კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ იყო კანონიერი ქურდი „შმუთი“ და რატომ ამოთხარეს მისი ძვლები საფლავიდან

 

სადისტური მკვლელობა

– გივი, შე ბოზო, ჩავარდი? – ცინიკურად ჩაეცინა ოცდაათიოდე წლის კაცს და ლოტოს კოჭივით გასიებულ წითელსახა, წირპლიან მამაკაცს პისტოლეტი დაუმიზნა.

– არ მესროლო! ვინ ხარ, ჩემი სახელი საიდან იცი და რა გინდა? – ხმის კანკალით თქვა გივიმ, რომელსაც წირპლიანი თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდა, ქონიან ნიკაპსა და ღაბაბზე კი ბორშჩი ჩამოეწუწა, რომელსაც ის ჭამდა.

– ფუი, შენი დედაც! სიბერეში უფრო საზიზღარი როჟა გამხდარხარ, – ზიზღით უთხრა პისტოლეტიანმა კაცმა გივის და, ჯერ სახეში შეაფურთხა, შემდეგ კი გაშლილი ხელი ისე ძლიერად ჩაარტყა თავში, რომ ბორშჩით სავსე უზარმაზარ მათლაფაში ჩააყოფინა სახე და გივის ცხელი ბოსტნეული აეკრა საზიზღარ სიფათზე.

– არ მცემო! – აყმუვლდა სახედამწვარი გივი, მაგრამ, დაუპატიჟებელმა სტუმარმა მას კეფაში პისტოლეტის ტარი ჩაარტყა და გათიშა...

59 წლის გივი ბართაია ციხის ყოფილი ზედამხედველი იყო, სასჯელაღსრულების სისტემაში 30 წელი იმუშავა და, განსაკუთრებული სადისტური მიდრეკილებების გამო, „ყასაბი ღორი“ შეარქვეს. მოწოდებით ჯალათი, გივი ბართაია ციხის ეგრეთ წოდებული „შემსრულებელი“ იყო, ანუ, სიკვდილმისჯილებს ხვრეტდა. ამ საქმეს ის განსაკუთრებული სიამოვნებით ასრულებდა და, როდესაც მორიგ მსხვერპლს გაისტუმრებდა ხოლმე საიქიოში, მახინჯ, დონდლო სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელი დაუვლიდა. ჯალათი გივი ბართაია იმდენად გარყვნილი და გახრწნილი ადამიანი იყო, რომ თავისი ქალიშვილი, ნონა, 15 წლის ასაკში გააუპატიურა, მასთან სისტემატური ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა და, ისე გაათახსირა, რომ 20 წლის ასაკში გოგონას უკვე ცხრა აბორტი ჰქონდა გაკეთებული. გივის მეუღლემ, მაყვალამ, ეს ყველაფერი იცოდა, მაგრამ, ვერაფერს შველიდა და ნერვიულობისგან დიაბეტით დაავადდა, ერთ მშვენიერ დღეს კი სული განუტევა. მამა-შვილის უკუღმართი ურთიერთობების შესახებ ყველამ, მათ შორის გივი ბართაიას თანამშრომლებმაც კარგად იცოდნენ, თუმცა პასუხის მომთხოვნი არავინ იყო.

– ფეხებზე არ მკიდია, ის თავის შვილს ჟიმავს თუ დედას?! – იტყოდა ხოლმე ციხის უფროსი, – მთავარი ისაა, რომ „ყასაბი ღორი“ ბრწყინვალე შემსრულებელია, მეტი მე არაფერი მინდა.

გივი ბართაია, ალბათ, კიდევ დიდხანს იმუშავებდა ციხეში და უფრო მეტ ადამიანს გაამწარებდა, რომ არა ერთი შემთხვევა: ერთ-ერთი გამწარებული პატიმრის ცოლმა გივი მის სადარბაზოში მოიხელთა და ჯერ თავში რკინის ჩარტყმით გათიშვა, შემდეგ კი სხეულზე ბენზინი გადაასხა, ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა. გივი მხოლოდ წელს ქვემოთ დაიწვა, დაინვალიდდა, იმპოტენტი გახდა და 55 წლის ასაკში პენსიაზე გავიდა. გახრწნილმა ნონამ იმპოტენტი მამა მიატოვა და რუსეთში გაემგზავრა, გივი ბართაია კი მარტო დარჩა და პენსიის გარდა თავს იმით ირჩენდა, რომ, ციხეში მუშაობის დროს პატიმრებისთვის წართმეული ფულით ნაყიდ ძვირფას ნივთებს ყიდდა, უფრო სწორად კი, იმ ნივთების ნაწილს, რაც რუსეთში გაქცეულმა ნონამ ვერ იპოვა და ვერ გაიტაცა...

