კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სილამაზის დიეტა

 

თუ ამ დიეტას ერთი კვირა გაუძლებთ, თვალდათვალ გალამაზდებით: გაგიქრებათ ნაოჭები, ლოყები ნაზ ვარდისფრად შეგეფაკლებათ, თმა კი საოცარ ბზინვარებას შეიძენს. 

რჩევა: თუ თქვენს მენიუს შეავსებთ მიწის თხილით, ინდაურის უცხიმო ხორცით, პარკოსნებითა და თევზეულით, ფრჩხილებთან დაკავშირებული პრობლემებიც მოგიგვარდებათ.

დიეტის თავისებურება: რაციონში A, B, C, E ვიტამინებისა და რკინის შემცველი პროდუქტების ჩართვა.

მოქმედების პრინციპი: ეს არის ბალანსირებული რაციონი, რომელიც „მუშაობს“ კანის, თმის, ფრჩხილებისა და კბილების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.

მოსალოდნელი შედეგი: ერთი კვირის განმავლობაში დაიკლებთ 2-დან 4 კილოგრამამდე.

საუზმისთვის შეარჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი და ცვალეთ 7 დღის განმავლობაში: 1 ჩაის ჭიქა უცხიმო მაწონში არეული 1 სადილის კოვზი „ჰერკულესი“; 1 ცალი მოხარშული კვერცხი და 1 ჭიქა მწვანე ჩაი (უშაქრო); უცხიმო რძეზე მოხარშული „ჰერკულესის“ ფაფა (2 ჩაის ჭიქა რძე და 1 სადილის კოვზი „ჰერკულესი“); 2 ნაჭერი ორცხობილა და 1 ჭიქა მწვანე ჩაი; 100 გრამი უცხიმო ხაჭო, 1 ჩაის ჭიქა ვაშლისა და ქლიავის ჩირი (ან კურაგა) და 50 გრამი დაჭრილი ნიგოზი.

სადილი უნდა იყოს მსუბუქი, წვნიანის გარეშე. ამ შემთხვევაშიც შეარჩიეთ თითო ვარიანტი თითო დღისთვის, ერთი კვირის განმავლობაში: 200 გრამი მოხარშული ქათმის (ან ინდაურის) ფილე და 1 ჩაის ჭიქა უცხიმო მაწონი; მოშუშული ან „გრილზე“ მომზადებული ბოსტნეული (200 გრამი);  200 გრამი მოშუშული მჭლე საქონლის ხორცი და 100 გრამი ბოსტნეული (უმი – სალათის სახით, ან – მოშუშული); 200 გრამი მოხარშული თევზი და 100 გრამი ისპანახის ფხალი; 200 გრამი მოხარშული წიწიბურა და 1 ჩაის ჭიქა უცხიმო რძე; 200 გრამი მოხარშული მაკარონი და 1 ჩაის ჭიქა ჩაი; „გრილზე“ დამზადებული 200 გრამი თევზი და 1 ჩაის ჭიქა ახალგამოწურული ხილის წვენი.

სამხარი უნდა მიირთვათ სადილობიდან ზუსტად 2 საათის შემდეგ – ეს წესი მკაცრად  დაიცავით. მენიუ შეარჩიეთ და გადაანაწილეთ 7 დღეზე: აირღუმელში გამომცხვარი ვაშლი ან კომში 1 ჩაის კოვზი თაფლით; 100 გრამი უცხიმო ხაჭო (თუ გიყვართ, შეგიძლიათ, პიტნა შეურიოთ); 150 გრამი უმი კომბოსტოსა და სტაფილოს სალათა მწვანილებით; კიტრისა და პომიდვრის სალათა ხახვითა და მწვანილით (200 გრამი); 1 ჩაის ჭიქა უცხიმო მაწონი ან იოგურტი; 200-300 გრამი ნებისმიერი ხილი; 1 ჩაის ჭიქა ნაკლებად ტკბილი კისელი.

ვახშამი მიირთვით არაუგვიანეს საღამოს 7 საათისა.

მენიუ: 200 გრამი მოშუშული ყვავილოვანი კომბოსტო გახეხილი ყველით; 100 გრამი მოხარშული ბრინჯი (სასურველია, რუხი ბრინჯი იყიდოთ) 1 ჩაის კოვზი თაფლით; 200 გრამი მოშუშული ბროკოლი მაწვნით; 2 ფირფიტა „ხლებცი“ და 2 ნაჭერი უცხიმო ყველი პიტნის ან მწვანე ჩაისთან ერთად (1 ჩაის კოვზი თაფლით დაატკბეთ); 100 გრამი მოხარშული ვერმიშელი ბოსტნეულთან ერთად; 100 გრამი კრაბიანი სალათა.

 

скачать dle 11.3