კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (99)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ხელის მუხრუჭი ყინვაში

თბილისში და ზოგადად, მთელ საქართველოში, უჩვეულო ყინვებია. მინუს თერთმეტი გრადუსი ყინვა ღამით და მინუს სამი დილით, სერიოზულ პრობლემებს უქმნის ავტომობილს. რა შეცდომები არ უნდა დავუშვათ იმისთვის, რომ ჩვენი მანქანები მდგომარეობიდან არ გამოვიდეს, ამაზე მევლუდ მელაძე ისაუბრებს.

 

 მევლუდ მელაძე: ყინვამ იმ მძღოლებსაც კი შეუქმნა პრობლემები, ვისაც ავტომობილი წესრიგში ჰყავს ან ეგონა, რომ წესრიგში ჰყავდა. პრობლემები კი სხვადასხვაგვარია. ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრი საბჭოთა ავტომობილი დადის, რომლებმაც შეიძლება, ბევრი უცნაურობა გამოავლინოს. მაგალითად, ზეთი, რომელიც სიჩქარეთა კოლოფში და ეგრეთ წოდებულ ხიდშია, ანუ იმ ადგილებში, რომლებიც საბურავზეა მიერთებული. ეს ზეთი ისე შეიძლება, გასქელდეს, რომ მანქანა სიჩქარეებშიც კი არ ჩავარდეს. თქვენ კი ვერც მიხვდეთ, თუ საიდან მოდის პრობლემა. სატვირთო ავტომობილებსაც ხშირად აქვთ ყინვაში მსგავსი პრობლემა – რადგან ისინი ძირითადად, იაფფასიან ზეთებს იყენებენ, შეიძლება, სიჩქარეში ჩაგდება კი არა, დაქოქვაც გაუჭირდეთ. მძღოლი იფიქრებს, რომ აკუმულატორია დასუსტებული, რეალურად კი ძრავას ზეთია იმდენად გასქელებული, რომ მისი ბრუნვა ჭირს. ამ დროს უნდა ეცადოთ, მოდების ქურო გათიშოთ, რომ ძრავასგან დამატებითი, ერთი მოწყობილობა გამოაცალკევოთ, იმისთვის, რომ კოლოფში მაინც მოძრაობდეს  ზეთი. კოლოფში გასქელებული და პლუს, ძრავში გასქელებული ზეთი, ორივე ერთად, იმდენად მძიმეა, რომ შესაძლოა, სტარტერმაც კი ვერ დაატრიალოს. ამ შემთხვევაში, სატვირთოებსა და საბჭოთა მანქანებზე ვსაუბრობ. ერთი სიტყვით, მოდება უნდა გაითიშოს და ავტომობილი ისე დაქოქოთ. 

– დიზელის ავტომობილი მყავს და ძალიან უჭირს სიცივეში დაქოქვა, თანაც, ბევრ საწვავს მოიხმარს.

– დიზელს განსაკუთრებით მაშინ უჭირს, თუ გამახურებელი სანთლები მწყობრიდანაა გამოსული. მაგრამ, ამან პანიკაში არ უნდა ჩაგაგდოთ. როგორ მდგომარეობაშია სანთლები, ამის გადამოწმება იოლია და არც სანთლები ღირს ძვირი. რაც შეეხება წვას, ყინვის პირობებში ის კატასტროფულად იმატებს, მით უმეტეს, თუ მცირე მანძილებზე გიწევთ გადაადგილება. ამ დროს ძრავა საკმარისად არ ხურდება და გაჩერების შემთხვევაში, ძალიან იოლად ცივდება. ის კი არა დაღმართზე თუ მოგორავთ ისე, რომ გაზზე ხშირად ფეხის შეხება არ გიწევთ, ძრავა მოძრაობის დროსაც კი გრილდება. წვის პრობლემა განსაკუთრებით მტკივნეულია, თუ თერმოსტატს პატარა პრობლემა მაინც აქვს. თუ თერმოსტატი კარგად მუშაობს, ის რაღაც პერიოდი მაინც უნდა ახერხებდეს ტემპერატურის შენარჩუნებას. თუ ოდნავი გაზით ივლით და ტემპერატურა დაიკლებს, ეს ნიშნავს, რომ თერმოსტატი დაზიანებულია. ოდნავ დაზიანებული თერმოსტატი კი ამ ყინვაში ავტომობილისთვის პრობლემაა, ამიტომ, ის ცდილობს, ძრავას, სხვა რესურსებით შეუნარჩუნოს სითბო და მეტ საწვავს აწვდის მას. წვის კატასტროფული მატება არ უნდა გაგვიკვირდეს. 

– ანტიფრიზი ამ ყინვებში კარგად მუშაობს?

– გირჩევთ, მისი დონე მაინც გადაამოწმოთ, რადგან მასაც აქვს ზღვარი, რის შემდეგაც იყინება. კარგი იქნება, ბაზრობაზე ან სერვისცენტრებთან, სადაც ანტიფრიზი იყიდება, გადაამოწმებინოთ მისი დონე. შეიძლება, ოდესმე წყლის დამატება მოგიწიათ, ან ვისგანაც იყიდეთ, მას ჰქონდა წყალი გარეული, ან სულაც ანტიფრიზმა დაკარგა თვისებები. საერთო ჯამში, ის შეიძლება, ხუთ-ექვს გრადუსზეც გაიყინოს. გაყინვას კი, ისეთი სავალალო შედეგები მოჰყვება, როგორიც ძრავას შუაზე გახეთქვაა. როგორც მინიმუმ, გაყინვა აზიანებს წყლის პომპას და უამრავ დეტალს ძრავაში. კიდევ ერთი აუცილებელი ნიუანსი – თუ აუცილებელი არ არის ყინვაში, ხელის მუხრუჭი არ გამოიყენოთ. არის იმის შანსი, რომ ხელის სამუხრუჭე სისტემაში მოხვდეს თოვლი, წყალი და ის ძალიან იოლად გაიყინოს. თუ გაიყინა, ავტომობილი არავითარ შემთხვევაში არ დაძრათ. ნუ იფიქრებთ, რომ გახურდება მანქანა და ხელის მუხრუჭსაც გაალღობს. ამას ჯობია, მდუღარე წყალი შეასხათ, ან რაღაც სხვა ხერხი მოიფიქროთ მის გასალღობად.

 

скачать dle 11.3