– აბა, თვალები გაახილე და, სანამ ჯოჯოხეთში გაგასეირნებდე, კიდევ ერთხელ, უკანასკნელად დატკბი შენი ღორული სიცოცხლით, – კბილებში გამოსცრა პისტოლეტმომარჯვებულმა მამაკაცმა და იატაკზე გაშხლართულ გივი ბართაიას დააშარდა, – მანამდე კი ერთ მარტივ კითხვაზე უნდა გამცე სწორი პასუხი.

– მკითხეთ, მე თქვენ არაფერს მოგატყუებთ.

– „შმუთი“ შენ დახვრიტე?

– შმუთი, შმუთი... ბებერი ქურდი, ხომ? მოსკოველი მილიციის გენერალი რომ ჰყავდა მოკლული...

– ჰო.

– მე დავხვრიტე.

– ვინ დაასაფლავა?

– მე. მახსოვს, იმ დღეს ჭიჭიკო მესაფლავე სამსახურში არ იყო. ამიტომ, ჯუმბეროვიჩმა მთხოვა, მე დამესაფლავებინა და გულბეკოვთან ერთად მისი ტრუპიც დავმარხეთ.

– ზუსტად თუ გახსოვს, სად დაასაფლავეთ?

– მეოთხე ნაკვეთზე. მეექვსე ან მეშვიდე ნომერი იქნება, – დაუფიქრებლად მიუგო ბართაიამ, – მაშინ ციხის ახალი ნაკვეთი ერთი თვის გახსნილი იყო სასაფლაოზე და კარგად მახსოვს.

– ხომ არ გეშლება?

– არა, ზუსტად მახსოვს – ექვსი ან შვიდი.

– ახლა როგორ ვიპოვი?

– ძალიან ადვილად. თითოეული ტრუპის საფლავზე რკინაა ჩასობილი, რომელზეც ნომერი წერია და ამის მიხედვით იპოვი... მაგრამ, რაში გჭირდება?

– კარგი, გასაგებია. ახლა კი ჯოჯოხეთში გაგასეირნებ, – უთხრა გივი ბართაიას დაუპატიჟებელმა სტუმარმა და ქამრიდან ბრიტვასავით ბასრი ხანჯალი ამოაცურა.

– რას მერჩით, მე ხომ თქვენ სიმართლე გითხარით? – ატირდა გივი ბართაია.

– შენ რას მერჩოდი, ისედაც სიკვდილმისჯილ კაცს რომ სასტიკად მაწამებდი? ვერ მიცანი? ბონდო ვარ, ხაჟალია, „ბონდოია კოპიტნარსკი“, არ გახსოვარ?

ბონდოია კოპიტნარსკის ხსენებაზე გივი ბართაიას სახე დაეღრიჯა, რადგან კარგად ახსოვდა, რომ სიკვდილმისჯილ პატიმარს კისერში მდუღარე წყალს ასხამდა, ფეხებით ჰკიდებდა, ძვლებში კომბალს ურტყამდა და წამების სხვა საშინელ ხერხებს იყენებდა. ამიტომ, მის წინაშე მუხლებზე დაეცა და ატირდა:

– მაპატიე, ნუ მომკლავ, დამნაშავე ვარ!

– არ გაპატიებ! დავიფიცე, რომ, თუ ცოცხალი გადავრჩებოდი, აუცილებლად საშინელი წამებით მოგიღებდი ბოლოს და, აი, დადგა შენი აღსასრულის ჟამიც, – მიუგო გივი ბართაიას ბონდო ხაჟალიამ. შემდეგ მას პირში ჩოგბურთის ბურთი ჩასჩარა რომ არ ეყვირა, გააშიშვლა, რადიატორზე მიაბა და ბასრი ხანჯლით ჯერ ხორცების ათლა დაუწყო, მერე კი ორგანოების მოკვეთას შეუდგა და, მარცხენა ფეხის ცერი თითი რომ მოაჭრა, გივი ბართაიას სულიც გასძვრა.

