კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

სტალინმა კრემლში პარტიული ჩინოვნიკების თანდასწრებით, რუსეთის მიტროპოლიტთან ლიტურგიული წესი შეასრულა

 

ხშირად დადიოდნენ სტუმრად  არა მხოლოდ საბჭოთა, არამედ  უცხოელი პოლიტიკური თუ  საზოგადოებრივი მოღვაწეები, მათ შორის იყვნენ ხელოვნების  წარმომადგენლები, პოეტები,  მწერლები... ერთხელაც ბელადს  დიდი ჰუმანისტი, რომენ  როლანი ეწვია. მასპინძელმა,  როგორც ყოველთვის, ჩინებული დახვედრა მოუწყო, რის შემდეგაც  ტრადიციული დისკუსია გაიმართა. როლანმა აღნიშნა, რომ  ნებისმიერი სახის რეპრესიები, რაოდენ  კეთილ მიზანსაც არ უნდა  ემსახურებოდეს, ბოროტებაა  და კეთილსინდისიერებისგან  შორს დგას. სტალინმა თავაზიანად  უთხრა, რომ ვერ წარმოიდგენდა, თუ მწერალი პოლიტიკოსთან  პოლემიკაზე დახარჯავდა  დროს. ის ფიქრობდა, რომ  გაცილებით მნიშვნელოვანი  იქნებოდა  მისი შეხვედრები  საბჭოთა კოლეგებთან. თუმცა,  შეჰპირდა, რომ პაექრობის  შემთხვევაში, არ დაინდობდა.  როლანმა მაინც დაიჟინა,  მე თქვენი შეხედულებები  უფრო მაინტერესებსო. მაშინ  სტალინმა უთხრა, წმიდანთა  სწავლება კარგია და სასარგებლოც, მაგრამ, სახელმწიფოს მართვა  სჭირდება და ამ დროს  ბოროტებას აღვირი უნდა  ამოედოს. ადამიანების გარკვეული  ჯგუფების დაუსჯელობის  შემთხვევაში, ზიანი მთელ ხალხს მიადგება. კარგია, როცა საკუთარი სულის  გადარჩენას ლამობ, მაგრამ  სხვაა, როცა როგორც პოლიტიკოსი  ვალდებული ხარ, ადამიანთა  სულსა და სხეულზე  იზრუნო. განდეგილობა  და ბერობაც კი, სხვადასხვა  პასუხისმგებლობაა, მეფის  ხელისუფლება ხომ აბსოლუტურად  სხვაო. ფრანგმა მწერალმა უკან მაინც არ დაიხია  და უპასუხა, მიზანი  არ ამართლებს საშუალებას. მაშინ ბელადისგან ასეთი პასუხი მიიღო: „გული შესაძლოა, სხვას  გკარნახობს და კვლავ  მხოლოდ ადამიანად დარჩენას  გთხოვს, მაგრამ სახელმწიფო  მოღვაწე ხარ და ძალას  პოულობ საკუთარ თავში, მოიქცე  ისე, როგორც ჩვეულებრივი  მოქალაქე არასდროს მოიქცევა. იმისთვის, რომ ძლიერი სახელმწიფო  გინდოდა, დესპოტს დაგიძახებენ. ეს ადვილი არ არის, მაგრამ, სამაგიეროდ, ბოროტება დაითრგუნება  და პატიოსანი ადამიანი  გაიხარებს. ბუნებრივია, გაგიჩნდებათ  კითხვა, თუ რომელი სიკეთის  დასამკვიდრებლადაა საჭირო  ეს, არსებობს კი ასეთი  სიკეთე? – არსებობს და  ეს არის სახელმწიფო. ამიტომ, თუ ადამიანი გადაწყვეტს  პოლიტიკას მისდიოს, საკუთარი  თავისთვის არაფერი არ უნდა აკეთოს. ყველაფერი სახელმწიფოსთვის –  აი, როგორი დაუნდობელი  დევიზი უნდა ჰქონდეს.  მეფე ტყუილად არ ატარებს  ხმალს, ის უნდა აშინებდეს  ბოროტმოქმედთ და ახალისებდეს  ღირსეულთ.“ როლანმა აღიარა, რომ პოლემიკაში დამარცხდა.  გარდა ამისა, ამ საუბრის შემდეგ მან თქვა: სტალინმა იცის, რომ რუსეთი  გარშემორტყმულია მტრული სახელმწიფოებით და მომთაბარე  უცხოელი მეამბოხენი, ისევე,  როგორც ბოლშევიკების ლენინური  გვარდია, კაცობრიობის სისხლს  მოწყურებული, გაუთავებელი  რევოლუციების მეხოტბენი  არიან, ეძებენ ზოგადპლანეტარულ  სახელმწიფოს, სადაც რუსეთი, როგორც ქვეყანა აღარ  იარსებებს. რომენ როლანი  წერს: „სტალინმა იცის, იმის  გამო, რომ ის წარსულში  სასულიერო სემინარიაში  სწავლობდა, მისი მდგომარეობა  სათუოა და არავინ დაინდობს. საბედნიეროდ, მან სწრაფად  შეიგრძნო საფრთხე. სწორედ  აქედან იწყება მისი ბრწყინვალე  ანალიტიკური გონების უშეცდომო  მუშაობა.“ ცხადია, ბელადს  დიდ ჰუმანისტთან შეხვედრისას, სხვა თემებზეც ექნებოდა  საუბარი, მაგრამ ფაქტია, რომ ცნობილი ანტიკომუნისტი  გენერალურ მდივანს დადებით  კონტექსტში მოიხსენიებს.  სხვაგვარად შეუძლებელია  აღფრთოვანებული ევროპელი  მოაზროვნის შთაბეჭდილების  ახსნა. მისი აზრით, სტალინმა  ცხოვრების უდიდესი ნაწილი  არალეგალურ პორობებში  გაატარა და სისტემატურად ჯაშუშებითა და გამცემლებით იყო გარშემორტყმული. ასეთ პირობებში შეძლო და გადარჩენის შანსი ხელიდან არ გაუშვა. ამიტომ, როლანის აზრით, „მისი მომენტალური ანალიზის, შედარების, შესაძლებლობათა გამოთვლის არაემოციური და ამავე დროს, ობიექტური მიდგომის უნარი, გაკვირვებას იწვევს. ის გენიოსია!“   პოლიტიკური თუ სხვა ტიპის საზოგადო მოღვაწეთა მხრიდან სტალინს ხოტბა-დიდება არ აკლდა,  მაგრამ ნორმალური ადამიანის გაოცებას ერთი, თითქოსდა უმნიშვნელო ფაქტი აშკარად იწვევს – სოსო ჯუღაშვილის აუგად ხსენება დაბადებიდან სიკვდილამდე არავის გაუბედავს. თვით მისი დაუძინებელი მტერი, ადოლფ ჰიტლერიც კი, ასე ახასიათებდა  „დიდ სამეულს“ მეორე მსოფლიო ომის დროს: „რუზველტი დამნაშავეა, ნაძირალა, სულით ავადმყოფი; ჩერჩილი ლოთია, გამყიდველი, მატყუარა, პირუკუ დადებული კვადრატული სურათი; სტალინი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა, კოლოსალური პიროვნება; ჩერჩილი ტურაა, სტალინი – ვეფხვი.“ ის, რომ სტალინი სიკვდილის შემდეგაც ლეგენდად დარჩა, როლანი ბუნებრივად მიიჩნევს, რადგან, მისი აზრით, არც ერთ ლიდერს  არ ჰქონია ის, რაც სტალინს ჰქონდა. მას ადამიანების ზრახვათა სამყაროში შეხედვა შეეძლო, რაც ერთი ნაბიჯია მიზანთროპიამდე (ადამიანთა მოდგმის მიმართ სიძულვილი). სამედიცინო პრაქტიკაში ასეთი შემთხვევები იშვიათია და ინდივიდებს, რომელთაც აღნიშნული ტალანტი აქვთ, დიდ ფსიქიკურ ზეწოლას განიცდიან. სულიერი მამებიც კი აღნიშნავდნენ, რომ ბიოლოგიური არსებისთვის ეს დიდი, უმძიმესი ტვირთია. სტალინის სულიერ ლაბირინთებში დღემდე ვერავინ გარკვეულა. თუმცა, ერთ-ერთი, ვინც სცადა, როგორც ჩანს, მიტროპოლიტი სტრაგოროდსკი იყო. 

