 11.3