– ჩაძაღლდა ეს ბოზი, – ზიზღით თქვა ხაჟალიამ და, გივი ბართაიას გარშემო დამდგარ სისხლის გუბეს გადააბიჯა, – ახლა კი შმუთის ნარჩენებსაც უნდა მივაგნო, რომ მაყუთი დავითრიო და აქედან ავახვიო.

კოპიტნარსკიმ მოკლული „ყასაბი ღორის“ ბინა დატოვა, მაგრამ, ის ერთ-ერთმა მეზობელმა შენიშნა, დაეჭვდა და მილიცია გამოიძახა.

 

„შმუთის“ საგანძური

კოპიტნარსკი სულ რაღაც ათიოდე წუთის წასული იყო, როდესაც გივი ბართაიას ბინაში 30 წლის კოტე იაშვილი და 32 წლის ანდრო კეკელია შეიპარნენ. ორივე ქურდული სამყაროს წევრი იყო და, მოკლული ბართაია რომ ნახეს, სასწრაფოდ უკან გაბრუნდნენ, მაგრამ, ისინი მილიციის ოპერჯგუფმა დააკავა და დასაკითხად, ქალაქის მილიციის სამმართველოში გადაიყვანეს.

კეკელია და იაშვილი მილიციელებს უმტკიცებდნენ, რომ ბართაიას გასაძარცვავად იყვნენ მისულები, თუმცა, მათ არავინ უჯერებდა და მკვლელობას აბრალებდნენ. მილიციის მაიორი ზაქრო მამალაძე კარგად იცნობდა, იაშვილსა და კეკელიას. მან ორივე თავის კაბინეტში შეიყვანა და ჰკითხა:

– თქვენ ხომ ქურდული მასტები ხართ და მკვლელობაზე რატომ წახვედით?

– უფროსო, ჩვენ არ მოგვიკლავს! – ერთხმად მიუგეს მამალაძეს დაკავებულებმა, – ის ჩვენ მოკლული დაგვხვდა.

– ბართაიასთან რატომ მიხვედით?

– გასაქურდად, – უთხრა მაიორს იაშვილმა.

– ეგ ზღაპრები ბებიათქვენს მოუყევით! ბართაიას, ალბათ, ნაპრესი ჰყავდით, სამაგიერო გადაუხადეთ და ასე სადისტურად იმიტომ დაბრიდეთ. მე თქვენ ახლა კამერაში ჩაგსვამთ. იქ კი სხვები დაგკითხავენ და გამოტყდებით, – უთხრა მამალაძემ დაკავებულებს. მან კარგად იცოდა, რომ იაშვილი და კეკელია მკვლელები არ იყვნენ, მაგრამ, ბართაიასთან მათი ნამდვილი ვიზიტის მიზანი აინტერესებდა და ასე იმიტომ მოიქცა.

– უფროსო, ხომ იცი, რომ ჩვენ ქურდული მასტები ვართ და არა მკვლელები. „სველ“ საქმეს რატომ გვტენი? ჩვენ იქ საქურდავად ვიყავით მოსულები, – თქვა იაშვილმა, მამალაძემ კი მას უღრიალა:

– ხმა, კრინტი! ეგ ზღაპრები კამერაში მოუყევით და დაგიჯერებენ, მე წავედი.

მამალაძემ იაშვილი და კეკელია ეგრეთ წოდებულ „პრეს-ხატაში“ (საწამებელი ოთახი) გაამწესა, სადაც მილიციის სამმართველოს ჯალათები მათ „დამუშავებას“ შეუდგნენ: ფეხებით დაკიდეს და ჯოხებით ცემა დაუწყეს. პირველი იაშვილი გატყდა – მან, ცემის შეწყვეტა მოითხოვა, მამალაძე მოაყვანინა. როდესაც კეკელიას ცემაც შეწყვიტეს და მაიორთან მარტო დარჩნენ, ნაწამებმა იაშვილმა მამალაძეს უთხრა:

– უფროსო, შმუთზე თუ გსმენია რამე?

