კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

 

გერმანოზიშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გერმანოზი, რომელიც ლათინური წარმოშობისაა და ღვიძლ ძმას ნიშნავს.

„გერმანოზ გერმანოზიშვილ-ბარათაშვილი შვილებთან ერთად ყიდულობს სავენახე ადგილს მცხოვრეთში“, – ასე წერია ერთ-ერთ ისტორიულ დოკუმენტში.

1818 წელს, ღოუბანში მცხოვრები ნინია გერმანოზიშვილი ნათლავს ვაჟს.

მარაბდაში მცხოვრებმა ზაალ გერმანოზიშვილმა, 1826 წელს, სოფელ კოდის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მღვდელ აბრამ ხუროშვილს მოანათვლინა ქალიშვილი, რომელსაც სახელად პულღერია დაარქვა.

საქართველოში 143 გერმანოზიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 92, გორში – 30, თერჯოლაში – 7. არიან სხვაგანაც.

ქარჩხავა

გვარის ფუძეა სიტყვა ქარჩხა, თუმცა ეს სიტყვა ლექსიკონებში არ გვხვდება. ქართულ წყაროებში დაფიქსირებულია სიტყვა ქარჩი, ქარჩა, რაც კუთხურად ბრტყელი პირის მქონე წერაქვს ნიშნავს.

ასევე, გვხვდება მამაკაცის საკუთარი სახელი ქარჩა, საიდანაც ნაწარმოებია გვარები: ქარჩაიძე, ქარჩავა და ქარჩილავა.

ისტორიულ მასალებში გვარი ქარჩხავა იშვიათად გვხვდება. ვინმე ქარჩხავა მოხსენიებულია მეცხრამეტე საუკუნის პირველ მეოთხედში.

საქართველოში 599 ქარჩხავა ცხოვრობს: ქუთაისში – 233, ვანში – 207, ბაღდათში – 71. არიან სხვაგანაც.

ლომიაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ლომია.

ლომია მოხსენიებულია 1697 წლის ზაალ წინამძღვრიშვილის ნასყიდობის წიგნში.

ოქროა, შერმაზანა და ზაქარია ლომიაშვილები მოიხსენიებიან ნასყიდობის წიგნში ოქროა და სხვა ლომიაშვილების მიერ გაცემული ნეკრესელ მიტროპოლიტ და დავით გარეჯის უდაბნოს მამა იოანესადმი, 1746 წელს.

საქართველოში 258 ლომიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 63, კასპში – 61, ახმეტაში – 37. არიან სხვაგანაც.

 

მენთეშაშვილი – მანთაშაშვილი – მანთაშოვი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი მანთაშო.

ხოსიტა მენთეშაშვილი მოიხსენიება 1860 წელს, სოფელ ღვევში.

მანთაშაშვილები 1721 წლის აღწერით ყაფლანაშვილების მამულში ჩანან.

„ოთარ მანთაშაშვილს, აზნაურს, 1721 წლის აღწერით, დედოფლის მემამულეს, ყმები ჰყავდა სომხითში.”

მენთეშაშვილები, 60 კომლის ოდენობით, ცხოვრობდნენ სოფელ მაჩხაანში. იყვნენ სხვაგანაც. ზოგ ადგილას, გამოთქმის გასაადვილებლად, მანთაშაშვილებსაც ეძახდნენ. ძველი დროიდანვე ისინი ქართველები იყვნენ, კარგ მეომრებად ითვლებოდნენ და მეფე თეიმურაზისა და ეკლესიისგან, მეთვრამეტე საუკუნის შუა ხანებში, სიგელიც კი აქვთ ნაბოძები.

რადგან ქიზიყს ხშირად ესხმოდნენ თავს, მენთეშაშვილების რამდენიმე კომლი თბილისში გადასახლდა, მათგან, ზოგი წავკისში, ბორბალოსა და ვაშლოვანში. ისინი იქაური მებატონეების ყმები გახდნენ და გრიგორიანული სარწმუნოებაც მიიღეს. ამიტომ, მენთეშაშვილები ჯერ მანთაშაშვილები, შემდეგ კი მანთაშოვები გახდნენ. დღევანდელი მანთაშოვები მენთეშაშვილების შთამომავლები არიან.

