კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დავიბრუნოთ გაზაფხული და ზაფხული

 

ზამთრის ცივ, მოსაწყენ დღეებში, როგორი უზრუნველი ცხოვრებაც არ უნდა ჰქონდეს, ყველა ქალი ისურვებდა, დაებრუნებინა გაზაფხულის სიხალისე და ზაფხულის სიმსუბუქე.

ჯერ ხომ ისევ ზამთარია?! არა უშავს, თუ მოინდომებთ, ყველაფერს შეძლებთ.

ქალს და ყვავილს ძალიან ბევრი საერთო აქვს. ალბათ, ამიტომაა, რომ საუკეთესო კოსმეტიკური რიტუალები ყვავილების კომპოზიციებთან არის დაკავშირებული.

პირველი დღე: აფთიაქებში უამრავი გამომშრალი ყვავილი იყიდება: ლავანდა, ვარდი, გვირილა, ჟასმინი და ასე შემდეგ. შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი არომატები, შეურიეთ ყვავილები ერთმანეთს და ჩაყარეთ ცხელი წყლით სავსე აბაზანაში ნახევარი საათით. შემდეგ ჩაწექით წყალში და მანამ ინებივრეთ, სანამ არ მოგბეზრდებათ.

რჩევა: შეგიძლიათ, ყვავილებთან ერთად წყალში ჩაყაროთ ლიმონისა და ფორთოხლის გამხმარი ქერქები – ეს საოცარ სურნელს შესძენს თქვენს სხეულს.

მეორე დღე: გაიკეთეთ ნიღაბი ქუთუთოებზე: გახეხეთ 1 ცალი კანგაცლილი უმი კარტოფილი, შეურიეთ 1 ჩაის კოვზი ვარდის გამხმარი ფურცლები (შეგიძლიათ, ნედლი ფურცლებიც გამოიყენოთ) და კარგად ასრისეთ. დოლბანდი სამ-ოთხ ფენად გაკეცეთ და გამოჭერით მრგვალად, ისე, რომ თვალის არე მთლიანად დაფაროს (ორი ცალი წრე უნდა გამოჭრათ). თითოეულ დოლბანდზე სქლად დადეთ კარტოფილიანი და ვარდის ფურცლებიანი მასა, წამოწექით და ეს „დისკები“ მჭიდროდ დაიდეთ დახუჭულ თვალებზე. 20 წუთის შემდეგ გაიწმინდეთ ტონიკით და წაისვით თვალის გელი.

რჩევა: კარტოფილიან მასას ჩაუმატეთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი – ეს გააბაცებს ან მთლიანად გააქრობს თვალის გარშემო გაჩენილ ლაქებს.

მესამე დღე: მოამზადეთ კარკადეს ჩაის (მაღაზიაში იყიდება) ნაყენი და დადგით ბნელ, გრილ ადგილას 10 დღის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ და სითხე ჩაასხით მუქი ფერის მინის ჭურჭელში. ყოველი თავის დაბანის შემდეგ ამ ნაყენს შეურიეთ ცოტაოდენი წყალი და გადაივლეთ თმაზე (მერე აღარ ჩამოიბანოთ).

რჩევა: ნაყენს შეურიეთ 30 მილილიტრი როზმარინისა და 3 მილილიტრი ლავანდის ეთერზეთები – ასეთი ნარევი არომასეანსებისთვის გამოგადგებათ.

მეოთხე დღე: მოამზადეთ ნიღაბი სახისთვის: ერთმანეთში შეურიეთ 1 სადილის კოვზი კალენდულისა და გვირილის ყვავილების ნარევი, დაასხით 2 ჩაის ჭიქა წყალი და აადუღეთ. ოდნავ რომ შეგრილდება, ამოიღეთ სითხიდან ყვავილების ფურცლები და 1 სადილის კოვზ გახეხილ (უმ) სტაფილოსთან ერთად მოათავსეთ ბლენდერში, ჩაუმატეთ 5 წვეთი ნუშის ზეთი, 3-4 წვეთი ვიტამინი E და დააბლენდერეთ. მიღებული მასა სქელ ფენად დაიდეთ ტონიკით ახალგაწმენდილ სახეზე. 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ და წაისვით შესაბამისი მკვებავი. 

რჩევა: ამ ნიღბის გაკეთებამდე 2 ჩაის ჭიქა მინერალურ წყალში ჩაყარეთ ნახევარი ჩაის ჭიქა გვირილის, ვარდისა და ჟასმინის გამხმარი ფურცლების ნარევი და ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში. გადმოდგმისას სახეზე გაიკეთეთ ჯერ ორთქლის აბაზანა, შემდეგ ამავე ხსნარით (სანამ გაცივდება) გაიწმინდეთ სახე.

 

скачать dle 11.3