– შმუთმა რომ მილიციის გენერალი პავლოვი მოკლა, მეც იმ ოპერჯგუფის შემადგენლობაში ვიყავი, ვინც ის აიყვანა. შმუთი შემდეგ დახვრიტეს, მაგრამ, ეს რა შუაშია ამ საქმესთან?

– შმუთი, უფროსო, ქურდული ობშჩიაკის მცველი იყო და მხოლოდ მას ანდეს ძველმა ქურდებმა მთელი მაყუთი. პავლოვიც სწორედ იმიტომ მოკლა, რომ, გენერალს, თურმე, ქურდული ფულის დათრევა უნდოდა და შმუთს თბილისში ჩამოაკითხა, იარაღი მიადო და აშინებდა. შმუთმა კი ის მისივე პისტოლეტით მოკლა, ანუ, თავდაცვის მიზნით, მაგრამ, ის მაინც დახვრიტეს.

– სწორია. მახსოვს, გენერალი პავლოვი მისივე იარაღით იყო მოკლული, – თქვა მამალაძემ, – მაგრამ, მაშინ ის საქმე სულ სხვანაირად შეიკერა და ქურდულ ფულზე სიტყვაც არ იყო ნახსენები. შმუთი კი მართლაც ამბობდა, რომ პავლოვი მას მოსაკლავად მიუვარდა სახლში და გენერალი თავდაცვის მიზნით შემოაკვდა.

– რა თქმა უნდა, ის ფულზე არაფერს იტყოდა, რადგან, მაგარი „იდეინი“ იყო და მართლაც ქურდულად ცხოვრობდა, – განაგრძო იაშვილმა, მაგრამ მამალაძემ მას სიტყვა შეაწყვეტინა:

– შმუთის რეკლამირება კი არ მჭირდება, შენ ის მითხარი, რა კავშირშია ეს ყველაფერი გივი ბართაიას სადისტურ მკვლელობასთან. იცოდე, ტყუილი არ გაბედო და ყველაფერი დაწვრილებით მომიყევი.

– უფროსო, შმუთი ბართაიამ დახვრიტა და თურმე მანვე დაასაფლავა. ის ჯალათი იყო და ბევრს ჰქონდა მისი „ზუბი“. ორი ვარიანტია: შეიძლება, ბართაია ვინმე ძველმა პატიმარმა მოკლა შურისძიების მიზნით. მაგრამ, თუ მას ჯერ შმუთის საფლავის ადგილსამყოფელი ათქმევინეს და მერე მოკლეს, ეს ყველაზე ცუდი ვარიანტია, რადგან მაყუთს სხვა დაითრევს და არა ჩვენ, ქურდები, იმ ფულის კანონიერი მემკვიდრეები.

– რაებს როშავ, იაშვილო?! შენი სიტყვებიდან გამოდის, რომ ვიღაც შმუთს მიწიდან ამოთხრის, ქურდული ფულის ადგილსამყოფელს ათქმევინებს და მაყუთს დაითრევს?

– უფროსო, ნუ ჩქარობ, კარგად მომისმინე და ყველაფერს გაიგებ. ერთი კვირის წინ ქალაქ ზლატოუსკის ციხეში ძველი ქურდი – ჟორა ნეპმანსკი გარდაიცვალა. ის შმუთის ძმაკაცი და ერთადერთი ცოცხლად დარჩენილი ქურდი იყო, ვინც იცოდა, სად ინახავდა შმუთი ობშჩიაკის ფულს. ადგილსამყოფლის კოორდინატები მას უკანა კბილში აქვს ჩაპლომბილი.

– რაო?! – გაოცდა მამალაძე.

– დიახ, უფროსო. სტალინი ახალი მკვდარი იყო, როდესაც როსტოვში სხოდკა შედგა და ცნობილმა ქურდებმა შენახული ობშჩიაკის კოორდინატები ძალიან თხელ ოქროს ფირფიტაზე დააწერინეს ერთ ბებერ იუველირს, კბილის ტექნიკმა კი ეს ფირფიტა შმუთს კბილში ჩაუდო, დაუპლომბა, ზემოდან კი ფაიფური გადააკრა. ახლა მიხვდი, რაშია საქმე?

– ფანტასტიკას უფრო ჰგავს.