მენთეშაშვილებს მეთვრამეტე საუკუნეში თეიმურაზ მეორისგან ეძლევათ აზატობისა და თარხნობის წერილები. თბილისელი მანთაშოვები, მეთვრამეტე საუკუნეში არიან ქიზიყიდან თბილისში გადმოსახლებული.

საქართველოში 1 556 მენთეშაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 675, სიღნაღში – 288, რუსთავში – 127. არიან სხვაგანაც.

მამასახლისიშვილი

გვარის ფუძეა საქმიანობის აღმნიშვნელი სიტყვა მამასახლისი, რაც სახლის, გვარის ან თემის მეთაურს ნიშნავდა.

მეფის რუსეთში მამასახლისი სოფელში არჩეული მოხელე იყო, რომელიც ადმინისტრაციულ-პოლიციურ მოვალეობას ასრულებდა.

1721 წლის აღწერით, ყაფლანიშვილის მამულში ცხოვრობდა მოლაშქრე ზაალ მამასახლისიშვილი.

საქართველოში 78 მამასახლისიშვილი ცხოვრობს: ადიგენში – 63, ახალციხეში – 6, ოზურგეთში – 5. არიან სხვაგანაც.

ბერიშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ბერი. სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონის მიხედვით, ბერი ხანმრავალ კაცს ნიშნავს.

1719 წელს ედიშერ ციციშვილის ნასყიდობის წიგნში მოიხსენიება ბერუა ბერიშვილი.

1797 წლის არზით ირკვევა, რომ დავით და ბესარიონ ბერიშვილები ყოფილან თავად ლუარსაბ თარხნიშვილის ბიძაშვილები.

ღოუბნელმა გლახა ბერიშვილმა 1829 წელს იქორწინა ბოგველი თამაზას ასულ მართაზე. გვირგვინი უკურთხა მღვდელმა ანტონ ციმაკურიძემ.

ფუძით ბერი ბევრი ქართული გვარია ნაწარმოები.

საქართველოში 4 107 ბერიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 868, ზუგდიდში – 680, წალენჯიხაში – 511. არიან სხვაგანაც.

ბითარიშვილი – ბიტარიშვილი – ბიტაროვი

ბითარიშვილი და ბიტარიშვილი ერთი და იგივე გვარია. უბრალოდ, რუსული გავლენით, ასო თ შეცვლილია ტ-თი.

ამ გვარების ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი ბითა.

არსებობს მოსაზრება, რომ ამ გვარის წარმომადგენლები ოსები არიან. ოსური გვარების გაქართულების ბევრი მაგალითი გვაქვს, თუმცა, ოსები უფრო ბიტაროვს ატარებენ.

ამავე ფუძით ნაწარმოები გვარებია: ბითარაშვილი და ბიტარაშვილი;

საქართველოში 78 ბითარიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 48, გორში – 20, თერჯოლაში – 10.

190 ბიტარაშვილი: დუშეთში – 61, გურჯაანში – 38, მცხეთაში – 34. არიან სხვაგანაც.

170 ბიტარიშვილი: თბილისში – 69, გარდაბანში – 26, კასპში – 24. არიან სხვაგანაც.

20 ბითარაშვილი: გორში – 6, თბილისში – 5, ყვარელში – 4. არიან სხვაგანაც.

მარკოზაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი მარკოზი, რომელიც ბერძნული წარმოშობისაა. სხვა ვერსიით, ეს სიტყვა ლათინური უნდა იყოს და ქართულად, ჩაქუჩს ნიშნავს. სხვაგვარი ეტიმოლოგიით, ეს სახელი ბერძნული მარკოდან მომდინარეობს.

1721 წელს საგინაშვილის მამულში მოიხსენიება ვინმე ევანეზა მარკოზაშვილი.

კოდაში მარკოზაშვილების სახინჯარია პრაგონაანი.

საქართველოში 1 041 მარკოზაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 292, თელავში – 247, გორში – 210; არიან სხვაგანაც.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

 

скачать dle 11.3