კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (143)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

ადვოკატი გირჩევთ

 

კითხვა: ჩემი ოჯახის წევრი მსჯავრდებულია და სასჯელს იხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. სასჯელის მოხდის პერიოდში მას შეეფარდა დამატებით ადმინისტრაციული პატიმრობა. გთხოვთ განმიმარტოთ, რამდენად კანონიერია პატიმარი მსჯავრდებულისთვის დამატებით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება?

პასუხი: გაცნობებთ, რომ საქართველოს „პატიმრობის კოდექსი” ითვალისწინებს პატიმარი მსჯავრდებულისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესაძლებლობას. კერძოდ, თუ მსჯავრდებულმა დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადაში, განმეორებით ჩაიდინა  პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული დისციპლინური დარღვევა, მას შესაძლებელია, დაეკისროს ადმინისტრაციული პატიმრობა არაუმეტეს, 60 დღე-ღამის ვადით. ამასთან, 1 წლის განმავლობაში შეფარდებული ადმინისტრაციული პატიმრობების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს, 90 დღე-ღამეს. გამოყენებული ადმინისტრაციული პატიმრობა უკანონოა, თუ თქვენი ოჯახის წევრი ორსული ქალი, ან არასრულწლოვანია, რადგან ამგვარ შესაძლებლობას, კანონი არ ითვალისწინებს.   

კითხვა: გთხოვთ მაცნობოთ, სად და როგორ შეიძლება მსჯავრდებულისთვის შეფარდებული ადმინისტრაციული პატიმრობის გასაჩივრება?

პასუხი: ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პირველი ინსტანციის სასამართლო. აღნიშნული გადაწყვეტილება, განჩინება, სააპელაციო სასამართლოში შეიძლება, გაასაჩივრონ მხარეებმა ან მათმა წარმომადგენლებმა მათთვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესით – განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში. შემოსულ საჩივარს სასამართლო დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს და მოწინააღმდეგე მხარეს. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

კითხვა: გამოცემულია ლიტერატურული ნაწარმოები და ავტორად მითითებულია პიროვნება, რომელიც ნამდვილად  არ არის ავტორი. რა უფლებებით სარგებლობს ნაწარმოების ნამდვილი ავტორი მოცემულ შემთხვევაში? 

პასუხი: გაცნობებთ, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოქმედებს ავტორობის პრეზუმფციად. რაც გულისხმობს, რომ პირი, რომელიც სათანადო წესით აღნიშნულია როგორც ავტორი ნაწარმოების ორიგინალზე ან ასლზე, მიიჩნევა ნაწარმოების ავტორად, თუ არ არსებობს საწინააღმდეგო დასაბუთება. ეს დებულება გამოიყენება ასევე ნაწარმოების ფსევდონიმით გამოქვეყნებისას, თუ ავტორი ამ ფსევდონიმით საყოველთაოდ ცნობილია.

კითხვა: მაინტერესებს როგორ ხდება იმ პირის საავტორო უფლებების დაცვა, რომელიც თავის ნაწარმოებებს ფსევდონიმით ან ანონიმურად აქვეყნებს?

პასუხი: როდესაც ნაწარმოების ავტორი უცნობია და ნაწარმოები ქვეყნდება ფსევდონიმით, ან ანონიმურად, გამომცემელი, რომლის სახელი ან დასახელება, სათანადო წესით, აღნიშნულია ნაწარმოებზე, ავტორის წარმომადგენლად მიიჩნევა. მას, როგორც წარმომადგენელს, უფლება აქვს, დაიცვას ავტორის უფლებები და უზრუნველყოს მათი განხორციელება. ეს დებულება გამოიყენება მანამ, სანამ ასეთი ნაწარმოების ავტორი არ გაამჟღავნებს თავის ვინაობას.

კითხვა: შესაძლებელია თუ არა დანაშაულის უმოქმედობით ჩადენა და დადებით შემთხვევაში, როდის ჩაეთვლება პირს უმოქმედობა დანაშაულად?

პასუხი: გაცნობებთ, რომ სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს უმოქმედობით ჩადენილი დანაშაულის შემთხვევებს. უმოქმედობა იმ შემთხვევაში ჩაითვლება დანაშაულად, როდესაც არსებობს მიზეზობრივი კავშირი პირის უმოქმედობასა და დამდგარ დანაშაულებრივ შედეგს შორის. მიზეზობრივი კავშირი კი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული, მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ეს შედეგი არ განხორციელდებოდა, ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა. უმოქმედობა იმ შემთხვევაში ჩაითვლება სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ან კონკრეტული საფრთხის შექმნის აუცილებელ პირობად, როდესაც პირს ეკისრებოდა მოქმედების სპეციალური სამართლებრივი მოვალეობა, ჰქონდა ასეთი მოქმედების შესაძლებლობა და სავალდებულო და შესაძლებელი მოქმედებით შედეგი თავიდან იქნებოდა აცილებული.

კითხვა: გთხოვთ განმიმარტოთ, რა შემთხვევაში ჩაითვლება დანაშაული არაპირდაპირი განზრახვით ჩადენილად?

პასუხი: დანაშაული არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურს ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებს ან გულგრილად ეკიდება მის დადგომას. 

კითხვა: გთხოვთ გვაცნობოთ, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შემდეგ, თუ მსჯავრდებულმა სრულად ვერ გადაიხადა საპროცესო შეთანხმებით დაკისრებული ჯარიმის თანხა, რა შედეგები შეიძლება, მოჰყვეს ჯარიმის გადაუხდელობას?

პასუხი: გაცნობებთ, რომ ამ შემთხვევაში ჩაითვლება, რომ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა და შესაბამისად, პროკურორი უფლებამოსილია დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში, ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლო განაჩენის გაუქმების თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმებისას, სასამართლო საქმეს უბრუნებს პროკურორს.

კითხვა: გთხოვთ მიპასუხოთ, შესაძლებელია თუ არა შეწყვეტილი სისხლისსამართლებრივი დევნის განახლება?

პასუხი: გაცნობებთ, რომ შეწყვეტილი სისხლისსამართლებრივი დევნის განახლება შესაძლებელია. კერძოდ, თუ ზემდგომმა პროკურორმა გააუქმა დადგენილება ან სასამართლომ გააუქმა განჩინება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ და არ გასულა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ხანდაზმულობის ვადა, სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა განახლდეს, რის შესახებაც წერილობით ეცნობება ბრალდებულს, მის ადვოკატსა და დაზარალებულს.

კითხვა: მაინტერესებს, სასამართლოში განხილვის ეტაპზე სისხლის სამართლის საქმიდან შეიძლება თუ არა, გამოეყის ცალკე წარმოებად ახალი სისხლის სამართლის საქმე?

პასუხი: დიახ, სასამართლოში სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებისათვის სისხლის სამართლის საქმის გამოყოფა ხდება, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს განჩინებით.

კითხვა: გთხოვთ მაცნობოთ, აქვს თუ არა გამომძიებელს უფლება, წინასწარი გამოძიების მიმდინარეობისას, მოწმის სახით დაკითხოს საავადმყოფოში მყოფი მძიმე სენით დაავადებული პირი?

პასუხი: დიახ, გამომძიებელს უფლება აქვს დაკითხოს თუნდაც საავადმყოფოში მოთავსებული მძიმედ დაავადებული პირი, მხოლოდ ექიმის ნებართვით და საჭიროების შემთხვევაში, მისი თანდასწრებით.

 

скачать dle 11.3