– ჰგავს, მაგრამ, სიმართლეა. თბილისში სპეციალურად ჩამოვიდა რუსი პაპა და სწორედ მისი დავალებით ვმოქმედებთ. ასე რომ, უფროსო, ეს ქურდული ფულია. თუ უცხომ არ იცის შმუთის საგანძურის ამბავი, იმ ფულს ვერავინ აიღებს, მაგრამ, თუ შეეცდება, დიდ შარში ჩავარდება.

– გასაგებია, – თავი დააქნია მამალაძემ, – როგორც ეტყობა, სხვა გზის პოვნა მოგვიწევს, რადგან, თუ გივი ბართაიამ იცოდა შმუთის საფლავის ადგილსამყოფელი, მან ეს ცოდნა თან წაიღო საიქიოში. ამიტომ გარიგებას გთავაზობთ: მე თქვენ გაგათავისუფლებთ, რადგან უდანაშაულოები ხართ. თქვენს ძმებს კი გადაეცით, თუ 100 ათას მანეთს გადამიხდიან, შმუთის ადგილსამყოფელს გაგიგებთ.

იაშვილმა ზუსტად საათ-ნახევარში მოუტანა მაიორს 100 ათასი მანეთი სპორტული ჩანთით..  მამალაძემ ფულს ჩახედა და შემდეგ იაშვილს უთხრა:

– მეოთხე ნაკვეთი, სამარხი ¹6. სულ ადვილად იპოვით. მიწაში რკინაა ჩარჭობილი და ზედ ნომერი აწერია. აი, ცნობა, – მაიორმა თავისი სიტყვების დასტურად იაშვილს ქაღალდი მისცა, რომელზეც ბეჭედი ერტყა და ეწერა, რომ ¹6 სამარხში დახვრეტილი პეტრე მაისურაძე, იგივე შმუთი იყო დამარხული.

ქურდები იმავე დღეს მივიდნენ სასაფლაოზე, ¹6 სამარხი ნახეს და ახლად მოყრილი მიწიდან ადამიანის ჩონჩხი ამოიღეს, რომელსაც უკანა კბილი აკლდა, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ შმუთის საგანძურის კვალს ვიღაც სხვა დაადგა...

 

განძის მაძიებლები

გივი ბართაიას მკვლელობის საქმეს მაიორი ზაქრო მამალაძე იძიებდა. მას, ეგრეთ წოდებული ქურდების პაპა შეხვდა კონფიდენციალურად და უთხრა:

– ახალ გარიგებას გთავაზობ, უფროსო. როგორც ეტყობა, იმ „ნადზორის“ მკვლელი და ჩვენს ფულზე მონადირე ერთი და იგივე პიროვნებაა. ამიტომ, კიდევ სამასი ათას მანეთს გადაგიხდით, თუკი იმ როჟას იპოვი და ჩაგვაბარებ, გაწყობს?

– მაწყობს, – უყოყმანოდ დაეთანხმა მაიორი ქურდების პაპას, იგივე ანტონ სომოვს, მეტსახელად „ანტოშკა ხრამოის“ და დაამატა: – ერთი მოსაზრება მაქვს და, თუკი არ ვცდები მკვლელს ორ-სამ დღეში დავიჭერ, თქვენ კი ფული გაამზადეთ.

– ფული უკვე მზადაა. როგორც კი სასიამოვნო სიახლე გექნება, შეგვეხმიანე, – უთხრა ანტოშკა ხრამოიმ მამალაძეს და წავიდა.