1941 წელს, ომის დაწყების წინ,  სტალინმა რუსეთის მიტროპოლიტი,  სერგი სტრაგოროდსკი დაიბარა.  სასულიერო პირისთვის ეს  უბრალო ვიზიტი არ იქნებოდა. მან დელიკატურობა  გამოიჩინა და ხმა მიაწვდინა  სტალინამდე, შეწუხებული  ვარ, უნდა გავიპარსო და  ისე მოვიდეო? როცა სტალინს ეს  მოახსენეს, გაიკვირვა,  რას ბრძანებთ, ისე მოვიდეს, როგორც  მიტროპოლიტს ეკადრებაო.  დათქმულ დროს ბელადმა  ყველა რესპუბლიკის უზენაესი  საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე მოიწვია. კრემლის დიდი  დარბაზის კარი გაიხსნა  და მიტროპოლიტი თორმეტი, ეპისკოპოსისა და სხვა  სასულიერო პირების თანხლებით, შებრძანდა.  პარტიული მუშაკები გაოგნებული  უყურებდნენ ანაფორაში  გამოწყობილ ადამიანებს. საკმევლის დანახვაზე სტალინი  წამოდგა, მარცხენა ხელისგულზე მარჯვენა ხელის  ზურგი დააყრდნო, დაიხარა  და მადლის მიღების საეკლესიო,  ლიტურგიული წესი შეასრულა, როგორც ჭეშმარიტმა მორწმუნემ.  ამ ჟესტის დანახვას მიტროპოლიტი  არ ელოდა, აღფრთოვანება  ვერ დამალა და სამჯერ  გაიმეორა, რომ სტალინი ღვთის  გამოგზავნილია. დასხდნენ და ისაუბრეს. ბელადმა მოიკითხა ეკლესია, ბოდიშიც მოიხადა, ჯეროვან ყურადღებას ვერ გაქცევთო, მაგრამ სტალინი რისი სტალინი იქნებოდა, შენიშვნები არ მიეცა. მღვდელმთავარს უსაყვედურა, მესმის ბატონო, ამპარტავნებისგან თავი შორს გიჭირავთ და მორიდებულები ბრძანდებით, მაგრამ არც ჩვენ ვართ წინასწარმეტყველები, ჩვენი შეხვედრები ხშირი უნდა იყოს. თქვენგან უნდა მოდიოდეს აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხები, მით უმეტეს, რომ მრავალრიცხოვანი მრევლი გყავთ და ალბათ, კარგად მოგეხსენებათ მათი მდგომარეობა და სხვადასხვა პრობლემებიო. მიტროპოლიტი არ ელოდა ასეთ შეხვედრას, ისეთი შთაბეჭდილებების ქვეშ იყო, რომ მეორე დღესვე სტალინის დასალოცი დღე დააწესა, თავად ეს ფაქტი უპრეცედენტოა და არც ერთ კომუნისტ ლიდერს არ ღირსებია მსგავსი რამ. ამდაგვარმა სწორმა პოლიტიკამ განაპირობა ის, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს, მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უდიდესი როლი შეასრულა, როგორც მატერიალური, (უდიდესი სიმდიდრე შეწირა სახელმწიფოს არმიისთვის, უმძიმეს წლებში უკანასკნელი კაპიკებიც კი გაიღო), ისე სულიერი და ფიზიკური თვალსაზრისითაც. სტალინი ვალში არ დარჩენილა, 1943 წელს, როცა ომის სასწორი საბჭოთა კავშირის მხარეს გადმოიხარა, მან სპეციალური განკარგულებით, ნება დართო ეპისკოპოსთა კრების მოწვევას. კრება შედგა და მიტროპოლიტი სერგი პატრიარქად აკურთხეს. 