ზაქრო მამალაძე გამოცდილი გამომძიებელი იყო და ივარაუდა, რომ მკვლელმა, შესაძლოა, თვით შმუთისგან შეიტყო ქურდული საგანძურის ამბავი. მისი აზრით, მკვლელს გივი ბართაიასთანაც ძველი ანგარიში უნდა ჰქონოდა და ასე სადისტურად იმიტომ მოკლა. ამ ვერსიების შეჯერების შედეგად კი მამალაძე ბონდო ხაჟალიაზე გავიდა, რომელიც შმუთთან ერთად იჯდა სიკვდილმისჯილთა საკანში – მასაც დახვრეტა ჰქონდა მისჯილი სიმამრის მკვლელობისთვის, თუმცა, ეს განაჩენი თხუთმეტწლიანი პატიმრობით შეუცვალეს, ათი წლის შემდეგ კი გაათავისუფლეს. ხაჟალია, იგივე კოპიტნარსკი, სულ რაღაც ერთი თვის გათავისუფლებული იყო ციხიდან და მამალაძე მის კვალს დაადგა, თუმცა, ის არც სოფელ კოპიტნარში იმყოფებოდა, სადაც ოფიციალურად იყო ჩაწერილი და არც სხვა სავარაუდო ადგილებში. მაიორი კოპიტნარსკის არალეგალურად ეძებდა, მის მიერ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეში მასზე სიტყვაც არ ეწერა, რადგან, ასეთ შემთხვევაში, მას ხაჟალია ოფიციალურ ძებნილად უნდა გამოეცხადებინა, რაც მთელ მის გეგმებს ჩაშლიდა და ქურდებისგან შეპირებულ სამასი ათას მანეთს დაკარგავდა.

ბონდო ხაჟალიას არალეგალური ძებნის ერთი თვის თავზე მაიორმა მამალაძემ კოპიტნარსკი სოლოლაკში, ერთ-ერთი ძველებური სახლის ერთოთახიან ბინაში აღმოაჩინა. ერთ საღამოს კი მამალაძე ბონდოს თავზე წამოადგა იარაღმომარჯვებული და ხელბორკილები დაადო, ბოლოს კი უთხრა:

– შმუთის კბილიდან ამოღებული ოქროს ფირფიტა მინდა!

– ვინ ხარ?

– მილიციის მაიორი ზაქრო მამალაძე.

– არ მგონია, რომ ჩემი მილიციაში წაყვანა გინდოდეს.

– მართალი ხარ. მე შენ ქურდებს გადაგცემ, ისინი კი სამასი ათას მანეთს გადამიხდიან. სხვათა შორის, ასი ათასი უკვე მომცეს.

– მაიორო, სულს ნუ წაიწყმიდავ, ქურდების საგანძური უკვე ამოვიღე სამალავიდან. იქ იმდენი ოქრო და ბრილიანტია, ათ ოჯახს ხუთასი წელი ეყოფა. ცოლ-შვილი გყავს?

– არა.

– მით უმეტეს, ჩემო კარგო. ახლა არც მე მყავს ცოლი, რადგან მამამისი რომ მოვკალი, გამშორდა, შვილი კი ისედაც არ გვყოლია. მოდი, დავძმაკაცდეთ, განძი შუაზე გავიყოთ და, გინდა ერთად გავიქცეთ ამ დამპალი ქვეყნიდან, გინდა, სხვა რამ გავაკეთოთ. შენ რომ მე ქურდებს გადამცე და იმათ მომკლან, დიდ ცოდვას დაიდებ, ასე კი მილიონერი გახდები და შეგეძლება, თავისუფლად იცხოვრო თავისუფალ სამყაროში.

– თანახმა ვარ, განძი მანახვე.

ბონდო ხაჟალიამ ძველი კარადა გააღო და ტანსაცმლის გროვიდან ჯვალოს მოზრდილი ტომარა ამოიღო, მაგიდაზე დადო, გახსნა და გვერდზე გაიწია. იქიდან ამოფრქვეულმა შუქმა მაიორს თვალები მოსჭრა და მოელვარე ოქრო-ვერცხლსა და ძვირფას ქვებს მისჩერებოდა. ხაჟალიამ ამით ისარგებლა, მაიორს თავში ლენინის ბრინჯაოს ქანდაკება ჩაარტყა და გათიშა. შემდეგ ტომარას ხელი დასტაცა და ნაქირავები ბინიდან გაიქცა...

P. S. მაიორი ზაქრო მამალაძე დანაშაულის დაფარვისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის დააპატიმრეს, გაასამართლეს და 9 წლით ჩასვეს ციხეში, მაგრამ, ის სვერდლოვსკის კოლონიაში მოკლეს. როგორც შემდგომ გაირკვა, ქურდების დაკვეთით. ბონდო ხაჟალია კი, იგივე კოპიტნარსკი, უკვალოდ გაქრა. მოგვიანებით ხმა დაირხა, რომ ის ლათინურ ამერიკაში დასახლდა, ვინაობა შეიცვალა და იქ ცხოვრობდა...

 

 

скачать dle 11.3