სოსო ჯუღაშვილი განსაკუთრებული  ინტუიციური ნიჭით რომ  იყო დაჯილდოებული და  ადამიანთა ზრახვების ამოცნობა შეეძლო, ამისთვის დიდი  მოაზროვნეების მოხმობა  საჭირო სულაც არ არის. მისი ბავშვობის მეგობრების  მოგონებებიც სრულიად საკმარისია. მათ შორის ერთ-ერთმა, სოსო  ცერაძემ გაბედა და ბელადთან პირადი თხოვნით ჩავიდა. სტალინმა უთხრა, ისეთი  რაღაცა არ მთხოვო, ჩვენს  მეგობრობას ბზარი გაუჩნდესო. ცერაძე გამოუვალ  მდგომარეობაში იყო და  შეცდომა დაუშვა, თავისი  დისშვილის სიცოცხლე სთხოვა. ოცდაერთი წლის სტუდენტს  დახვრეტა ჰქონდა მისჯილი.  მას მეგობრებთან ერთად  ოქრო-ვერცხლის მაღაზიის  გაძარცვა უცდია, რა დროსაც  თავდამსხმელებს დარაჯი  მოუკლავთ. ბავშვობის მეგობარმა  სტალინს უთხრა, მისი მოკვლა არ უნდოდა, შემოაკვდაო. სტალინი ტახტზე  ჩამოჯდა და ჩაფიქრდა. ვიცოდი, ამხელა მანძილს კაი საქმეზე  არ გამოივლიდიო. მერე  უსაყვედურა, არ გრცხვენია, რას  მთხოვ, მიცვალებულს საფლავში  ჩავაფურთხოო? – „რა საოცარია  ეს ზმნა, პირდაპირ თქვი, მოკლაო!  შემოკვდომია  – ასეთ ფორმას, ყველა  ენა რომ გაჩხრიკო, ვერ  ნახავ. ქართველები ამაშიც  ყველას ვჯობივართ. ამ სიტყვის მეშვეობით ქართველ  კაცს შეუძლია, მკვლელობა  მოკლულს გადააბრალოს“. სტალინმა ბავშვობის მეგობარი  თავისივე მოწყობილ კრემლის  ქართულ მარანში ჩაიყვანა  და სცადა, მისი მდგომარეობა  აეხსნა. არც ერთ შემთხვევაში  არ შეიძლება, ასეთ სიტუაციაში გამონაკლისის დაშვება, ხალხი ყველაფერს ხედავს; რომ ერთადერთი შემთხვევა,  როცა  დამნაშავეს შეიწყალებს, მისი სახელმწიფოსთვის  ჩადენილ დანაშაულზე მეტი  მნიშვნელობის სახელმწიფოებრივი  სარგებლობაა; რომ შეწუხებულია იმით, რომ საკუთარი პრინციპების  გამო, იძულებულია, თხოვნაზე  უარი თქვას. ტრადიციული  ქართული სადილის შემდეგ  კი, მეგობარს ურჩია, მოკლულზე ეფიქრა, რადგან მას არც პროტეჟეები  ჰყავდა და ვერც ვერავინ  უშველიდა ღმერთის გარდა.

 

 

скачать dle 11.3